ათენაგორა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი

 1917 წლამედ შეერთებულ შტატებში მხოლოდ  რუსული იერარქია არსებობდა. მოგვიანებით, მართლმადიდებელ ემიგრანტთა ჯგუფებ საკუთარი საეპისკოპოსო იურისდიქციის მოსაპოვებლად მუშაობას იწყებენ. მათგან პირველად, 1918 წელს, ბერძნებმა შეძლეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს დაფუძნება, რაც ათენის ეპისკოპოს  მელეტიოს მეტაქსაკისის შრომის შედეგი გახლდათ.   

1930 წლის 30 აგვისტოს ათენაგორა სპირუ მსოფლიო პატრიარქ ფოტიოს II ის მიერ  საეპისკოპოსო კათედრაზე დადგინდა. ათენაგორა 1931 წლის თებერვლიდან 1948 წლის დეკემბრამდე ამერიკაში, მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსი გახლდათ. ის ნიუ-იორკში აღსაყრდდა, თავდაპირველი რეზიდენცია კი კუნძულ ისლანდიაზე, ასტორიის წმინდა  დიმიტრის სამრევლოში მდებარეობდა. ათენაგორამ წლების განმავლობაში თავის ამოცანათა სფერო გააფართოვა, ის ზრუნავდა  თავისი 510 სამრევლოსათვის, რომლებიც მთლიანად ორი მილიონი მორწმუნისაგან შედგებოდნენ. მოგვიანებით ათენაგორამ თავისი საეპისკოპოსო რეზიდენციაც მოაწყო. 1942 წელს მან შეძლო ეპარქიისათვის ექვს სართულიანი სახლი შეეძონა (მანჰეტენზე, ნიუიორკში). მოგვიანებით კი იქირავა სხვა ერთსართულიანი სახლი, რომელიც იუნესკოს შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა.  

მიუხედავად სიძნელეებისა  ათენაგორა სამაგალითო პიროვნება და ეპარქიის კეთილი მწყემსი აღმოჩნდა ის ყოველთვის  ფიქრებში ჩაძირულ ასკეტ ბერად რჩებოდ. თავისთან მომუშავე თითოეული ადამიანისგან ის ნამდვილ ქრისტიანულ ცხოვრებას მოითხოვდა. ათენაგორას ჰქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი, რაც მისი წარმატების საწინდარი გამოდგა. თითოეულ გადაყვეტილებას მრჩეველებსა და ესპერტებს ეკითხებოდა, საკუთარ მოსაზრებებს კი განსაკუთრებული სიმამაცით აცხადებდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ათენაგორამ 1938 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტებთან- ჰერბერტ კლარკ ჰოუვერთან, ფრანკლინ . რუზველტთან და ჰარი შპენცერ ტრმანთან. ათენაგორა მართლმადიდებლობის გაძლიერებაზე მხოლოდ ამერიკაში არ ფიქრობდა, ის ასევე იმ ქრისტიანების მძიმე მდგომარეობაზეც მსჯელობდა, რომელიც აღმოსავლეთში სუფევდა.  

ის პრეზიდენტ რუზველტს რუსეთში მცხოვრები ქრისტიანებისთვის შეღავათებს სთხოვდა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ,  საბჭოთაკავშირის ახალი მმართველობა ამტკიცებს რელიგიის თავისუფლებას და სამღვდელოებას უბრუნებს სამოქალაქო უფლებებს. ათენაგორა ტრმანის სოციალურ პლანს „Fair Deal“ პოზიტიურად აფასებდა.

ათენაგორას განიცდიდა საბერძნეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებას. ამიტომ მიმართა ტრმანს, რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთში სამართლიანობა აღდგენილიყო. ერნარდ ოჰზეს მიხედვით  Turman Doktrin-ტრმანის დოქტრინაში დიდი როლი შეასრულა მთავარეპისკოპოსსა და პრეზიდენტს შორის მეგობრობამ. თურქეთი და საბჭოთა კავშირი ღიად უპირისპირდებოდა ათენაგორას კონსტანტინოპოლის ტახტზე ასვლას, თუმცა პრეზიდენტ ტრუმანის მტკიცე პოზიციის გამო იძულებულნი გახდნენ ათენაგორას კანდიდატურა მიეღოთ. 

ამერიკაში გაყოფილ და მიმობნეულ ჯგუფებს ათენაგორა საეკლესიო წეს-განგებას აძლევდა, ეხმარებოდა სრულუფლებიან ცხოვრებაში, რაც დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვდა.

ეპარქისს ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მისი რეკონსტრუქცია ათნაგორას მოსაზრების მიხედვით უპერსპექტივო გახლდათ. როდესაც ათენაგორა საეპისკოპოსო თანამდებობაზე დადგინდა მძიმე ფინანსური კრიზისი მორმუნეთა შემოწირულობით დაიძლია, რომლებსაც ასევე ძალიან უჭირდათ. ათენაგორასთვის ასევე დიდი პრობლემა იყო ეპარქიისთვის ამერიკული წარმოდგენების შესაბამისი კონსტიტუციის მიცემა. ბერძნულ მართლმადიდებლობას უხდებოდა პროტესტანტულ გარემოში ცხოვრება და ამიტომ კონსტიტუციის განხორციელება მარტივი სირთულე არ იყო. მთავარი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ  სასულიერო პირისა და მრევლის ურთიერთობა ხელახლა უნდა გააზრებულიყო და ორივე მხარისთვის სამართლიანი გამოსავალი უნდა მოძებნილიყო.

საერონი ეკლესიის მართვის სისტემას ავტორიტეტულად მიიჩნევდნენ. მათი ზრით მხოლოდ ეპისკოპოსი არ უნდა ყოფილიყო ეპარქიის სათავეში, არამედ ასევე უნდა ეფუნქციონირა დემოკრატიულად არჩეულ დირექტორთა საბჭოს. 1933 წლის ჩიკაგოს კონგრესზე განსაკუთრებულად დაძაბული დისკუსია გაიმართა სასულიერო პირებსა და საერო პირებს შორის. სიძნელეების მიუხედავად მოხდა შეთანხმება. გადაწყდა, რომ ეპარქიის კონსტიტუციის დადგენისას კომპეტენციები უნდა გამიჯნულიყო. როდესაც საქმე სამოძღვრო და დოგმატურ საკითხებს შეეხებოდა, ეპისკოპოსს უნდა ესაუბრა დამოუკიდებლად, ეპარქიის ადმინისტრაციული ერთეული კი იყო სამომავლოდ საეროთა ხელში რჩებოდა. მართლამდიდებლმა ეკლესია ეს სიახლე გადალახა.

ათენაგორა ამბობდა: „მთვარეპისკოპოსს უფლებები კი არა, ვალდებულებები აქვს“.  ეს სიტყვები იყო მისი სამართლიანობის განმსაზღვრელი.  

ათენაგორას დადგინებისას მის ეპარქია 200 სამრევლოსაგან, მთლიანობში 600 000 მორწმუნისგან შედგებოდა. ამერიკაში ძალიან ბევრი დიდი და პატარა სამრევლოები არსებობდა, რომლებიც იზოლირებულები იყვნენ და ერთმანეთში დადებითი ურთიერთგაგება არ ჰქონდათ. ძალინ დაიძაბა ურთიერთობა მონარქისტებსა და ვენიზელისტებს შორის. დამასკინოს კორინთელმა ყველა ის ეპისკოპოსი დააბრუნა სამშობლოში, რომლებსაც ერთმანეთთან დავა ჰქონდათ. ბერძნების უმეტესობა მიესალმა ამ მოქმედებას, რადგან მათ ეპისკოპოსთა დავა მოწყინდათ.  

თავდაპირველად მნიშვნელოვანი იყო ერთობის გრძნობის გაძლიერება და ეპარქიის სარწმუნოებრივ ოჯახში გაერთიანება. ამ მიზნის აღსასრულებლად ათენაგორა მაღალ სულიერ გეგმებს ადგენდა. ლოველში, მაშაჩუშეტში ათენაგორას მოწინაღმდეგეთა პარტია იქმნება. სამრევლოებში ხშირად გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ ახალი მთავარეპისკოპოსი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. ერთმა მოწინააღმდეგემ ათენაგორას აგურიც კი სროლა. ათენაგორას ამის გამო გული არ გაუტეხია, პირიქით, აქტიურად გამოთქვამდა სამრევლოების მყარად შემაკავშირებელ იდეებს. ათენაგორა აცნობიერებს, რომ კონსერვატორიზმს, როგორც ძველ პროდუქტს არ აქვს ახალ სამყაროში არსებობის შანსი. ეპისკოპოსი ცდილობდა, რომ ამერიკული მენტალიტეტი კარგად გააზრებულიყო.

ათენაგორა არ გაურბოდა ემიგრანტთა პრობლემებს. მას განუზომელი ღვაწლი დასჭირდა ამ ჯგუფების სიყვარულში და პატივისცემაში გასაერთიანებლად. აუცილებელი იყო ადგილობრივი ავტონომიისა და ცენტრალური კორდინაციის შექმნა. ათენაგორამ იცოდა, რომ ეს პრინციპი ძველადაც არსებობდა. სამრევლოებმა შეიცნეს, რომ ათენაგორა უდიდესი პიროვნება იყო, რომელიც აკეთებდა ყველაფერს ქისტიანებს შორის ურთიერთობის გამყარებისთვის. ათენაგორა მოგზაურობდა ეპარქიაში. მან ის უმძიმესი ტვირთი ბოლომდე ატარა, რომელიც ახალგაზრდული იდეალიზმით საკუთარ თავზე აიღო, რათა რომ მისი მისწრაფებებისა და მიზნებისთვის მიეღწია. მოგვითხრობენ, რომ მან თავისი 18 წლიანი მსახურების განმავლობაში მრავალჯერ მოინახულა სამრევლოები. ათენაგორას პიროვნების შესაყვარებლად უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მის მიერ ადამიანთა სოციალური პრობლემების გააზრება და მათ დასახმარებლად მუდმივი მზადყოფნა.

 

წყარო:  ” Der Ökumenische Patriarch  Athenagoras I; ein Friedensbringer aus dem Osten, 1986″,Payer, Alja.

თარგმნა  აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგიგეგუჩაძე

 

საიტზე პატრიარქ ათენაგორას შესახებ განთავსებულია:

არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

უცნობი ფაქტები მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას შესახებ

ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია    

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

ათენაგორა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი

 

 

Download
პატრიარქი ათენაგორა.pdf
Adobe Acrobat Document 541.8 KB