''ავტოკეფალიის საკითხი ჩვენთვის უკვე გადაწყვეტილია და ვაგრძელებთ სვლას''

ცოტა ხნის წინ ფანარში (მსოფლიო საპატრიარქო), მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციის თანახმად დიალოგი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ. Romfea.gr სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს სამეცნიერო კომისიის შექმნა ურჩია, რომელიც უკრანის ავტოკეფალიის შესახებ არსებულ დოკუმენტებსა და ტექსტებს გამოიკვლევს. მსოფლიო პატრიარქმა დიდი ყურადღებით მოისმინა პატრიარქ კირილეს მოთხოვნები და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ეს თემა გრძელდება. “სიამოვნებით, მაგრამ ავტოკეფალიის საკითხი ჩვენთვის უკვე გადაწყვეტილია და ვაგრძელებთ სვლას” - იუწყება მსოფლიო საპატრიარქოს მხარე.

 

თარგმნა ვანო შოშიაშვილმა

 

წყარო: http://www.romfea.gr