მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იერუსალიმის ტაძარში
2017 წლის 22 მარტი
თქვენო უნეტარესობავ, იერუსალიმის წმინდა ქალაქის პატრიარქო თეოფილე, აქ შეკრებილო პატივცემულო იერარქებო, იერუსალიმის საპატრიარქოს სიონის მთაზე მდებარე მაცხოვრის საფლავის მუდმივდამცველო საძმო, აქ მყოფ მის უნეტარესობა სომეხთა პატრიარქთან, მაღალღირს ლათინ მცველთან და ყველა ღვთისმოსავ მომლოცველთან ერთად ვიზიარებთ ამ ისტორიული მომენტის დღესასწაულს.
თქვენო აღმატებულებავ ბატონო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრო,
იორდანიის სამეფოს, ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინის მთავრობის თქვენო აღმატებულო წარმომადგენელნო,
უფლის საყვარელო ადამიანებო და ყველა ვინც აქ, იერუსალიმში მკვიდრობთ.
თუკი კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ მომენტში, ‘’გუნდნი ანგელოზთანი განკვირდენ ოდეს გიხილეს’’ მათი უფალი და შემოქმედი, შესაქმის მომქმედი და განმგებელი ‘’რომელმაც ინება მოკვდავთა შორის ყოფნა,’’ დღეს ყველა ჩვენგანი აქ შეკრებილნი თუ მსოფლიოში მკვიდრნი- მოკრძალებით ვდგავართ საიდუმლოს წინაშე და აღდგომის დამმოწმებლებად. სახელდობრ ახლადაღდგენილი და რეკონსტრუირებული მაცხოვრის საფლავის წმინდა კუვუკლიის[1] წინაშე. განცვიფრებულნი ვართ და ‘’ერთი ხმითა და ერთი სულით’’ მკაფიოდ წარმოვთქვამთ მაცხოვარ ქრისტესადმი დიდებისა და მადლიერების საგალობელს, მხსნელისადმი რომელიც ჯვარს ეცვა და ხორციელად აქ დაეფლა, თავისქალისა და გოლგოთის ადგილზე. ჩვენ განცვიფრებულნი ვდგავართ წმინდა საფლავის წინაშე, რომელიდანაც ‘’სიცოცხლე იღვრება’’ მისი ‘’სასწაულისგან განკვირვებულნი’’ როგორც მარიამ მაგდალინელი, იოანა, მარიამ იაკობისი და სხვა მენელსაცხებლე დედები, როგორც მოციქულთა თავი პეტრე.
ძალიან მოვიჩქაროდით კონსტანტინეს ქალაქიდან, მსოფლიო საპატრიარქოდან, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას სიონის ეკლესიას ამ სიწმინდეების უსაფრთხოებისთვის, ყველა ღვთივსათნო მომლოცველისთვის. მოვისწრაფვოდით სიცოცხლისმომნიჭებელი უფლის სამარხთან- თუმცა მგლოვიარენი კი არა (სრულებითაც არა!), არამედ თქვენი სახელოვანი უნეტარესობითა და ყველა იმ ადამიანით გახარებულნი, ვინც ‘’სიყვარულით უზავებს თავის ცრემლებს’’ მლოცველის მურსა და მგზნებარე ვედრებას. ერთმანეთს ვულოცავთ ამ ისტორიულ მოვლენას ჩვენი ორ ათასწლეულზე მეტი ხნის მებრძოლი ეკლესიის სახელით: ,,მოვედ საფლავთან ყველამ და იხილეთ, რამეთუ უფალი მკვდრეთით აღდგა!
მოწვეულნი ვართ თქვენი ძმური და მოსიყვარულე პატიჟით, რასაც განსაკუთრებული სიამოვნებით, სენტიმენტალური და სულიერი ხალისით ვიღებთ, თქვენო უნეტარესობავ და ძვირფასო ძმაო, იერუსალიმის პატრიარქო თეოფილე, დღეს ცერემონიას ვესწრებით. და ჩვენ, თქვენი უნეტარესობის ძმური სიყვარულისადმი, ქრისტიანულ ეკლესიათა სხვა პატივცემულ წარმოდმადგენლებისთვის, აქ მყოფთათვის, ამ განსაცვიფრებელი პროექტის განსრულებისთვის (რაც საბერძნეთის რესპუბლიკის მრავალგვარი კონტრიბუციის დამსახურებით განხორციელდა), აქ წარმოდგენილ მის აღმატებულება ბატონი პრემიერ-მინისტრისა და ათენის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებულ მკვლევართადმი (რომლებსაც სახელოვანი პროფესორი ანტონია მოროპულუ ხელმძღვანელობს) და ამ ადგილების მრავალი ღვთისმოსავი მომლოცველის რწმენის წინაშე- ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესიისა და მსოფლიო საპატრიარქოს სახელით, სავსე გულით გამოვხატავთ ყველა თქვენგანისადმი მადლიერებას, ვინც წმინდა საფლავი, სიცოცხლის და არა რა თქმა უნდა სიკვდილის ეს უძვირფასესი და უნიკალური მონუმენტი საკადრისი სიწმინდითა და მნიშვნელობით აღადგინეთ, რომ ‘’სიონში იხარებოდეს’’ და ყველა მოციქულის მიერ მსოფლოში გაისმოდეს: ‘’ყოვლის სიცოცხლე, შენ აღსდექ და შემუსრენ ბჭენი სიკვდილისანი. ჰოი უფალო, დიდება შენდა.’’
