ადამიანის განღმრთობა აღმოსავლეთის პატრისტიკულ ტრადიციაში

(წმ. გრიგოლ ნაზიანზელის, წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და წმ. გრიგოლ პალამას სწავლებებზე დაყრდნობით)[1]

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

 

განღმრთობის შესახებ სწავლება მართლმადიდებლური თეოლოგიის ასკეტიზმისა და მისტიციზმისათვის მთავარი თემაა. ის ბიბლიურ სწავლებას ეფუძნება, თუმცა მსგავს ანალოგიებს ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაშიც ვხვდებით.

ამ დოქტრინის ბერძნული ელემენტი მისსავე ლექსიკაში გვხვდება, როგორც ამას . . დალმაისი (Irenee Henri Dalmais) მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ის უცხოა ბიბლიისათვის. წმინდა წერილი ასწავლის ღვთის აბსოლუტურ ტრანსცედენტურობას [2], მაგრამ სახარებებსა და მოციქულთა ეპისტოლეებში არის მრავალი ადგილი, რომელიც განღმრთობის შესახებ სწავლების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ფაქტობრივად, ფსალმუნის 81(82).6 მუხლის მიხედვით, თავად იესო ქრისტე ადამიანებს ღმერთებს უწოდებს (იოან. 10.34). იოანეს სახარებაში საუბარია ჩვენს შვილობაზე (adoption, τέκνα θεοῦ) (იოან. 1.12) და ღვთის მსგავსებაზე (1 იოან. 3.2). პეტრეს მეორე ეპისტოლეში მოციქული საუბრობს ადამიანზე, როგორც ღმერთის ზიარზე” (1.4). პავლესთან ვხვდებით სწავლებას ღვთის ხატებასა და მსგავსებაზე (რომ. 8.29, 1 კორ. 15.49, 2 კორ. 3.18, კოლ. 3.10), ასევე საღვთო უკვდავების თანაზიარებაზე (1 კორ. 15.53) და ღვთის ძეობილობის იდეაზე (υἱοίθεοῦ, υἱοθεσία, გალ. 3.26, 4,5), ასევე ადამიანის ხატებაზე (εἰκὼν ἀνθρώπου, image of man), როგორც ღვთის ტაძარზე.

პავლე მოციქულის ესქატოლოგიურ ჩვენებაში ჩამოყალიბებულია იდეა აღდგომის შემდგომ ადამიანის აღმატებულ მდგომარეობაზე, როცა ხდება ფერისცვალება, განახლება ქრისტეში (რომ 8.18-23, ეფ. 1.10), რომელიც იმკვიდრებს ყოველსა შინა (1 კორ. 15.28).

ახალი აღთქმის ეს შეხედულებები აქტუალური იყო მეორე საუკუნეში მოღვაწე მამებთან. წმინდა ეგნატე ქრისტიანებს უწოდებს ღმერთშემოსილებს (Θεόφορος)[3], რაც ქრისტესთან თანაზიარებაზე [4] მიანიშნებს. წმინდა ირინეოსთან ვხვდებით იდეას ცოცხალ ადამიანზე, როგორც ღვთის დიდებაზე და აპოკატასტასის (αποκατάστασις) კონცეფციას, რაც ნიშნავს კაცობრიობის დაბრუნებას თავდაპირველ მდგომარეობაში და ქრისტეში თანაზიარებას. წმინდა ირინეოსის შემდეგ გამოხატულებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა:

სიტყვა განკაცდა და ძე ღვთისა გახდა ძე კაცისა... რათა შეგვძლებოდა ღვთის ძეები გავმხდარიყავით[5].

განღმრთობა ადამიანს ღმერთის საშუალებით ენიჭება, რაც ნათლად არისასახული მართლმადიდებელ ავტორებთან.

სიტყვა განღმრთობა (θεοποιέω) პირველად კლიმენტი ალექსანდრიელთან ჩნდება: სიტყვა განაღმრთობს ადამიანს თავისი საღვთო სწავლების მიხედვით[6]. განღმრთობა კლიმენტისთან გაიგება, როგორც მორალური სრულყოფილება: თავის სრულყოფილ მდგომარეობაში ადამიანი ხდება ღვთის მსგავსი[7]. კლიმენტი განღმრთობას აღიქვამს ესქატოლოგიური თვალთახედვით: ჩვენ გავხდებით წმინდანები ჩვენს გულებში ღვთის მარადიული მჭვრეტელობისთვის... ჩვენ დაგვერქმევა ღმერთები და დავდგებით სხვა ღმერთთა შორის“[8].

განღმრთობის შესახებ სწავლება პატრისტიკულ თეოლოგიაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მეოთხე საუკუნეში, არიანელობასთან პოლემიკაში. მისი კლასიკური ფორმულა ჩამოყალიბებულია წმინდა ათანასესთან: ის განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით[9] (Αυτος γαρ ενηνθρωπησεν, ινα ημεις θεοποιηθωμεν). მსოფლიო საეკლესიო კრებების მონაწილე მამებისთვის, ისევე როგორც წმინდა ათანასესთვის, სიტყვის განკაცება ადამიანის განღმრთობისათვის მთავარი საფუძველია. წმინდა ათანასე ხაზს უსვამს ონტოლოგიურ განსხვავებას, რაც ჩნდება ღვთის ძეობილობასა და განღმრთობას შორის: ჩვენ ვხვდებით ღვთის ძეები, მაგრამ არა ისეთნი, როგორიც თავადაა ბუნებითად, არამედ მადლისმიერად[10].

განღმრთობის შესახებ საერთო სწავლება აქვთ კაბადოკიელ მამებს. მათ შორის წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი ყველაზე ხშირად იყენებს ტერმინ განღმრთობას, თუმცა, ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი მეტად ფრთხილნი იყვნენ არაბიბლიური ტერმინების გამოყენებისას[11].

წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი თავის მხრივ, მიაწერს წმ. ბასილი დიდს საყურადღებო ფრაზას: მე ქმნილება ვარ, მაგრამ მოწოდებული ვარ განღმრთობისთვის[12]. წმ. გრიგოლმა წინამორბედებთან შედარებით უფრო მეტად იმსჯელა განღმრთობის კონცეფციის შესახებ[13]. მან გამოიყენა სიტყვა განღმრთობა და სხვა ტერმინებიც, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ სწავლებასთან. როგორც წმ. ირინეოსთან და წმ. ათანასესთან, ისე წმინდა გრიგოლთან, განღმრთობა არის ღმერთის განკაცება [14]. თავის პირველ სააღდგომო ჰომილიაში მან თქვა:

დაე, ვაღიაროთ ჩვენი ღირსება, პატივი ვცეთ ჩვენს არქეტიპს, შევიცნოთ იმ მისტერიის ძალა, რისთვისაც ქრისტე მოკვდა.

დაე, მივემსგავსოთ ქრისტეს, რადგან ქრისტე გახდა ჩვენი მსგავსი. მოდით, გავხდეთ ღვთისანი, რადგან ის ჩვენ გამო განკაცდა. მან საკუთარ თავზე იწვნია უარესი, რათა ჩვენთვის მოენიჭებინა უმჯობესი. იგი გახდა ღარიბი, რათა ჩვენ გავემდიდრებინეთ; მან ხატი მონისა მიიღო, რათა ჩვენ გავეთავისუფლებინეთ; ის ჩამობრძანდა, რათა ჩვენ ავემაღლებინეთ; ის გამოიცადა, რათა ჩვენ გაგვემარჯვა; მან შეურაცხყოფა მიიღო, რათა ჩვენ განვედიდებინეთ. ის მოკვდა, რათა ჩვენ გადავერჩინეთ; ის ამაღლდა ზეცაში, რათა ჩვენ ავემაღლებინეთ, რომლებიც მანამდე ცოდვაში ვიყავით შთაფლულნი. მოდით, მივუძღვნათ ყოველივე შესაწირავი მას, რომელმაც გაიღო საკუთარი თავი ჩვენს გამოსასყიდად და ჩვენს შესარიგებლად, მაგრამ ვერავინ შეძლებს ჩასწვდეს ამ საიდუმლოს, თუ რა მოიმოქმედა მან ჩვენ გამო[15].

წმინდა გრიგოლმა თავის მეორე ჰომილიაში განღმრთობის მიზანი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: კაცი უნდა გახდეს ღმერთი და სამოთხისეული ნეტარების მონაწილე[16] . განღმრთობით ადამიანის სხეული იქცა ახალ შეზავებად. თავისი ვნებით ქრისტემ განაღმრთო ადამიანის ბუნება და ერთმანეთს დაუკავშირა ადამიანი და ზეციური ხატება[17]. განღმრთობით იქცა ადამიანი ახალ შეზავებად რითაც მისი გონება ღმერთს დააკავშირა და განაღმრთო[18] .

წმინდა გრიგოლის შრომებში სხვადასხვა სახეცვლილებით წმინდა ირინეოსისა და წმ. ათანასეს ფორმულირებების ზეგავლენა ჩანს: განკაცდი და შეუერთდი მოკვდავებს, შენ იყავი დასაბამიდანვე ღმერთი და შემდგომ გახდი კაცი, რათა ჩვენ განგვეღმრთე[19] . ქრისტემ... განგვმაღრთო მოკვდავის სახით (რომელიც მან თავის თავზე მიიღო)[20] . მამის სიტყვა იყო ღმერთი, მაგრამ გახდა კაცი, ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ, ამგვარად შეუერთდა მოკვდავებს, რათა მან შეგვაერთოს ღმერთთან...[21] „რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ-არს შუამდგომელი ღმრთისა და კაცთა კაცი იესუ ქრისტე“[22]. და ახლაც შუამდგომლობს ჩემი ცხონებისათვის, რადგან აქვს სხეული, რომელიც მიიღო, რათა მე გავმხდარიყავი ღმერთი მისი განკაცების ძალით [23].

წმინდა გრიგოლი არა მარტო იმეორებს განღმრთობის კლასიკურ ფორმულას, არამედ ამ სიტყვებით ავსებს მას: tantum quantum (so far as იმდენად, რამდენადაც) და მისი სპეციფიკაა: „ღმერთი გახდა კაცი, რათა მე გავმხდარიყავი ღმერთი, იმდენად, რამდენადაც ის გახდა ადამიანი[24] (ίνα γένομαι τοσούτον θεός όσον εκείνος άνθρτωπος). ზემოთ აღნიშნულში უმთავრესი კავშირი მყარდება არამხოლოდ ღმერთის განსხეულებასა და ადამიანის განღმრთობაში, არამედ ასევე იმ უდიდეს საზომში, რომლითაც ღმერთი გახდა კაცი და კაცი - ღმერთი. მოცემული განსაზღვრება აპოლინარის სწავლებასთან წინააღმდეგობაში მოდის:[25] თუკი ღმერთი არ გამხდარა სრული კაცი, მაშინ შეუძლებელია კაცისათვის, გახდეს სრული ღმერთი. აპოლინარის საწინააღმდეგოდ მიმართულ ერთ-ერთ ნაშრომში წმინდა გრიგოლი ავითარებს მოსაზრებას და ეკამათება მას ღვთის განკაცების თაობაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის განღმრთობასთან: „ის იმავე ხარისხით განკაცდა, რომლითაც მე განმაღმრთობს[26]. ქრისტეში სრული ადამიანური ბუნების აღიარება გულისხმობს ადამიანური პიროვნების განღმრთობას, რომელიც თავის თავში მოიცავს გონებას, სულსა და სხეულს.

ის, რომ ადამიანის სხეული მონაწილეობს განღმრთობაში, არის მთავარი იდეა, რაც განასხვავებს ერთმანეთისაგან ქრისტიანულ სწავლებასა და პლატონურ იდეებს. ამან გამოძახილი ჰპოვა პლოტინთან, რომელმაც ღმერთად გახდომის“ იდეა უწოდა[27]. შემდგომი ფილოსოფიური სისტემები, – ყოველივე საღვთოს საწინააღმდეგოა[28]. წმინდა გრიგოლი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქრისტეს პიროვნებაში ხორცი სულიწმიდის მიერ იყო განღმრთობილი: „გახდა რა ერთი ორი ურთიერთსაწინააღმდეგოსაგან, ვამბობ, ხორცისა და სულიწმიდისაგან, რომელთაგან უკანასკნელი განაღმრთობს პირველს“[29]. იგივენაირად, ნებისმიერი ადამიანის სხეული, რომელიც მიაღწევს განღმრთობას, ქრისტეში ფერს იცვლის:

ვიწრო და რთული გზით, ვიწრო კარიბჭის გავლით,

რომელნიც მრავალთათვის გაუვალია,

რომელიც ყველასთვის გავლადი არ არის

და მიმიძღვის ღმერთთან მოზეიმე ამალით,

მე მიწისაგან შექმნილს ღმერთისაკენ მიმიძღვება,

რომელიც გავხდი ღმერთი, თუმცა არ ვარ უვნები სიკვდილისაგან,

ღვთის ხატებასთან და ჩემს სხეულთან ერთად, რომელიც არის ჩემი დამხმარე

მივილტვოდი ღმერთისაკენ, როგორც მაღნანტის-ქვა (μάγνησσα λίθος)

მბრწყინავ ლითონისაკენ[30] .

წმინდა გრიგოლი, (ისევე როგორც უამრავ სხვა მამასთან), როცა ის საუბრობს ადამიანის საბოლოო განღმრთობაზე, რომელიც აღსრულდება ცათა სასუფეველში, განღმრთობას ესქატოლოგიის ჩარჩოში განიხილავს. ის ამბობს, რომ ამ ცხოვრებაში (ἐνταῦθα) ჩვენ ვემზადებით, მაშინ, როდესაც მიღმიერში“ ღვთისადმი მისწრაფებით განვიღმრთობით[31]. წმ. გრიგოლი გვამცნობს, რომ ადამიანის საბოლოო განღმრთობა ცათა სასუფეველში ღვთიურ ნათელთან თანაზიარებით მოხდება: „იქ ნათელი ბრწინვალებაა მათთვის, ვინც აქ წმინდად ცხოვრობდა, როდესაც მართალნი გამობრწყინდებიან ვითარცა მზე (მათ. 13.43) და ღმერთი დადგება ღმერთთა და მეფეთა შორის”.[32]

წმ. დიონისესა და წმ. მაქსიმე აღმსარებელთან, ისე როგორც წმ. გრიგოლთან, განღმრთობა გაიგება როგორც ღვთიური მოწყალების ძღვენი, ნათლისღებისა და ზიარების საიდუმლოთა მიმღებელობის შედეგი[33] . წმინდა დიონისე განღმრთობას განსაზღვრავს როგორც `ღვთის მსგავსებასა და მასთან თანაზიარებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია (ὡςἐφικτόν).[34]

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი განღმრთობის კონცეფციას აყრდნობს წმინდანების, ირინეოსისა და ათანასეს ფორმულას[35], განსაკუთრებით გამოყოფდა იგი იმ ურთიერთკავშირს, რაც არსებობს განღმრთობასა და ღვთის განკაცებას შორის; ის არამხოლოდ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ფორმულას tantum-quantum იყენებს[36], არამედ მას სხვა კუთხითაც წარმოაჩენს, როდესაც საუბარია ქრისტეს ორ ბუნებაზე: ღმერთი ხდება კაცი იმდენად, რამდენადაც კაცება განიღმრთობა ქრისტეს პიროვნებაში[37].

წმინდა მაქსიმე ბრძანებს: სიყვარულის სრულყოფილი ნაღვაწი და მისი ქმედითობის დასასრული არის უზრუნველყოფა იმ ურთიერთთანაზიარებისა, რომლითაც ისინი (ადამიანები) თავიანთი ინდივიდუალური მახასიათებლებით (იდიომატა) არიან მისით (ღმერთით) შემოსაზღვრულნი... და ადამიანი შექმნილია ღმერთისაგან და ღმერთი იწოდება და ჩნდება კაცად[38].

ორივე მოვლენა, ღმერთის განკაცება და ადამიანის განღმრთობა, გაიგება ღმერთისა და კაცის სინერგიის ნაყოფად.

წმინდა იოანე დამასკელი განღმრთობის პატრისტიკულ იდეას აჯამებს. თავის პირველ ჰომილიაში აპოლოგეტური სიტყვა წმინდა ხატების შესახებ“, ეყრდნობა ბიბლიურ და პატრისტიკულ შრომებს:

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ...“ (1 იოან. 3.2). რკინა შეერწყა ცეცხლს, მაგრამ არ გახდა ბუნებითად ცეცხლოვანი, თუმცა ამ შეერთებითა [ცეცხლთან] და მონაწილეობით (μεθέξει), განღმრთობილი (τοθεούμενον, იგულისხმება ადამიანი) ხდება ღმერთი, მაგრამ არა თავისი ბუნებით, არამედ თანამონაწილეობით... განღმრთობის შედეგად წმინდანები ღმერთები ხდებიან, რაც ნათქვამია კიდეც: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს“ (ფს. 81.1), რაც შესაძლებელია მოხდეს მაშინ, როდესაც ღმერთი დადგება ღმერთთა შორის, როგორც ბრძანებს წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი[39].

ასკეტურ ლიტერატურაში, აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, სწავლება ადამიანის განღმრთობის შესახებ წარმოდგენილია მნიშვნელოვან ასპექტში. წმინდა მარკოზ მეუდაბნოე (Marcus Eremita or Markus the Ascetic ხს. დღე – 5 მარტი) იმოწმებს წმინდა ათანასეს და ბრძანებს: „ღმერთი... გახდა ის, ვინც ჩვენ ვართ, ამგვარად ჩვენც უნდა გავხდეთ ის[40]. ნეტარი დიადოქოსი თავის ჰომილიაში გვმოძღვრავს: „ის, რაც ეკუთვნის ღმერთს, ეკუთვნის იმათაც, ვინც გახდებიან ღმერთები მისი წყალობით, ღმერთისთვის ადამიანები ღმერთები ხდებიან[41]. წმინდა მაკარი ეგვიპტელის ჰომილიათა ავტორი ავითარებს მოძღვრებას საბოლოო აღდგომისა და მთელი კაცობრიობის ფერისცვალების შესახებ [42].

სირიულ ტრადიციაში განღმრთობის კონცეფცია განსაკუთრებულად განვითარდა წმინდა ეფრემ ასურთან. მისი მოძღვრებით, ღმერთმა შექმნა კაცი იმ პერსპექტივით, რომ ის გამხდარიყო ქმნილი ღმერთი[43] . რადგანაც ადამიანს საკუთარი ძალებით არ შეეძლო ამის სისრულეში მოყვანა, იესო ქრისტემ აღასრულა: ყოვლადძლიერმა იცოდა, რომ ადამს სურდა გამხდარიყო ღმერთი, ამიტომაც მან გამოგზავნა თავისი ძე... რათა მისი სურვილი აღესრულებინა[44]. წმინდა ეფრემი საუბრობს ღმერთსა და კაცს შორის გაცვლაზე, იმოწმებს გამონათქვამს, რომელიც შეგვახსენებს წმინდა ათანასეს ფორმულირებას: მან გვიბოძა ჩვენ ღვთიურობა, ჩვენ კი ძალგვიძს მივცეთ ადამიანურობა[45].

