მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა, ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეას

(ისლანდია, რეიკიავიკი, 13 ოქტომბერი, 2017)

 

ჩვენთვის პატივია ჩრდილოეთის პოლარული წრის ასამბლეის ორგანიზატორთა, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი თავმჯდომარისა და ისლანდიის დღევანდელი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ოლაფ რაგნარ გრიმსონის (Ólafur Ragnar Grímsson) გულთბილი მოწვევით მივმართოთ შეკრებილ საზოგადოებას. უფრო მეტიც, პრივილეგიაა რომ ვიყოთ თქვენ გვერდით ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის შუაგულში, რომელიც  დედამიწის მდგომარეობის გამოსწორებისკენაა მიმართული. მრავალმხრივ, როგორც სიმბოლურად ასევე არსებითად, მსოფლიოს ეს ნაწილი განსაზღვრავს და ასახავს იმ მნიშვნელოვან ბირთვს, რომლითაც მივუდგებით და დავუპირისპირდებით კლიმატის გლობალურ ცვლილებას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივი კატასტროფის მოახლოებული საფრთხე დღეს არის უფრო მეტად მკვეთრი და აქტუალური ვიდრე ოდესმე, არამედ ასევე იმიტომაც, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ რეგიონში, რომლის საზარელი, მაგრამ ამასთანავე მყიფე მშვენიერება, არის უპირველესად შთამაგონებელი და გამაფრთხილებელი ყველასადმი, ვინც ზრუნავს ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებ.

რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება გაოცდეთ თუ რატომ მიმართავს ეკლესიის ლიდერი სეკულარულ ორგანიზაციას. უკვე ორ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწის წყლების საკითხზე სპეციალური ხაზგასმით დავიწყეთ რელიგიაზე, მეცნიერებასა და გარემოზე სიმპოზიუმების გამართვა. ამ აქტივობათა პირველ ხანებში, მრავალი ადამიანი საგონებელში ვარდებოდა იმ კავშირებთ, რომელთა დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვოდით. რელიგიური ხალხი მეცნიერებისადი იყვნენ შედარებით გულგრილნი და ხანდახან მტრულად განწყობილნიც კი და მრავალ მეცნიერსა და გარემოსდამცველს მხოლოდ მცირე კავშირის დანახვა შეეძლო შეეძლო მათ სამყაროს, რწმენისა და სულიერების სამყაროს შორის. დღეს, რამდენადაც ზოგერთი კავშირთაგანი გახდა უფრო მეტად აშკარა და საგრძნობი, მსოფლიოში უკვე აარსებობენ რელიგიური ლიდერები, რომლებიც ასე თუ ისე ჩართულნი არიან იმ გამოწვევებში, რომლებსაც დაბინძურება და კლიმატური ცვლილება იწვევს. ამ მომენტისთვის, მეტი და მეტი ადამიანი ხვდება, რომ როგორც რელიგიური ცნობიერება, ასევე გარემოსდაცვითი მეცნიერება, მარადიული საკითხებით არიან შეკავშირებულნი- იმ გზით, რომელსაც ჩვენ ვკვალავთ, კაცობრიობის ბედ-იღბალით, პლანეტით და მთელი შესაქმით.

მხოლოდ ამ მიზნით, მომავალ სულიერ ლიდერებსა და გარემოსდამცველებს არ შეუძლიათ თავი აარიდონ აქტიურ დიალოგში ჩართვას. უფრო მეტიც, ვერც ჩვენი პატივცემული მეცნიერი მეგობრები და ვერც ჩვენი  ძვირფასი რელიგიური ლიდერები, ვერ ჩაერთვებოდნენ ამგვარ დიალოგში, თუ ჩვენ ვიფიქრებდით, რომ პლანეტის მომავალი არის უიმედო და გარდაუვალი. ამას ზუსტად ის განაპირობებს, რომ ყოველი ჩვენგანი დარწმუნებულია დედამიწის გადარჩენის პოტენციალში, ასევე კაცობრიობისა და შემოქმედ ღმერთს შორის სინანულის, თავმდაბლობისა და მადლიერების კავშირის აღდგენაში. კლიმატის ცვლილების ირგვლივარსებული განხილვები ჩვეულებრივ უფრო მეტად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე ადამიანურ გავლენასა და ზიანზე. მაინც, ჭეშმარიტებაა ის, რომ შესაქმეზე ზრუნვა არის  ძალიან ღრმად რელიგიური, თუნდაც სულიერი საკითხი. ჩვენ გვჭირდება, რომ ნებისმიერ დროს შეგნებული გვქონდეს ის დრამატული სოციალური და კულტურული გავლენები, რომლებიც ადამიანებს კლიმატური ცვლილებების შედეგების წინაშე აყენებენ. კლიმატის ცვლილება არის საარსებო, გამოკვების, ინდივიდუალური და კულტურული გადარჩენის საკითხი. არქტიკის ადგილობირივ მკვიდრთათვის კლიმატური ცვლილება ნამდვილად არაა მხოლოდ არქტიკული თეორია; ესაა აბსოლუტური და სახიფათო რეალობა. იგი დგას ადამიანის სასიცოცხლო ყოველ საკითხზე ზევით და მაღლა. ის მოქმედებს ხალხზე და ყველა კულტურაზე, რომლებიც გულისხმობენ ღმერთთან და საკუთარ შემოქმედთან დამოკიდებულებას.