ჩვენს თანამედროვე, სირთულეებით აღსავსე და დაყოფილ მსოფლოში, წმინდა საფლავიდან, რომლის წინაშეც ვდგავართ, სულისა და სიბრძნის წყარო მოედინება, ქრისტიანთა შორის არსებითი და წმინდა, რაც ადამიანურ ინტერესებსა და ამბიციებს კი არა მხოლოდ ჯვარს ეფუძნება, რითაც შესაძლებელია გაერთიანდეს ის, რაც წინად გაიყო და დაცულ იქნეს სამყაროს, ეკლესიის მშვენიერების, ქვეყნის სიძლიერის საფუძველი, რწმენის სიმტკიცის, ანგელოზთა დიდების, სიბნელის, უსამართლობისა და კაცობრივ საქმეთა შფოთვის განმაქარვებელი.
ძვირფასო ძმებო და დებო,
ეს მომენტი საღვთო წირვის დასასრულის ლიტურგიკული დროს, ‘’ქრისტეს მიერ პური განტეხვისას’’ ყოველთვის გაისმის. ესაა მადლიერების დოქსოლოგია ‘’ყოველთა და ყოვლისათვის.’’ ესაა კიბე, რომელსაც ავყავართ მიწიდან ზეცაში, კავშირი მოკვდავ ხმებსა და ანგელოზებრივს შორის, ყველაფრისათვის რასაც ვმოქმედებთ და არ ვიცით, ქრისტეს ვნებით, ჯვრით და აღდგომით. ესაა აბსოლუტური სიჩუმის, ხელახალი შემოერთების, წარმავალისა და მომავლის, თავისუფლების ღვთაებრივი ძღვენის გამოცდილების დრო.
ამ საფლავით, ამ ,,მცირე ზომის მონუმენტით’’ რომელიც თავისი თვალუწვდენელობოთ ,,სამყაროს სრულიადმომცველიცაა’’ (როგორც ეს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა საკურთხეველიდან ჩანს), ცხოვრება გრძელდება და წარმავალი აწმყო ხდება საუკუნო მომავალი. შესაბამისად წმინდა საფლავის კუვუკლიით შთაგონებული სწორუპოვარი მოვლენისგან ,,ყველა მოკვდავი სხეული დუმდება, შიშითა და ძრძწოლვით დგანან და აღარ ითვალისწინებენ ყოველგვარი მიწიერ მოვლენას.’’ დაე ლოცვით დადუმდეს ყველა მიწიერი სიტყვა ამ მომენტის, ისტორიული სიმფონიის წინაშე, რომელიც წმინდა ქალაქის სამ ქრისტიანულ თემს შორის სუფევს, რომლებიც ძმური თანხმობითა და საღმრთო განგებულებით ურთიერთგაგებით მოქმედებენ.
ამ სიხარულს უპირველესად ვუზიარებთ ჩვენს დალოცვილ ერს, ბერძნული წესის მართლმადიდებელ ხალხს, რომელსაც აქ წარმოადგენს და ვისთვისაც მისი პრემიერ-მინისტრობა ლოცულობს, თქვენო საყვარელო აღმატებულებავ ალექსის ციპრას, ახლახანს აღვნიშნეთ მფარველი წმინდანის, ალექსი ღვთისკაცის ხსენების დღე, რასაც მოგილოცავთ, ვლოცულობთ თქვენი სიმტკიცისათვის რათა წარუძღვეთ მართლმადიდებელი საბერძნეთის ხომალდს მშვიდ წყლებზე, კრეტის დიდებული კუნძულების ‘’კეთილ ნავსადგომთა,’’ მსგავსად ჩვენი ხალხისთვის ღვთიურ, მშვიდობისმომცემ თავშესაფარში.
თქვენო უნეტარესობავ, ჩვენო ბერძნული წესის მართლმადიდებელო ერო და წმინდა კუვუკლიის მამებო, საუკუნეებია ფხიზლად რომ დარაჯობთ და ლოცულობთ ამ სიწმინდეებისათვის, მსხვერპლშეწირვით რომ გადაეცემა ჩვენს მიწიერ ცხოვრებას, პატივისცემა და მადლობა ყველას ვინც გმირულად და დიდსულოვნად იცავდა ჩვენი მამების დანატოვარს, წმინდა მიწასა და რწმენას. ამ ყველაფრის გამო პასუხისმგებლობით აღვსილნი ვდგავართ წმინდა და დიდებული წმინდა საფლავის კუვუკლიის წინაშე, ჩვენს ჯვარცმულ, დამარხულ და აღმდგარ მაცხოვარს ვუძღვნით მადლობას და ვაქებთ ერთი გონებითა და ერთ ხმით: ‘’შენ გაკურთხებთ, შენ გადიდებთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო.’’ გწირავთ მადლობას მთელი სულითა და გულით, შენ მოგვიძღვენით ყველაფერი ,,დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.’’
თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა
[1] -Kουβούκλιον- მაცხოვრის საფლავზე მდებარე სამლოცველო (მთარგმნ. შენიშვნა)