მის უნეტარესობას, იერონიმე II,
მთავარეპისკოპოსს ათენისა და სრულიად ელადისა
თქვენო უნეტარესობავ,
სრულიად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას საბერძნეთში, ათენის მიმდებარედ, გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცცხლე შეიწირა და დიდი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე ქვეყანას.
თქვენთან ერთად ვლოცულობთ გარდაცვლილი სულების საოხად და შევთხოვთ უფალს, დააცხროს ეს სტიქიური უბედურება და მოგმადლოთ მშვიდობა და წყალობა თვისი.
გამოვთქვამთ მედს, რომ საბერძნეთის მოსახლეობა, ღვთის შეწევნით, ღირსეულად გაუმკლავდება ამ დიდ განსაცდელს და ყველას აჩვენებთ მხნეობასა და სიმტკიცის მაგალითს.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II
25.07.2018