პოლ გავრილიუკი- Paul L. Gavrilyuk

 

   თომა აქვინელის (მინესოტა, აშშ.) უნივერსიტეტის თეოლოგიის განყოფილების, თეოლოგიისა და ფილოსოფიის მიმართულების ხელმძღვანელი. დაიბადა კიევში (უკრაინა), სწავლობდა ფიზიკისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (მოსკოვი, რუსეთი) ფიზიკს ფაკულტეტზე (1988-1993). ის იყო სსრ კავშირიდან აშშ-ში აკადემიური თეოლოგიის შესასწავლად ჩამოსული ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი. 2001 წლიდან არის Southern Methodist უნივერსიტეტის (დალასი, ტექსასი, აშშ.) პატრისტიკის დოქტორი.

დრ. გავრილიუკი ბერძნული პატრისტიკისა და თანამედროვე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განხრით მუშაობს. ასევე დაინტერესებულია რელიგიის ფილოსოფიით, ლიტურგიკული და ეკუმენური კვლევებით. პ. გავრილიუკის საღვთისმეტყველო შრომები მსოფლიოს ათ ენაზეა თარგმნილი. განსაკუთრებულად პოპულარულია მისი: The Suffering of the Impassible God: The Dialectics of Patristic Thought (Oxford, 2004), Histoire du catéchuménat dans l’église ancienne [A History of the Catechumenate in the Early Church] (Paris: Le Cerf, 2007); The Spiritual Senses: Perceiving God in Western Christianity, co-edited with Sarah Coakley (Cambridge, 2012), და Georges Florovsky and the Russian Religious Renaissance (Oxford, 2013). მისი სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალებში:  The Journal of Theological Studies, Scottish Journal of Theology, Vigiliae Christianae, Modern Theology, First Things, Studia Liturgica, გარდა ამისა აქტიურად მუშაობს ენციკლოპედიების, სახელმძღვანელოების და ლექსიკონების შედგენაზე.

სხვადასხვა დროს დრ. გავრილიუკი კითხულობდა სალექციო კურსებს: ავსტრალიაში, ბელგიაში, კანადაში, კოსტარიკაში, საფრანეთში, იტალიაში, ყაზახეთში, რუმინეთში, სერბეთში, თურქეთში, უკრაინაში, გაერთიანებულ სამეფოში და შეერთებულ შტატებში. სხვადასხვა დროს იყო ჰარვარდის საღვთისმეტყველო სკოლის (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ), კალვინის კოლეჯის (მიჩიგანი, აშშ.), თომა აქვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტის (რომი, იტალია) და უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტის (ლვოვი, უკრაინა) მოწვეული პროფესორი.

დრ. გავრილიუკი არის საჯარო ლექციეის სერიის New Frontiers in Theological Research, and Interdisciplinary Faculty Colloquium დამაარსებელი და ორგანიზატორი. იგია ასევე საერთაშორისო მართლმადიდებლური თეოლოგიური ასოციაციის (IOTA) დამაარსებელი და პრეზიდენტი, რომელშიც 30 ქვეყნის 150 მკვლევარია გაერთიანებული.

 

 

სპეიალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა