ოთხი ივლისის სამთავარეპისკოპოსო ენციკლიკა, დამოუკიდებლობის დღე 

 

 დამოუკიდებლობის დღე

 

ღრმადპატივცემულო იერარქებო, კეთილმსახურო მღვდლებო, დიაკვნებო, ბერებო და მონაზვნებო, ბერძნული წესის მართლმადიდებლური თემების პრეზიდენტებო და წევრებო. დღის, შუადღის და საეკლესიო სკოლებო, საქველმოქმედო გაერთიანებებო, ახალგაზრდებო, ბერძნულო ორგანიზაციებო,  და ამერიკის სრულიად მართლმადიდებლურო ოჯახო.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო,

ჩვენი მხრიდან 4 ივლისის (აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის) ყოველწლიური აღნიშვნა, გვაძლევს საშუალებას ჩავფიქრდეთ თავისუფლების კურთხეულობაზე და გამოვხატოთ  მადლიერება ჩვენი წინაპრებისადმი, იმ თავისუფლებისთვის, რომელიც  მათ მოიპოვეს და შეინარჩუნეს ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. ჩვენ გვაქვს და გვქონდა  რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური არაერთი ფასეულობა, რომელსაც უმაღლესი იდეალების დაცვისათვის, მრავალი ადამიანი გაბედულად შეეწირა, ზოგი ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა გამოწვევებში, რათა  დებატებითა და გადაწყვეტილებებით მთავრობა და საზოგადოება ჩამოეყალიბებინათ, მრავალი ადამიანი სხვების უფლებების და ფასეულობების პატივისცემით სათუთად უვლიდა სანუკვარ ფასეულობებს.    

ჭეშმარიტად დალოცვილები ვართ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი სიცოცხლის და მოძრაობის თავისუფლება და შეუზღუდავი საშუალებების  ძიება, გამოხატავს თავისუფალი საზოგადოების უამრავ სარგებელსა და პოტენციალს. როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ასევე ბედნიერები ვართ, რადგან ამ თავისუფლებას ღმერთთან ჩვენი ურთიერთობით  და იმ თავისუფლებით ვიაზრებთ, რომელიც ქრისტეში გვაქვს. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ადასტურებს ამ კავშირს: ,,ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.’’ (გალ. 5.13)  

როგორც დამოუკიდებლობისთვის  მოწოდებული ხალხი, მსახურების საშუალებად ვხედავთ ჩვენს ამქვეყნიურ თავისუფლებას. ჩვენი თავისუფლება არის ჭეშმარიტების დამოწმების და ქრისტეში მრავალჟამიერი ცხოვრების მიღების საშუალება. თავისუფალ საზოგადოებაში შეგვიძლია, რომ მივიღოთ და გავიაზროთ მადლის სიკეთეები იმ გამოხსნელობითა და მაკურნებლობით, რომელიც ღმერთმა ყველასადმი განაკუთვნა. ჭეშმარიტად თავისუფლები ვართ, რომ გავიღოთ ჩვენი რესურსები და დრო, რათა ჩვენი თავისუფლებით, როგორც  ერთმანეთისთვის მსახურების შესაძლებლობის გამოყენებით, გავეცნოთ სხვების ჭეშმარიტ საჭიროებას. ესაა თავისუფლების ბედნიერება, ხოლო მსახურებით კი ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ უფრო მეტ კურთხევას, რომელსაც ვიხილავთ საღვთო მადლის ძლიერების ხილულ და ცოცხალ ფერისცვალებაში.   

4 ივლისს, დღეს როდესაც ოჯახებითა და თემებით აღნიშნავთ და ერთიანდებით,  გთხოვთ თითოეულს აისახოს თქვენ დამოკიდებულებაზე თუ რამდენად გაძლევთ თქვენი ფასეულობა საშუალებას, რომ იზრუნოთ და ემსახუროთ სხვებს. ჩამოთვლილი საშუალებები, რომლითაც შეგიძლიათ შესთავაზოთ საღვთო მადლის მსახურება თქვენი ოჯახის წევრებს, თანამომუშაკეებს, მეზობლებს და სხვებს, საჭიროა თქვენი საზოგადოებისთვის. როგორც თავისუფლებისთვის მოწოდებული ხალხის, ვინც ცხოვრობს თავისუფალ საზოგადოებაში, ჩვენი მსახურება იქნება  ღმერთის საპატივსაცემო და სადიდებელი მოღვაწეობისთვის მეწინამძღვრე.

 

მამობრივი სიყვარულით

† ამერიკის მთავარეპისკოპოსი დემეტრეოსი 

 

Protocol No. 98/17

 

4 ივლისი, 2017

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა