შამბეზის მართლმადიდებლური ცენტრის იუბილე

 

,,22 აპრილს შამბეზის მართლმადიდებლურ ცენტრში, მსოფლიო პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით კონფერენცია მოეწყო. მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები ჟენევისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებები დაკავშირებული იყო პატრიარქ ბართლომეოსის აღსაყდრების 25-ე, ცენტრის დაარსების 50-ე და ცენტრთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის მე-20 წლისთავთან. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ შამბეზის ინსტიტუტის პროფესორები, ტელმეოსის მიტროპოლიტი იობი (გეჩა), სასწავლებლის რექტორი ვ. ფიდასი და პროფესორი კ. დელიკონსტანტისი. ასევე მოწვეული სტუმრები, რომელთაგანაც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჟენევის უნივერსიტეტის, პროტესტანტული თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ჰანს-ქრისტოფ ასკანი. მან თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა „შეხვედრის“ თემას, როგორც ასეთს. მისი შეფასებით შამბეზის ინსტიტუტის ერთ-ერთ მთავარი დამსახურებად სწორედ შეხვედრის ორგანიზება უნდა ჩაითვალოს, რადგან ეს სასწავლებელი საშუალებას აძლევს მართლმადიდებელ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, ჩამოვიდნენ და მიიღონ გამოცდილება. ახლოს გაეცნონ კათოლიკურ თუ პროტესტანტულ შეხედულებებს, თავის მხრის ეს არის შანსი მართლმადიდებლობისთვი­ს კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინოს თავისი თავი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. 

პროფესორმა დელიკონსტანტისმა ისაუბრა იმ ღვაწლზე რომელიც  მსოფლიო პატრიარქმა გასწია ამ 25 წლის განმავლობაში. ხაზი გაესვა პატრიარქის დამოკიდებულებას ეკოლოგიისადმი. ცნობილია რომ პატრიარქი ბართლომეოსი ერთ-ერთი პირველი საეკლესიო იერარქია მთელს საქრისტიანოში, რომლმაც ღიად დაიწყო ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბარი. 

კონფერენცია თავად პატრიარქის სიტყვით დაიხურა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა შამბეზის მართლმადიდებლური ცენტრის მნიშვნელობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაახლოების გზაზე.

პატრიარქის ვიზიტი გრეძელდება. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი კონფერენცია ფრიბურგის უნივერსიტეტში და შემდეგ ტეზეს (საფრანგეთი) მოსატერში სტუმრობა

 

მოამზადა შამბეზის მართლმადიდებლური ინსტიტუტის მაგისტრანტმა საბა კევლიშვილმა