კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(IV ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

6. ეკუმენიზმი-ინტრრელიგიური პლურალიზმი-პანრელიგია

 

კარგადაა ცნობილი წმიდა და დიდი კრების კრიტიკოსთა პოზიცია, რომ ეკუმენური მოძრაობის, ანუ ეკუმენიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს საფუძველი ჩაუყაროს ინტრრელიგიურ ეკუმენურ თეოლოგიას, სადაც დომინანტი როლი ექნება დოგმატურ პლურალიზმს და დოგმატურ მინიმალიზმს. წარმოგიდგენთ ორ ამონარიდს სადაც ზემოთაღნიშული აზრია გამოხატული:

ა) ეკუმენური ოცნების გაფართოება არ შემოიფარგლება მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებით (მართლმადიდებლები, კათოლიკები, პროტესტანტები, ანტიქალკედონელები), არამედ გულისხმობს „მსოფლიო რელიგიების გაერთიანებასაც“. გაერთიანების პირველ ეტაპს ეკუმენიზმი იწყებს მონოთეისტური რელიგიებიდან (ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი) და შემდგომ გავრცელდება დანარჩენებზეც (ინდუიზმი, ბუდიზი და სხვ.). ამგვარად ინტერქრისტიანული ეკუმენიზმის გარდა არსებობს ინტერრელიგიური ეკუმენიზმიც“[1]. ამ ამონარიდის მიხდვით, ინტერქრისტიანული პლურალიზმიდან მივექანებით ინტერრელიგიური პლურალიზმისაკენ.

ბ) „რელიგიური სინკრეტიზმი წარმოადგნეს ეკუმენიზმის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს. ეს საშინელი ერესი,  რომელიც მძვინვარებდა XX საუკუნეში, არ შეჩერებულა ინტერქრისტიანულს დონეზე, არამედ როგორც მოსალოდნელი იყო სწრაფად გავრცელდა ინტერრელიგიურ დონეზეც[2] ამ ნაწყვეტის მიხედვით მართლმადიდებელს, კათოლიკეს, პროტესტანტს, მუსულმანს და ბუდისტს შორის განსხვავება არ არსებობს.  

ზემოთ წარმოდგენილი ამონარიდების აზრი ნათელია: როგორც მართლმადიდებელი ასევე სხვა ქრისტიანული ეკლესიები ერთმანეთს მაცხონებელ ეკლესიებად აღიარებენ.  უმთავრეს მიზანს კი წარმოადგენს აღიარონ სხვა ეკლესიებიც მაცხოვნებელ ეკლესიებად. უკვე აღნიშნული  მოცემულობის   საფუძველზე, რომ მართლმადიდბელი ეკლესია არ აღიარებს ჰეტეროდოქსული ეკლესიების ონტოლოგიურ ჰიპოსტასს, ქვემოთ ვაჩვენებთ  რომ ამგავრი მიზანდასახულობა არ არსებობს ეკუმენურ დიალოგში და  იგი ამ  მოსაზრებების ავტორთა ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია.  

ამ მიზნის მისაღწევად მოვიყვანთ იოსებ რაცინგერის (პაპი ბენედიქტე XVI) მოსაზრებს, რომელიც არის XX  საუკუნის  ინტერქრისტიანული პლურალიზმის წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი. ასევ წარმოგიდგნთ ლიბანის მთის  მიტროპოლიტის გიორგი ხოდრის (George Khodr)  (ანტიოქისს საპატრირქო)  შეხედულებებს აღნიშნულ საკითხზე. ამგვარი არჩევანი შემთხვევითი არაა. პირველი კათოლიკეა, ანუ „ერეტიკოსი“, ხოლო მეორე ეკუთვნის ანტიოქიის საპატრიარქოს, რომელიც არ მონაწილეობდა კრეტის კრებაზე, რითაც ჰგონიათ რომ  თავი დაიცვეს ეკლესიოლოგიური ცდომილებისაგან!

 

ა) იოსებ რაცინგერის შეხედულებები სხვა რელიგიებთან დაკავშირებით

 

● რელიგიები არ წარმოადგენენ ცხონებამდე მიმყვანებელ სხვადასხვა გზებს[3].

ვატიკანის მეორე კრება [4] მიუთითებს, რომ რელიგიებში  არსებობს „წმიდა და  ჭეშმარიტი“, მაგრამ არ იღებს იმ სიცრუეს და ცდომილებებს რასაც ეს რელიგიები შეიცავენ. ეს ცდომილებები ღმერთის სახეს ცვლიან და ჭეშმარიტებას აშორებენ[5].

● რელიგიები ფლობენ  ცდომილ და არასრულ სწავლებას, რაც იესო ქრისტეს  ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება ასევე ჭეშმარიტებას. ამგვარად უნდა განვიხილოთ ისინი [6]

● ქრისტიანობა ფლობს აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტებას შეუძლებელია სხვა იარაღი ჰქონდეს თვითონ ჭეშმარიტების გარდა, რაც მას ახასიათებს[7].

● პიროვნული ღმერთის გამოცდილება ქრიტიანობაშია, რომლის მწვერვალს წარმოადგენს სიტყვა ღმერთის განკაცება[8].

ხსნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული[9].

● ცხონება არ არის პირადი მცდელობის ნაყოფი, არამედ საღმრთო ძღვენია[10].

● ყველა რელიგიას, გარკვეული ჭეშმარიტებების არსებობის  მიუხედავად, სჭირდება ის განმწმედელი ძალა, რომელიც ქვეყანას მოევლინა იესო ქრისტეს პიროვნებაში[11].

● რელიგიები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ერთი ზოგადი განსაზღვრების არსებობა შეუძლებელია[12].

თანამედროვე რელატივიზმი დომინანტი ფილოსოფიაა „die herrschende Philosophie“[13]. მასში ჭეშმარიტება რელატიურია. მაგრამ ჭეშმარიტებას ვერ დავუტევებთ [14].

●  რელიგიურ პლურალიზმში მართლმადიდებლობას ანაცვლებს მართმლმოქმედება. თეოლოგიის უბრალო მოწოდებებამდე დაყვანა ყველა რელიგიაში შეიმჩნევა. ამგავრი ჩანაცვლების შემთვევაში ქრისტიანობის არსებობა ზედმეტი იქნებოდა[15]

● ქრისტიანულ რწმენას მომავალი გააჩნია, რადგან ადამიანის ბუნებაში აქვს საფუძველი[16].

● ინერრელიგიური  დიალოგი, რომლის მიზანს წარმოადგენს იმის დამკიცება, რომ სხვა რელიგიები ავსებენ ქრისტიანულ გამოცხადებას, დოგმის რელატივიზაციას იწვევს[17].

● რელიგიების მიმართ პატივისცემა და მისი როლის აღიარება პოლიტიკური ღირებულებების ჩამოყალიბების საქმეში, არ ეწინააღმდეგება  არც ქრისტიანული გამოცხადების უნიკალურობას და არც ეკლესიის მისიონერულ საქმიანობას.  იესო ქრისტე სისავსეა და სამყაროს მეუფე, წარმოადგენს ისტორიაში საღმრთო გამოცხადების სისრულეს[18].

სულიწმიდა იესო ქრისტეს სულია. ქრისტიანულ რწმენას ეწინააღმდეგება, მიგვაჩნდეს რომ სულიწმიდის მაცხონებელი ენერგია მოქმედებს განკაცებული სიტყვის გამომხსნელობითი იკონომიის მიღმა [19]

● ყველა ადამიანისთვის ცხონების ერთადერთი შუამავალია იესო ქრისტე. იესო ქრისტე არის ღმერთის სრული გამოცხადება სამყაროში, რომელიც არ საჭიროებს სხვა რელიგიების დახმარებას. [20]

●  თუკი  სხვა რელიგიები ამზადებდნენ გზა იესო ქრისტეს მაცხონებელი მოწოდების მისაღებად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ რელიგიების  საკრალური წიგნები ძველ აღთქმას ავსებენ, რომელიც უშუალოდ უმზადებდა გზას იესო ქრისტეს[21]

 

ბ) მიტროპოლიტ გიორგი ხოდრის (George Khodr, ანტიოქიის საპატრიარქო) შეხედულებები სხვა რელიგიების შესახებ

მიტროპოლიტ George Khodr-ი არ  ეთანხმება იმას, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქადაგებს ექსკლუზიურ ეკლესიოლოგიას: იესო ქრისტემ განასრულა  ძველი აღთქმა და კაცობრიობის ისტორია[22], რადგან იესო ქრისტეს მოსვლით ქვეყანაზე ღმერთის აღთქმას ნოეს და მოსეს მიმართ უკვე მნიშნელობა  აღარ აქვს. ცხონების ერთადერთი წყარო ქრისტეა  და ეკლესია. 

● როდესაც ღმერთის აღთქმას ნოეს და მოსეს მიმართ მნიშვნელობა ეკარგება, სწორედ მაშინ დგება ეჭვქვეშ ღმერთის განგებულება სამყაროს მიმართ, იესო ქრისტეს მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ [23].

● თანამედროვე თეოლოგია, რომელიც გამოეძიებს საღმრთო განგებულებას სამყაროს მიმართ, უნდა გასცდეს იმ საზღვრებს, რომელშიც აქამდე ტრიალებდა. საღმრთო განგებულების ისტორია არ შემოიფარგლება იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობით. სულიწმიდა მუდამ მოქმედებს ადამიანთა საცხონებელად[24]

სულიწმიდის განგებულება არ შემოიფარგლება იესო ქრისტეს ისტორიული მოღვაწეობით ამ სამყაროში, იგი მიემართება მთელ კაცობრიობას. მთელი სამყარო ატარებს ღმერთის უცვალებელ ბეჭედს [25].

●  ღმეთის მიერ  ადამიანთან დადებული ყველა აღთქმის მსგავსად, აბრაამთან დადებული აღთქმა არის ღმერთის მოქმედება მთელი სამყაროს საცხონებლად. ღმერთი სამყაროში თავისი  გამომხსნელობითი ჩარევებით ერთგული რჩება საკუთარი თავის მიმართ.[26]

● საღმრთო განგებულება ტიპოლოგიურად უკავშირდება ცხონების საბოლოო კრიტერიუმს -ქრისტეს და  არსებითად ამ კავშირში ჰპოვებს გამოხატულებას; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საღმრთო განგებულება კარგავს დამოუკიდებელ მნიშვნლობას[27].

ძველი აღთქმა არ წარმოადგენს იესო ქრისტეს ერთადერთ სახეს. ძველი ბერძნული აზროვნება და ინდური სულიერი მემკვიდრეობა წარმოადგენენ სიტყვა ღმერთის სიბრძნის აჩრდილს. სიტყვა ღმერთის სიბრძნის მარცვლები იუდაური ტრადიციის მიღმაც არსებობს. ძველი აღთქმა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა რელიგიური ტექსტების განმარტებისთვის[28].

ყველა რელიგია და მათი ფუძემდებელნი ტიპოლოგიურად ქრისტეს უკავშირდებიან. თუ რომელიმე რელიგია თვლის რომ არავითარი კავშირი არ აქვს სახარებასთან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ღმერთი არის დამალული ღმერთი[29]. ქრისტე ყველგან იმალება საკუთარი თავმდაბლობის გამო. როდესაც საღმრთო მადლი ეწვევა რომელიმე ბრახმანისტს, ბუდისტს ან მუსულმანს, არსებითად ის ნათელი, რომელიც მოევლინება- ქრისტეა[30].

● სულიწმიდა მოქმედებს სამყაროსა და ყველა რელიგიაში. არსებობს სულიწმიდის განგებულება, რომელიც უკავშირდება სიტყვა ღმერთის განგებულებას, ისე რომ არ ექვემდებარება მას [31].  სულთმოფენობა  არ არის ლოგოსის მოვლინება, არამედ ლოგოსის მოღვაწეობის გაგრძელება[32]. ერთის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ლოგოსსა და სულიწმიდას შორის არსებობს  ურთიერთმსახურებრივი კავშირი. სულიწმიდა როგორც წმიდა სამების განსაკუთრებული და  თანასწორი პირი, მოქმედებს საკუთარი განგებულების თანახმად. არაქრისტიანული რელიგიები შეიძლება მივიჩნიოთ სულიწმიდისაგან შთაგონებულ მოცემულობებად[33].

იესო ქრისტეს განკაცება არ გამორიცხავს წინასწარმეტყველებისა და წმიდანების გამოჩენას ეკლესიის საზღვრებს  მიღმაც.  ყველა ამ წმიდანს საიდუმლო კავშირი აქვს აღდგომილ ქრისტესთან  და არ ეწინააღმდგბიან მის გამომხსნელობით საქმეს[34].

● ეკლესიის ფუნქციაში შედის, იპოვოს სხვა ნიშნებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს ღმერთმა მისცა სხვა რელიგიებს; აღმოაჩინოს  მათში დამალული ღმერთი და დაელოდოს საიდუმლოს საბოლოო გამოცხადებას მეორედ მოსვლის დროს[35].

● თანამედროვე თეოლოგიამ ახლებური ხედვა  უნდა ჩამოაყალიბოს საღმრთო განგებულების სამყაროში გამოცხადების შესახებ[36].

● ეკლესია მცირე სამწყსოა; იგი საფუარია; მაგრამ არ არის მთლიანი ცომი; მარილია საკვებში; მაგრამ არაა საკვები. ღმერთი უშვებს ქრისტიანული რწმენის მრავალგვარობას. სამყაროს გამოხსნის საღმრთო  განგებულება უწყვეტია და მუდმივი[37].

● სხვა რელიგიების მიმდვრებთან კავშირი მსოფლიო რელიგიური გაერთიანების ფარგლებში განამდიდრებს ქრისტიანულ ჭეშმარიტებას და გამოცდილებას[38].

● ეკლესიამ იმ ჭეშმარიტების გამო რომელსაც ფლობს, ამპარტავნულად არ უნდა აწარმოოს მისიონერობა.  ეკლესიის პიველადი მიზანი დამოწმებაა, რომელიც დიალოგით მიიღწევა. ამგავარად სხვა რელიგიების  მიძინებულ სწავლებაში გაიღვიძებს იესო ქრისტე. ჭეშმარიტი მისიონერობა- დამოწმება,  აღემატება მისიონერობას[39].

იოსებ რაცინგერის და George Khodr-ის ზემოთმოყვანილი შეხედულებების ჩამონათვალი რა თქმა უნდა სრული არაა და არც ჩვენი მიზანი ყოფილა მათი სრულად წარმოდგენა. ჩვენი მიზანი არც ის ყოფილა განგვესაჯა ამ ორი თეოლოგის მოსაზრებები. მიუხედავად ამისა, წარმოვადგინეთ მათი შეხედულებები სინოპტიკურად, რაც შესაძლებლობას იძლევა გაეცეს პასუხი კითხვას, რამდენადაა შესაძლებელი „ეკუმენისტებმა“ ჩაგვითრიონ ინტრერელიგიურ ეკუმენიზმში.  ამ კითხვაზე პასუხი ორივე თეოლოგის შემთხვევაში კატეგორიულად უარყოფითია. ეს უცხადესად ჩანს იოსებ რაცინგერთან. შეუძლებელია არ აღინიშნოს კათოლიკე „ერეტიკოს“ იოსებ რაცინგერსა და ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ მიტროპოლიტ გიორგი ხოდრს (George Khodr) შორის არსებული განსხვავებები:

იოსებ რაცინგერი თვლის, რომ  სხვა რელიგიები არ არიან ცხონების მომნიჭებელნი ადამიანისთვის (ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს მისი ხელმძღვანელობით გამოცემულ  Declaratio Dominus Jesus-ში [40]). ხოდრი მიუთითებს სულიწმიდის უწყვეტ მოქმედებას სამყაროში.

● იოსებ რაცინგერი სიტყვა ღმერთის მოქმედებას სრულად აკავშირებს სულიწმიდის მოქმედებასთან სამყაროში. ხოდრი აღიარებს მათ ურთიერთკავშირს, მაგრამ ეყრდნობა ლოსკსა და წმიდა ირინეოსს, რომ სიტყვა და სულიწმიდა ღმერთის ორი ხელია სამყაროში, რის შედეგადაც საბოლოოდ აღიარებს სულიწმიდის დამოუკიდებელ განგებულებას სამყაროში, რომელიც მოიცავს სხვა რელიგიებსაც.

● იოსებ რაცინგერისთვის სხვა რელიგიების წმიდა წიგნები ვერაფერს ჰმატებენ გამოცხადებულ ჭეშმარიტებას. ხოდრი კი მიიჩნევს, რომ სხვა რელიგიების წმიდა წიგნები გვიცხადებენ ახალ რელიგიურ გამოცდილებას.

● იოსებ რაცინგერს სწამს, რომ მისიონერობა ეკლესიის მსახურებისაგან განუყოფელია. ხოდრის მიაჩნია, რომ საკმარისია დიალოგის გზით გაცემული დამოწმება.

● მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანის შეხედულებებს არ შემოაქვთ  expressis verbis რელიგიური პლურალიზმი, ისმის კითხვა: რომელი მათგანის შეხედულებები აკნინებენ იესო ქრისტეს გამომხსნელობით  საქმეს? თუკი სხვა რელიგიები ცხონების მომტანნი არიან რა საჭირო იყო სიტყვის განკაცება და ჯვარცმის მსხვერპლი?  რა მნიშვნელობა აქვს მისიონერობას თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს იგი არ სჭიდებათ, რადგან საკუთარი რელიგიითაც შეუძლიათ ცხონდნენ?

ის  რაც ზემოთ ითქვა არ წარმოადგენს ნახსენები პირების მოსაზრებების სისტემატურ კრიტიკას. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა:

იმ შემთხვევაში თუკი მართლმადიდებელი „ეკუმენისტები“ გადაიხრებიან  პლურალიზმის, რელატივიზმის, ან პანრელიგიისაკენ, აუცილებლად გამოჩნდებიან „ერეტიკოსი“ კათოლიკეები, რომლებიც მათ დაუპირისპირდებიან. ეს ჩანს არა მხოლოდ ზოგიერთი კათოლიკე  თეოლოგის შეხედულებებში[41], არამედ კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ დოკუმენტებშიც (ვატიკანის მეორე კრება − Declaratio Dominus Jesus).

● ანტიოქიის საპატრიარქოს უარს მონაწილეობა მიეღო წმიდა და დიდ კრებაზე თეოლოგიური საფუძველი არ აქვს. ანტიოქიის   საპატრიარქოს სიტყვით და საქმით, თეორიულად და პრაკტიკულად, გასცდა ჰეტეროდოქსებთან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან  ურთიერთობის დასაშვებ საზღვრებს. სწორედ ამ დასაშვებ საზღვრებს მიღმა ანვითარებს  გ. ხოდრი პირად მოსაზრებებს.

● ვისაც ჰგონია, რომ უცდომელად გამოხატავს მართლმადიდებლურ შეგნებას, ან მამათა ტრადიციას და ამკიცებს, რომ ეკუმენური მოძრაობა მიექანება რელიგიური პლურალიზმის, ან პანრელიგიისაკენ, მან უბრალოდ არ იცის რას ამბობს და რას წერს.

როგორ შეიძლება ჰქონდეს რელიგიურ პლურალიზმს პერსპექტივა თუ თავდაპირველად არ მოხდება ყველა არსებული რელიგიის „განადგურება“? როგორ შეიძლება ამგვარი რამ მოხდეს, როდესაც  რელიგიური პლურალიზმი ითვლება ქრისტიანობისთვის უდიდეს საფრთხედ?

