აბიდოსის ეპისკოპისი, თეოლოგიის დოქტორი, კირილე (ევანგელოს, კატერელოსი)
დაიბადა 1956 წელს ლამიაში (საბერძნეთი).
ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, ფილოლოგიასა და თეოლოგიას.
არის სტრასბურგის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის მაგისტრი, ასევე თესალონიკის (საბერძნეთი) და ფრაიბურგის (გერმანია) უნივესიტეტების დოქტორი.
პარალელურად მოღვაწეობს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად.
დიაკვანად და მღვდლად ხელდასხმა ნიკოპოლის და პრევეზის მიტროპოლიტ მელეტიოსისაგან მიიღო. გარკვეული პერიოდი მღვდლად ნიკოპოლისა და პრევეზის, თებესა და ლევადიას ეპარქიებში და ასევე გერმანიაშიც მსახურობდა.
2008 წლის 7 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა იგი ველესტინოსის უძველესი ეპარქიის ეპისკოპოსად ერთხმად გამოირჩია. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა აღესრულა 2008 წლის 24 თებერვალს წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში, ნიკოპოლის და პრევეზის მიტროპოლიტის მელეტიოსის მიერ. მოგვიანებით მიიღო აბიდოს ეპისკოპოსის წოდება.
არის მრავალი წიგნისა და საღვთისმეტყველო სტატიათა ავტორი.
საიტზე განთავსებულია აბიდოსის მიტროპოლიტ კირილეს საღვთისმეტყველო სტატიები:
წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი I-ნაწილი
წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი II-ნაწილი
წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი III-ნაწილი
კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ნიკო ღონღაძემ