მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის კომუნიკე უკრაინის შესახებ

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (22.04.2018)

 

მსოფლიო საპატრიარქო, საღვთო და წმინდა კანონთა, ასევე ძველი საეკლესიო წეს-განგებისა და წმინდა ტრადიციათა მიხედვით, იცავს სრულიად-მართლმადიდებლურ ერთობას და ზრუნავს მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიებზე, განსაკუთრებით უკრაინის მართლმადიდებელ ერზე, რომელმაც ქრისტიანული რწმენა და ნათლისღება კონსტანტინოპოლისაგან მიიღო. შესაბამისად, როგორც დედა ეკლესია, იგი განიხილავს იმ შემთხვევებს, რაც უკრაინის საეკლესიო სიტუაციას მიემართება. გასულ სინოდალურ სესიებზე მივიღეთ მილიონობით უკრაინელი ქრისტიანისაგან პეტიციით წარმოგზავნილი საეკლესიო და საერო ხელისუფალნი, რომლის მიხედვითაც ითხოვენ  ავტოკეფალიის მინიჭებას. გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ დაეკლესიებთან ახლო კომუნიკაცია და კოორდინაცია შედგეს.

 

მსოფლიო საპატრიარქო, 22 აპრილი, 2018

გენერალური სამდივნო

 

 წყარო: Ecumenical Patriarchate

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა