ადამთან ერთად შეცოდების შესახებ

ნაწყვეტი წიგნიდან ,,ცეცხლის მდინარე’’

(ალექსანდრე კალომიროსი)

 

         საღვთო სამართლიანობის წარმართული კონცეფცია, მუდმივად ითხოვს მსხვერპლშეწირვას, რათა დაცხრეს ღვთის რისხვა. ეს კი აშკარად აყალიბებს ღმერთს ჩვენს ნამდვილ მტრად და იწვევს  ყველანაირ უბედურებას.  უფრო მეტიც, ესაა სამართლიანობა, რომელიც არაა სრულიად სამართლიანი, რადგან სჯის და ითხოვს გამოსყიდვას იმ პიროვნებისაგან, რომლებიც წინაპრების [1] ცოდვებზე არ არიან პასუხისმგებელნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც უწოდებენ სამართლიანობას, უფრო ზუსტია თუ ვუწოდებთ გულისწყრომას და ყველაზე უფრო საშინელი სახის შურისძიებას. თუნდაც ქრისტეს სიყვარული და მსხვერპლშეწირვა კარგავს თავის მნიშვნელობას და ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რომ  შიზოიდური აზროვნების მქონე ღმერთი, რომელიც კლავს სხვა ღმერთს, არის კმაყოფილი და  იწოდება სამართლიანად.

      მარადიულ ბოროტებას საერთო არა აქვს ღმერთთან. ის იბადება თავისუფლების სურვილიდან გამომდინარე, ლოგიკურად არსებობს და ამ არსებობას ღმერთი პატივს სცემს. სიკვდილი ღმერთს არ განუკუთვნებია ჩვენთვის, არამედ თავადვე ჩავვარდით მასში ჩვენივე ურჩობის გამო და დავუგმანეთ კარი მის ცხოვრებისმომნიჭებელ წყალობას.

           წმ. ბასილი დიდი წერს: ,,იმდენად რამდენადაც ის (ადამი) განშორდა სიცოცხლეს, საკუთარი თავი დააყენა სიკვდილთან ახლოს. ღმერთი არის ცხოვრება, სიცოცხლის წართმევა კი სიკვდილი. ასე რომ ადამმა ღმერთისაგან განდგომის გამო სიკვდილი შემოიტანა. წმ. წერილის მიხედვით, რომელიც ამბობს- ,,რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.’’ ფსალმუნი 72:72 [2]

 როგორც წმ. ირინეოსი ამბობს, ,,ღმერთისგან განშორება არის სიკვდილი, სინათლისგან მოწყვეტა არის სიბნელე... ის რაც სიბრმავის სასჯელისაგან გამომდინარეობს, არაა სინათლე’’[3]

            ,,სიკვდილი’’, ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ,,ფაქტიურად არის ღმერთისაგან განშორება,  რომელსაც გარდაუვალად მივყავართ სხეულის სიკვდილთან. სიცოცხლე ბუნებითია მისთვის, ვინც ამბობს- ,,მე ვარ სიცოცხლე.’’[4] და რატომ შემოვიდა სიკვდილი ყველა ჩვენგანში? რატომ კვდება ადამის მსგავსად ის, ვისაც ადამთან ერთად არ შეუცოდავს? აქვეა წმ. ანასტასი სინელის პასუხი: ,,ჩვენ ადამის წყევის მემკვიდრენი გავხდით. იმიტომ კი არ დავსჯილვართ ამგვარად, რომ ადამთან ერთად ვეურჩეთ საღვთო მცნებას, არამედ რადგან ადამი გახდა მოკვდავი, ცოდვისადმი მიდრეკილება მემკვირეობით  გადასცა თავის შთამომავლობას. ჩვენ გავხდით მოკვდავი მას შემდეგ, რაც ვიშვით მოკვდავნი მოკვდავისაგან.’’[5]

       წმინდა გრიგოლ პალამა კი შენიშნავს: ,,(ღმერთმა) არ უთხრა ადამს, ,,იქეც იმად რისგანაც შეგქმენი’’ არამედ: ,,მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.’’  მას არ უთქვამს- ,,იმ დღეს, როდესაც შენ შეჭამ ამისგან შეიძლება მოკვდე’’! არამედ ,,როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.’’ შემდეგ კი არ უთქვამს მას: ,,ახლავე მიწად მიიქცევი’’, არამედ: ,,მიწადვე მიიქცევი’’. ამ ქმედებით გააფრთხილა, მხოლოდ ურჩია და ხელი არ შეუშლია იმაში, რაც ამ ყოველივეს მოყვებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ სიკვდილი არ შემოსულა ჩვენში ღმერთის დადგენილებით, არამედ მას შემდეგ რაც ადამმა შეწყვეტა სიცოცხლის წყაროსთან ურთიერთობა, შედეგად ღმერთმა თავისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე მხოლოდ ნუგეში სცა მას. შემოქმედის მიერ დადგენილი წესის  წინააღმდეგ ადამის ურჩობამ, შედეგად მოიტანა სულიერი სიკვდილი, რადგან ჩვენმა წინაპრებმა დაივიწყეს, მიატოვეს ღმერთი და აირჩიეს საკუთარი ბოროტი სურვილების განხორციელება, ეს ყოველივე კი მიკერძოებისა და ძალდატანების გარეშე მოხდა.[6]

 

წყარო- DR. ALEXANDRE KALOMIROS;

THE RIVER OF THE FIRE, PG. 5-13 WASHINGTON, 1980;

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

     

 



[1] Cyril of Alexandria Interpretation of the Epistle to the Romans (PG 74. 788-789).   Euthymios Zigabenos,  Interpretation of the Epistle to the Romans, 5:19.

[2] St. Basil the Great  (PG 31. 345).

[3] St. Irenaeus Against Heresies 5. 27:2.  5.27;25.27;2

[4] Philokalia, vol. 2, p. 27 (Greek edition), St. Maximus the Confessor. 

[5] St. Anastasius the Sinaite, 19. Vide I.N. Karmirh,SUNOYIS THS DOGMATKHS THS ORQODOXOU EKKLHSIAS,  s. 38.

[6]ST. GREGORY PALAMAS- physical, theological, Moral and Practical chapters, 51, (PG. It  57-I 160).

     

 

Download
ადამთან ერთად შეცოდების შესახებ.pdf
Adobe Acrobat Document 333.8 KB