დაიბადა ავსტრალიაში 1958 წელს, 1975 წელს აქვე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი (Scots College). ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1980 წელს დაიცვა დიპლომი თემაზე- Byzantine Music from the Greek Conservatory of Music, შემდეგ სწავლა აშშ-ში გააგრძელა, წმ. ვლადიმერის საღვთისმეტყველო სემინარიაში (ნიუ-იორკი), რომელიც 1982 წელს დაასრულა. სადოქტორო დისერტაცია კი 1983 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში, (დიდი ბრიტანეთი) პატრისტიკის განხრით დაიცვა.
1984-1994 წლებში ათონის წმინდა მთაზე (საბერძნეთი) ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის პირადი ასისტენტი იყო, 1985 წელს სიდნეიში წმ. ანდრიას საღვთისმეტყველო კოლეჯი დაარსა, აქვე მოღვაწეობდა 1986-1995 წლებში პრორექტორად, ასწავლიდა პატრისტიკასა და ეკლესიის ისტორიას. 1986-1990 წლებში ასევე მუშაობდა ავსტრალიის საღვთისმეტყველო სკოლაში, ხოლო 1990-1995 წლებში სიდნეის უნივერსიტეტის რელიგიურ ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. 1995 წელს ავსტრალიიდან ბოსტონში (აშშ) გადავიდა, სადაც Holy Cross-ის საღვთისმეტყველო სასწავლებლის პროფესორად აირჩიეს, ხოლო Hellenic College-ში კი 2002 წლამდე რელიგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამავე სასწავლებელში 2001 წელს გარემოსდაცვის განყოფილების წევრად აირჩიეს. გარკვეული პერიოდი ბალამანდის უნივერსიტეტშიც (ლიბანი) კითხულობდა ლექციებს. არის მსოფლიო და სარწმუნოებათაშორისი დიალოგში ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი. ამჟამად გახლავთ მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკონი და პატრიარქ ბართლომეოსის მრჩეველი საღვთისმეტყველო საკითხებში. 2016 წელს იყო კრეტის დიდი და წმინდა კრების სპიკერი.
მთავარდიაკონი იოანე არის ოცდაათზე მეტი წიგნისა და სხვადასხვა ენაზე გამოცემულ უამრავ საღვთისმეტყველო სტატიათა ავტორი. მისი ცნობილი გამოცემებია:
Soul Mending: The Art of Spiritual Direction (Holy Cross Press, 2000),
In the Footsteps of Christ: Abba Isaiah of Scetis (SLG Press Oxford, 2001),
The Body of Christ: A Place of Welcome for People with Disabilities (Light and Life, 2002),
Letters from the Desert: A Selection from Barsanuphius and John (St. Vladimir’s Press, 2003),
Cosmic Grace, Humble Prayer: The Ecological Vision of the Green Patriarch (Eerdmans, 2nd ed. 2009), Light Through Darkness: the Orthodox tradition (Orbis Books, 2004), J
ohn Climacus: From the Egyptian Desert to the Sinaite Mountain (Ashgate, 2004),
The Ecumenical Patriarchate: A Brief Guide (Ecumenical Patriarchate, 2005),
The Reflections of Abba Zosimas (SLG Press Oxford, 2006),
Beyond the Shattered Image: Insights into an Orthodox Christian Ecological Worldview (Light and Life, 2nd ed. 2007),
In the Heart of the Desert: The Spirituality of the Desert Fathers and Mothers (World Wisdom Books, 2nd revised ed. 2008),
Diakonia: Remembering and Reclaiming the Diaconate (Holy Cross Press, 2009),
and Toward an Ecology of Transfiguration: Orthodox Christian Perspectives on Environment, Nature, and Creation (Fordham University Press, 2013).
BARTLOMEW, Apostle and Visionary- 2016
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა