მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უსაყვედურა ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქ ნეოფიტეს, მაკედონიასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე.
მსოფლიო პატრიარქი გულისხმობს ბულარეთის პატრიარქ ნეოფიტეს მოქმედებას. ეს უკანასკნელი მხარს უჭერს, რომ ბულგარეთის ეკლესია, ყოფილი იუგოსლავიის წევრ მაკედონიის რესპუბლიკის (FYROM) მართლმადიდებლური თემის ‘’დედაეკლესიად’’ უნდა იწოდებოდეს, რაც მსოფლიო პატრიარქის აზრით სქიზმატური ქმედებაა.
,,ბულგარეთის, ჩვენი დაეკლესიის მოქმედება არასწორი იყო. იგი ართულებს ვითარებას. ბალკანური ერების დედაეკლესია კონსტანტინოპოლია,’’ განაცხადა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოს I-მა.
წყარო: http://ocl.org
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა