მღვდელი ნიკოლოზ ღონღაძე

მღვდელი ნიკოლოზ ღონღაძე - დაიბადა 1989 წლის 1 ნოემბერს.

დაამთავრა  მოლითის საშუალო სკოლა (1996-2007).

2007-2012 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიაში (2012-2014).

აკადემიის დამამთავრებელ კურსზე (2014წ.) წარმატებით დაიცვა სამაგისტრო თემა სახელწოდებით: "სწავლება თავისუფლების შესახებ, პავლე მოციქულის ეპისტოლეებში.''

2015 წელს გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც წარმატებით დაასრულა ბერძნული ენის შემსწავლელი კურსები და 2016 წელს ჩაირიცხა ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.

2021 წლის 28 ოქტომბერს კრინის მიტროპოლიტმა და მალტის საპატრიარქო ეგზარქოსმა კირილე კატერელოსმა ხელი დაასხა მღვდლად. ამჟამად მსახურობს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში.

 

 

 

მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში:

 2012 წელს მონაწილეობა მიიღო გაეროს ეგიდით ორგანიზებულ კონფერენციაში- ,,ოჯახი, მოზარდების აღზრდა, თაობებს შორის ურთიერთკავშირი.''

 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კონფერენცია- ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიის ისტორიული, კანონიკური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ასპექტები,  თბილისი 2019

მომხსენებელი თემაზე: „მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის 2018 წლის სექტემბრის განჩინება“

 

საიტზე განთავსებულია ნიკო ღონღაძის მიერ თარგმნილი:

სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში I-   ნაწილი

სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში II- ნაწილი

სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში IIIნაწილი

სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში  I- ნაწილი

 

გონება და ნებელობა ნეტარი ავგუსტინესა და ბერძნული პატერიკული    გარდამოცემის მიხედვით*

 წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი  I-ნაწილი

წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი  II-ნაწილი

წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი  III-ნაწილი

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკელესიაში   და 1054 წლის სქიზმა  ნაწილი I

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიაში   და 1054 წლის სქიზმა  ნაწილი II      

წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებები და მათი მიღების პრობლემა

კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?