მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მილოცვა უნეტარეს ილია II-ს
,,უნეტარესო ძმაო, ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად. გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი საქმეების მიმართ.''
თქვენი დიდად მოყვარული და თქვენი სამსახურისათვის მუდამ მზად მყოფი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი.
წყარო-http://patriarchate.ge