რომის პაპმა ფრანცისკემ 100 000 ევრო გამოყო ავსტრიაში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში (St Andrä, Burgenland), პირველი მართლმადიდებლური მონასტრის ასაშენებლად.
წმინდა სამების მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში (“Dreifaltigkeitskathedrale”) გამართულ საზეიო ღონისძიებაზე, რომელიც ავსტრიის 1967 წლის მართლმადიდებლურ აქტის 50 წლისთავის აღნიშვნას ემსახურებოდა, (რომის კათოლიკე ეკლესია ავსტრიის სახელმწიფოში შესაბამისი უპირატესობებით სარგებლობს, რომელიც კონკორდატით რეგულირდება, ხოლო სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებს ნორმატიული აქტები არეგულირებენ), კარდინალმა კურტ კოხმა და Eisenstadt-ის (Burgenland-ის ძირითადი ქალაქი) ეპისკოპოსმა ეგიდიუსმა (Ägidius), მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს პაპის გადაწყვეტილების შესახებ აუწყეს.
1967 წლის აქტით, ავსტრიის საჯარო სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლება დაიშვა, ხოლო თავად მართლმადიდებლური გაერთიანებები კი ოფიციალურად იქნენ აღიარებულნი.
ავსტრიაში ოფიციალურად 450 000 მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხვოვრობს, ქვეყანაში მოქმედებს მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა საბჭო, რომელსაც მიტროპოლიტი არსენიოსი (კონსტატინოპოლის საპატრიარქო) ხელმძღვანელობს.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა