2017 წლის 2 აპრილს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული ქადაგებისას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა:
„უნდა ითქვას, რომ მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას... „წმინდა მარიამ მეგვიპტელი ყოველ ჩვენგანშია და ყველას გვეხმარება. უპირველეს ყოვლისა, თავის თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძოლა თავის სულს, თავის ცხოვრებას, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაამარცხოს თავისი ვნებები და მერე იქნება გამარჯვებული"