ტიბეტი

 

 ტიბეტში, ერთ-ერთ ბუდისტურ მონასტრეში  ახალგაზრდა ადამიანი მივიდა. მან გარკვეული დროის განმავლობაში შეისწავლა ბუდისტური ფილოსოფია, მედიტაციების ტექნიქა, რიტუალები, იკონოგრაფია და .. შემდეგ დადგა ის მომენტი, როდესაც წინამძღვარმა დაიბარა იგი კელიაში და უთხრა: ,,არჩევანის გაკეთების დრო დადგა,მონასტერში მცხოვრებლებს რაც შეგვეძლო ყველაფერი მოგეცით, მაგრამ ეხლა შენ თუ გინდა რომ სულიერად კიდევ უფრო გაიზარდო, უნდა იპოვო წინამძღვარი ღმერთების სამყაროდან, ამიტომ ახლა წადი კელიაში, განმარტოვდი და აირჩიე შენთვის იმ 10000 ღვთაებიდან ერთერთი, რომელიც  ყველაზე მეტად გიყვარს, შემდეგ გამოიძახე ეს ღვთაება და იქნებ იგი გახდეს შენი მფარველი''.  ეს ჭაბუკი განმარტოვდება, რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებს მედიტაციებს და ცდილობს წარმოიდგინოს ის ღვთაება, რომელიც აირჩია და რომელიც უნდა, რომ მისი მფარველი გახდეს და ლოცულობს მისდამი, ამის შემდეგ ამ ადამიანის გარშემო სიტუაცია რადიკალურად იცვლება. მას ჯერ სიტყვები ესმის, შემდეგ სილუეტებს ხედავს, შემდეგ შუქს ხედავს და .. და ბოლოს იგი ნახულობს ამ ღვთაებას. შემდეგ იწყება დიალოგი ამ ღვთაებასთან. ამ ყველაფრის შემდეგ, ეს ადამიანი მიდის წინამძღვართან და ეუბნება: ,,რაც დამავალე ყველაფერი გავაკეთე და აღსრულდა კიდეც რასაც მეუბნებოდი, აი ახლა არ ვიცი შენ ხედავ თუ არა, მაგრამ ის ღვთაება, რომელიც ავირჩიე ჩემს ზურგს უკან დგას.’’ წინამძღვარი ეუბნება: ,,ძალიან კარგია, რომ ასე მოხდა, ახლა წადი და განმარტოვდი სადმე მთაზე შენს მფარველთან ერთად და გააგრძელე ლოცვა და მედიტაციები''. მაგრამ სხვანაირი სიტუაციაც ყოფილა. ერთ-ერთი ყმაწვილი, რომელმაც გაიარა ის კურსი, რომელიც წინამძღვარმა დაავალა, მიდის შემდეგ მასთან და ეუბნება: რომ იგი ერში უნდა დაბრუნდეს, წინამძღვარი ეკითხება, თუ რატომ გადაწყვიტა მან ასე, ყმაწვილი პასუხობს, რომ მას არ შეუძლია მონოზვნობა, წინამძღვარი კვლავ ეკითხება, თუ საიდან მიხვდა იგი ამას, რომ არ შეუძლია მონოზვნობა, პასუხი: მე არ ვარ მოწოდებული მონოზვნობისათვის. კითხვა: რა იცი რომ არ ხარ მოწოდებული?არც ერთი ღვთაება არ გამომეცხადა და დავასკვენი, რომ მე არ ვარ მოწოდებული მონოზვნობისათვის. ილოცე? კი. გამოიძახე ღვთაება? კი. მედიტაციათა ეტექნიკა გამოიყენე? კი. და რა არავინ მოვიდა? არა. მაგრამ მოიცა ერთი წუთი, ხმები გესმოდა? ჩვენებები გქონდა? კი, ხმებიც ჩამესმოდა და ხილვებსაც ვნახულობდი. კი მაგრამ როგორღა ამბობ რომ არ გამომეცხადა ღვთაებაო? და ყმაწვილი პასუხობს, ,,იცი მასწავლებელო ,მე მქონდა ჩვენებები და ხმები მესმოდა, მაგრამ ჯანსაღი განსჯის შემდეგ, მე მივხვდი რომ ეს მხოლოდ ჩემი ცნობირების წარმონაშობია. მე ძალიან მინდოდა ამ სულის გამოძახება და ამის შედეგად, საკუთარი სურვილისა და ცნობიერების ტყვეობაში აღმოვჩნდი’’ და ყმაწვილი მოემზადა წასასვლელად,  დაემშვიდობა წინამძღვარს და როდესაც კელიიდან გადიოდა, მას გაეკიდა მასწავლებელი და უთხრა: ,,მოიცადე ერთი წუთი, შენ ერთადერთი ხარ, რომელიც ჭეშმარიტებას ჩასწვდი, რადგან ყველა ღვთაება, მართლაც, მხოლოდ ჩვენი ცნობიერების ნაყოფნი, ჩვენი ცნობიერებიდან წარმოშობილნი არიან, ამიტომ შენ არ წახვიდე, რადგან ჩემს შემდეგ, შენ იქნები აქ წინამძღვარი და მასწავლებელი, იმ სულელებმა კიდევ გააგრძელონ მთებში ლოცვა, თავიანთი გამოგონილი და მოჩვენებითი ღვთაებების წინაშე.’’

 

მამა ანდრეის ვიდეო ლექციიდან თარგმნა  იოანე შოშიაშვილმა

 

საიტზე ასევე განთავსებულია დიაკონ ანდრეი კურაევის სხვა სტატიები:

რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

ადამიანის შექმნის შესახებ

მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ

"ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა"

 

Download
კურაევი-ტიბეტი.pdf
Adobe Acrobat Document 78.4 KB