 



[1] Ἀρχ. Ἀθανάσιος Ἀθανασίου, «Ἡ Σύνοδος τῆς Κρήτης. Τὸ χρονικὸ μιᾶς προμελετημένης ἐκτροπῆς», στό: Ἡ Σύνοδος τῆς Κρήτης..., 9-10.

[2] Ἀρχ. Παῦλος Δημητρακόπουλος, Τὸ διαθρησκειακὸ ἄνοιγμα τῆς Ὀρθοδοξίας στὴν θεματολογία τῆς Ἁγίας καὶ Μεγάλης Συνόδου, στό: «Ἁγία καὶ Μεγάλη Σύνοδος».., τόμ. Β´, 78.

[3] J. Ratzinger, Das neue Volk Gottes. Entwürfe zur Ekklesiologie, Düsseldorf 1969, 401: «Freilich wird diese Heilsmöglichkeit nirgendwo direkt mit den anderen Religionen als solchen in Zusammenhang gebracht, so daß diese etwa als ersatzweise Heilswege geschildert werden».

[4] Β´ Βατικανή, Lumen Gentium, Cap II, 16 «…Quidquid enim boni et veri apud illos invenitur ab Ecclesia tamquam praeparatio evangelica aestimatur et ab illo datum qui illuminat omnem hominem, ut tandem vitam habeat».

[5] J. Ratzinger, Das neue Volk Gottes, 399.

[6] J. Ratzinger, Glaube-Wahrheit-Toleranz. Das Christentum und die Weltreligionen, Freiburg-Basel-Wien 2003, 17: «Man kann sie freilich auch als das Ungenügende, Christuswidrige, der Wahrheit Entgegengesetzte auffassen...».

[7] J. Ratzinger, Benedikt XVI, Unterwegs zu Jesus Christus, Augsburg 2005, 71: «...die Wahrheit darf und kann keine andere Waffe haben als sich selbst».

[8] J. Ratzinger, Das neue Volk Gottes, 369.

[9] J. Ratzinger, Das neue Volk Gottes, 333: «...es nur einen Heilsweg gibt, nämlich den über Christus».

[10]  იოსებ რაცინგერი, Das neue Volk Gottes, 337, აღნიშნავს: «Es geht darum, die Dinge von oben zu sehen».

[11] J. Ratzinger, Salz der Erde. Christentum und Katholische Kirche. Ein Gespräch mit Peter

Seewald, Stuttgart 1996, 25: «Insofern ist in der Religionsgeschichte und im Kosmos der Religionen immer auch die Reinigung der Religionen eine ganz große Notwendigkeit».

[12] J. Ratzinger, Zur Lage von Glaube und Theologie heute, Communio 25 (1996) 360.

[13] J. Ratzinger, Glaub-Wahrheit-Toleranz, 94-96.

[14] J. Ratzinger, Unterwegs zu Jesus Christus, 73.

[15] იოსებ რაცინგრი, Glaube-Wahrheit-Toleranz, 100, მიუთითებს: «Wo das Erkennen unmöglich ist, bleibt nur noch das Handeln übrig».

[16] J. Ratzinger, Zur Lage von Glaube und Theologie, 370.

[17] J. Ratzinger, Weggemeinschaft des Glaubens. Kirche als Communio, Augsburg 2002, 182: «Die neue, ideologische Form des Dialogs...zielt ab auf die Relativierung des «Dogmas» -sie ist das Genenteil von «Bekehrung» und «Sendung».

[18] Noticication on the Book, Toward a Christian Theology of Religious Pluralism by Father Jasques Dupuis, New York 2001, 436: «It must be frmly believed that Jesus Christ is the mediator, the fulfllment and the completeness of revelation».

[19] Notifcation, 436: «It is therefore contrary to the Catholic Church to hold that salvifc action of the Holy Spirit extends beyond the one universal salvifc economy of the Incarnate Word».

[20] Notifcation, 436: «...It is contrary to the Catholic faith to consider the different religions of the world as way of salvation complementary to the Church».

[21] Notifcation, 437.