მეცნიერები გვეუბნებიან, რომ არქტიკა არის მთელი ჩვენი პლანეტის რეზონანსის მიმცემი სურათი და მგზნებარე სარკე. მეცნიერებისთვის, არქტიკა გლობალური გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის ბარომეტრია. გარემოსადმი წინდაუხედავი მოქმედებები აისახება სხვა რეგიონებზე, მათ შორის ქიმიური დაავადებები და ბირთვული რადიაცია, ნათლად ვლინდება არქტიკულ გარემოში. ამ ყველაფერზე მეტად თვალსაჩინოდ, გლობალური დათბობის დრამატული ზრდა შესამჩნევად აისახება ჩრდილოეთის პოლარულ ლანდშაფტზე. ამის მიუხედავად, უამრავი სამრეწველო საზოგადოება და აქტივობები, რომლებიც იწვევენ კლიმატურ ცვლილებას, ხშირად ვერ ხედავენ მათი ქმედებების შედეგებს. მაგრამ აქ, ჩრდილოეთის პოლარულ ადგილზე, შესაძლებელია რომ უფრო ნათლად დავინახოთ ამ მოქმედებათა ყველა ხასიათი. როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ პლანეტის ამ ხელუხლებელ ნაწილს, არ შეგვიძლია მოვარიდოთ ჩვენი თვალები საღვთო შესაქმის მშვენიერებას ან იმ ცვლილებებს, რომელსაც ადამიანური უგუნურება იწვევს. არც ის შეგვიძლია, რომ გავექცეთ დამაფიქრებელ, წარსულის საშინელ შედეგებს და მსოფლიოს იმ მომავალს, თუკი მყინვარები დნობას, ხოლო ზღვის-დონეები კი ზრდას გააგრძელებენ.

ამიტომაა, რომ ჩვენი არქტიკული სიმპოზიუმის განმავლობაში, ათწელზე მეტი ხნის წინ, მდუმარებ ვლოცულობდით მყინვარების დნობის შესაჩერებლად და გრელანდიის სიახლოვეს დასახლებული ხალხის კეთილგონიერებისათვის. შემდეგ, ყველა რელიგიურ ლიდერთან ერთად რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, გავწევრიანდით ,,Icefjord’’ კომიტეტში- ,,ვაცნობიერებთ რა ყველა ცოცხალი არსების ურთიერთკავშირს, რომელიც თავის მრავალი გამოხატულებით ეხმარება დედამიწას და ამ უთვალავ ურთიერთობებზე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვით; საკუთარ თავებს სასიცოცხლო კავშირების სიყვარულის, თანაგრძნობისა და მადლიერების უმარტივესი ქმედების დავალებას ვაძლევთ; და მოვუწოდებთ ჩვენ თაობას, რომ ეს წმინდა დედამიწა მთელი თავისი სიბრძნითა და მშვენიერებით დავუტოვოთ  მომავალ თაობებს. ’’

ძვირფასო მეგობრებო, შესაქმე არის სიცოცხლის ჩახლართული ქსელი და კაცობრიობის ქმედებებს შეუძლიათ მისი როგორც განვითარება, ასევე დანგრევაც. რაც ხდება შორეულ ჩრდილოეთში, აისახება უკიდურეს სამხრეთში. თუკი ჩრდილოეთის პოლარული წრის გარემო ახლა შემაშფოთებელი სიჩქარით იცვლება, ამის გამომწვევია ის ეკონომიკური აქტივობები და ენერგო ქმედებები, რომელიც პლანეტის სამხრეთში, დასავლეთში და აღმოსავლეთში სამრეწველო მსოფლიოში მიმდინარეობს. არქტიკული გარემოს ნებისმიერ ცვლილებას შეუძლია წალეკოს ტროპიკული კუნძულები, ან ისეთი შორეული ქალაქები, როგორებიც მანილა და მაიამი არიან,  რაშიც ჩვენ  მსოფლიოს კლიმატური მდგომარეობის ულმობელი ცვლილებებით გამუდმებით ვრწმუნდებით. საკმაოდ მარტივია, რომ არ არსებობს კაცობრიობის სეგმენტი- არცერთი ეროვნება ან მთავრობა, კულტურა ან თემი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი კაცობრიობის ბედ-იღბალიდან და დედამიწის საზოგადო სიცოცხლიდან განაცალკევოს.

რა თქმა უნდა, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ საკუთაი გადმოსახედიდან უნდა შევიცვალოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ სამყაროსადმი ჩვენი შეგნება და ქმედებები, ის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მის მისაშველებლად და გასავრცობად ჩვენი ცოდნა და ნიჭები. შესაქმის ჯაჭვში ეს ახალი შინაგანი და თანმხლები ურთიერთთანამშრომლობა. ცუდი არ იქნება, თუკი ჩვენ ვისწავლით იმ განსხვავებას რასაც წერილი გვეუბნება- ‘’დროის ნიშანთა გარჩევა’’ (მათ. 16.3). გარკვეული ხარისხით, ჩვენ ყველა მუდმივად ვუახლოვდებით  ერთმანეთს შიშისა და ტანჯვის საერთო გამოცდილებით, რამდენადაც კლიმატური ცვლილების შედეგებს სხვადასხვანაირად ვგრძნობთ. იმ დროს, როდესაც მრავალი სახის კლიმატური საგანგებო გაფრთხილება, აისახება ასეულობით მილიონ ადამიანზე (შეგვიძლია გავიხსენოთ სულ ახლახანს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამანადგურებელი ქარიშხალის შედეგები), ჩვენ ვმოქმედებთ არა მორალური არჩევანით, არამედ ისე, როგორც ახალი აღთქმა გვაერთიანებს- ,,თითოეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე’’ (გალ. 6.2.) არქტიკული მყინვარების დნობა აისახება ტრადიციულ ცხოვრების სტილზე; ნამდვილად, ამ რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის სამყარო აღქმა,  უნდა გვახსენებდეს შესაქმისადმი ჩვენ ვალდებლებას, შემოქმედის ქმნილებისადმი პასუხისმგებლობას და პატივისცემას.

ამავდროულად, არქტიკული ოკეანე არა მხოლოდ წყნარ ოკეანეს ფილტრავს, არამედ გავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლოში მიდინარე გლობალურ დათბობაზე, ზღვის დონის მატებაზე და სასიცოცხლო საკითხების ფორმირებაზე. დიდი ხანი არაა, რაც სამხრეთ ევროპაში სიურპრიზივით შევიტყვეთ, რომ არსებობს სითბურ-ტალღებსა და წყალდიდობებს შორის მოქმედი გამაფრთხილებელი კომბინაცია. აფრიკაში, გაუდაბნოებასა და წყლის უკმარისობას მივყავართ სასიცოცხლო უამრავი პრობლემისაკენ. აზიაში, გვალვისა და ხანძრების მკვეთრი ზრდაა. სამხრეთ ამერიკაში, ხანძრები და ტყის გაჩეხვა იწვევს ჩვენ თვალწინარსებული კლიმატის ცვლილებას. მეცნიერები გვაცნობებენ, რომ ყველა ეს ფენომენი ერთმანეთისაგან განუყოფელი და ურთიერთდაკავშირებულია.

თუკი თუნდაც ჩვენ განვისწავლებოდით იმ მართებული გაკვეთილებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში მიმდინარე სახიფათო მოვლენებისა და  მათი ცვალებადი ურთიერთკავშირების შედეგია, შეიძლება ჯანსაღი შედეგიც მიგვეღო. ამ კავშირებს ევალება, რომ შეაგონოს  ყველა ერისა და თითოეული თემის სამკვიდრებელი, თუ როგორ მჭიდროდ უკავშირდებიან ისინი ყველა სხვა ერსა და თემს. დღეს ყველა სხვა დროზე მეტად ნათელი უნდა იყოს, რომ არც ეროვნულ სახელმწიფოს ან ეთნიკურ ჯგუფს და რა თქმა უნდა არც ეკონომიკურ კლასს, შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ მომავალში მისი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ძალუძს განუსაზღვრელად მოიხმაროს დარჩენილი კაცობრიობისა და პლანეტის რესურსების სიმდიდრე. ჩვენ ხელისუფლებისგან გვჭირდება წინამძღვრობა და დამოკიდებულნი ვართ ინტერ-დისციპლინარულ ურთიერთკავშირზე. ხელახლა განვსაზღვრავთ რა იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც წინამძღვრობს ჩვენს ყველა ეკოლოგიურ ინიციატივას და დაკავშირებულია დედამიწის წყლების დასაცავად, ვაცხადებთ: ჩვენ ყველა ერთ ნავში ვიმყოფებით!

 

როგორც ჩრდილოეთის პოლარული წრის ლიდერები და წევრები, ჩვენ ვაფასებთ თქვენ გულწრფელ მოწვევასა და განუსაზღველ პატივისცემას. ეს პასუხისმგებლობები ისტორიის ნებისმიერ სხვა პერიოდთან შედარებით დღეს უფრო მკვეთრია. ჩვენ ყველას გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა- პირველად ისტორიაში- რომ შევცვალოთ და გეზი მივცეთ ჩვენი მომავლისა და პლანეტის კურსს. ამიტომ, მსოფლიო საპატრიარქოს სახელით, რომელსაც ისტორიულად აქვს მინიჭებული  დედამიწის ყველა მკვიდრის კეთილდღეობის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ჩვენ გპირდებით, რომ ვიდგებით თქვენთან, ვიდგებით თქვენთან სინდისითა და რწმენით. თქვენთან ვიქნებით ლოცვებითა და შეხედულებებით, პარტნიორობითა და სოლიდარობით. დაე ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი.

 

წყარო: www.patriarchate.org

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა