სერბეთის პატრიარქ უნეტარეს ირინეოსის მიმართვა

 

სერბი ხალხის, რომლებიც ცხოვრობენ როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მივესალმებით ამ კურთხეულ შეხვედრას, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მოველოდით.  ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც მრავალი საუკუნის  შემდეგ მოგვცა შესაძლებლობა, რათა კვლავ მოგვეწვია მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრება. განსაკუთრებულ მოკითხვას გადმოგცემთ ქალაქ ნაისიდან[1], სადაც იშვა იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელიც როგორც ცნობილია გახლდათ პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე. განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ჩვენ მოუთმენლად და დიდი სიხარულით ველით ამ შეკრებას და მის მიერ ეკლესიის ერთიანობის გამოხატულებას. მართალია არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ჩვენს საერთო მიზანს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ იქნებიან საკმარისად ძლიერნი, ისევე როგორც  მცირეოდენი ღრუბლები ვერ დაჩრდილავენ მზის ბრწყინვალებას. ვლოცავთ ამ კრებას და შევვთხოვთ შეწევნას ყოვლადწმინდა სამებას, რადგან მართლმადიდებლობის სიძლიერე, სწორედ მის ერთობაშია. მიგვაჩნია რომ, კვირა დღის საღვთო ლიტურგია და ჩვენი სხდომები, წმიდა მამათა მიერ დადგენილი ნორმების ჩინებული გამოხატულებაა. შევთხოვთ სული წმინდას, რათა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!  წყაროები: https://www.holycouncil.org/-/openingpatriarchirinej?inheritRedirect=true&redirect=%2Fdocuments  https://www.youtube.com/watch?v=IYUYVAUg4-s  [1] ქალაქი ნაისი-( NIŠ) უძველესი ადგილი დღევანდელი სერბეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ სწორედ აქ იშვა იმპერატორი კონსტანტინე დიდი. http://www.ni.rs/about-city-of-nis/history/city-of-nis-through-centuries/

 P.S. აქვე დავძენთ რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბეთის ეკლესია არ დატოვებს წმიდა და დიდ კრებას (იხ.http://www.orthodoxtheology.ge/serbianchurchcouncil210616/ ), რაც იმას ნიშნავს რომ მცდარი აღმოჩნდა  წინასწარ დაანონსებული ცნობა, ამ ქვეყნის დელეგაციის მიერ კრების ნაადრევად დატოვების თაობაზე.

 მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

http://www.kreba2016.ge/