[22] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt-das Werk des Heiligen Geistes, στό: Dialog mit anderen Religionen. Material aus der ökumenischen Bewegung (Hrsg. H. J. Margull-St. J. Samartha), Frankfurt 1972, 135: «...Christus ersheint als das Ende des alten Bundes und das Ende der menchlichen Geschichte».

[23] G. Khodre: The Church als the priveleged Witness of God, στό: Martyria/Mission.The witness of the orthodox Church Today (ed. I. Bria), Geneva 1980, 33.

[24] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 136: «Die zeitgenössische Theologie sollte über den Gedanken einer Heilsgeschichte hinausgehen, um die Bedeutung

der oikonomia noch einmal herauszufnden...Von daher kommt unser Hinweis auf die Ewigkeit und auf das Handeln des Heiligen Geistes...».

[25] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 136.

[26] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 137: «Israel ist sinnbildlich gerettet als der Typos und der Vertreter der Menschheit...Das einzig kontinuerliche ist Gottes Treue sich selbst gegenüber».

[27] G. Khodre, The Church as the Priveleged Witness of God, 33.

[28] G. Khodre, The Church as the Priveleged Witness of God, 33.

[29] G. Khodre, The Church as the Priveleged Witness of God, 33: «...Our God is a hidden God».

[30] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 138.

[31] G. Khodre, An Orthodox Perspective of Inter-Religious Dialoque, Current Dialog 19 (1991) 27.

[32] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 139: «...ihr Nachspiel...Die Schöpfung ist zum Empfang des Heiligen Geistes befähigt worden».

[33] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 139.

[34] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 138.

[35] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 136.

[36] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 136.

[37] G. Khodre, An Orthodox Perspective of Inter-Religious Dialoguw, Current Dialogue 19 (1991) 26: «It seams that it belongs to a permanent oikonomia of God».

[38] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 140. «Es gibt eine universale religiöse Gemeinschaft, die unsere christliche Erfahrung bereichern kann, wenn wir von dem Gebrauchen machen, was uns anbieten».

[39] G. Khodre, Das Christentum in einer pluralistischen Welt, 141. «...Wahre Mission spottet der Mission».

[40] G. L. Müller (Hg.), Die Heilsuniversalität Christi und der Kirche. Originaltexte und Studien der römischen Glaubenskongregation zur Erklärung «Dominus Jesus», § 21, Bamberg 2003, (Echter Verlag), 41-42: «Doch aus dem bisher Gesagten...geht klar hervor, daß es dem katholischen Glauben widerspräche, die Kirche als einen Heilsweg neben jenen in den anderen Religionen zu betrachten, die komplementär zur Kirche, ja im Grunde ihr gleichwärtig wären, insofern sie mit dieser zum eschatologischen Reich Gottes konvergierten... Man kann ihnen aber nicht einen göttlichen Ursprung oder eine Heilswirksamkeit ex opere operato zuerkennen, die den christlichen Sakramenten eigen ist».

[41] წლების განმავლიბაში ვატიკანში არსებული ქრისტიანული ერთობის ხელშეწყობის კომისისს  თავმჯდომარე კარდინალი ვალტერ კასპერი თავის ნაშრომში: Wege der Einheit. Perspektiven für die Ökumene, Freiburg-Basel-Wien 2005, 240, იცავს ქრისტიანობის განსაკუთრებულობას და აღნიშნავს: «Die Bibel bezeugt den einem und einzigen Gott (Dtn 6, 4; Mk 12, 29), der der Vater aller Menschen ist, der Guten wie der Bösen (Mt 5, 45). Sie bekennt den einen Herrn Jesus Christus (I Kor 8, 6; Eph 4, 5). In keinem anderen Namen ist Heil (Apg 4, 12). Er ist der eine und einzige Mittler zwischen Gott und den Menschen (I Tim 2, 5). Er ist der eine Hohepriester, der uns ein und für alle Mal erlöst hat (Hebr 7, 27). Diese Botschaft ist uns ein für alle Mal anvertraut (Jud 3)».

 

Download
კრეტის წმიდა და დიდი კრება-4.pdf
Adobe Acrobat Document 333.2 KB