შენ განკაცდი, ქრისტე, რათა კაცი განგეღმრთო [46].

დღეს ქრისტე თაბორის მთაზე ადამის დაბნელებულ ბუნებასცვლის და აღავსებს მას ნათლით და ქმნის მას ღვთის მსგავსს[47].

...მან შეცვალა [ადამის ბუნება] დიდებასა და ბრწყინვალებაში საკუთარი ღვთიურობით[48].

ჩემს სამეფოში... მე ვიქნები შენთან როგორც ღმერთი ღმერთთა შორის[49].

ამაში გამოიხატება ის, რომ განღმრთობის მართლმადიდებლური ქრისტიანული დოქტრინა არ არის უბრალო თეოლოგიური ჰიპოთეზა, არამედ - მუდმივი ლოცვითი მჭვრეტელობა.

ეს არის მცირე ჩამონათვალი პატრისტიკული სწავლებიდან ადამიანის განღმრთობაზე. ეს შეიძლება მოკლედ ითქვას შემდეგ ხუთ ასპექტში: 1. განღმრთობა ეკლესიის მამათაგან გაიგება ქრისტოლოგიური სწავლების ჩარჩოებში, რაც შესაძლებელია ღვთის სიტყვის განკაცების წყალობით; 2. ადამიანის სხეული, პატრისტიკული სწავლების თანახმად, სულთან ერთად განიღმრთობა; 3. საეკლესიო საიდუმლოებანი, ნათლისღება და ევქარისტია, განღმრთობის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა; 4. განღმრთობა მრავალ მამასთან გაიგება ესქატოლოგიური კუთხითაც: დასაწყისი იგულისხმება აქ, დედამიწაზე, (επί της γης), მაგრამ სრულად რეალიზდება იმქვეყნად[50], მომავლის ჟამის ზეციურ სამეფოში; 5. განღმრთობა მჭიდროდაა დაკავშირებული პიროვნების მისტიურ გამოცდილებასთან, რომელსაც სწამს რა ქმედითად, ღვთიურ უქმნელ ნათელს განჭვრეტს.

ყველა ეს ტრადიციული პატრისტიკული სწავლება აღბეჭდილია წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თეოლოგიურ და მისტიკურ შრომებში. იგი წმინდა გრიგოლ პალამას უშუალო წინამორბედი გახლდათ. მისტიურ თეოლოგიაში წმ. სიმეონთან განღმრთობის კონცეფცია ცენტრალურ და გამორჩეულ ადგილს იკავებს. ეს დოქტრინა აგრეთვე შეიძლება კარგად დავინახოთ მის შრომებში. ერთნი იტყვიან, რომ განღმრთობის შესახებ სწავლება არის ძირითადი თემა წმ. სიმეონის თეოლოგიურ მოსაზრებებში, სადაც იგი ახდენს სხვადასხვა ელემენტის სისტემურ ფორმირებას.

წმ. სიმეონი სიტყვა-სიტყვით იმოწმებს წმ. ათანასეს განღმრთობის ფორმულირებას, კითხვაზე: რატომ განკაცდა ღმერთი?” ის პასუხობს: რათა კაცი გამხდარიყო ღმერთი[51]. ქრისტოლოგიური განზომილების ეს საწყისი მრავალ შემთხვევაში შეიძლება იყოს დანახული, სადაც წმ. სიმეონი საუბრობს განღმრთობაზე. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ადამიანურობიდან გვაქციოს ღმერთად... მას ეს იმდენად სურს, რომ ამ განზრახულობით ჩამოდის მიწაზე. წმ. სიმეონი ამბობს:[52] მე ვარ ღმერთი, რომელიც შენი გულისთვის გავხდი კაცი; მე შეგქმენი და მევე გაგხდი ღმერთად, წმ. სიმეონი, როდესაც ამას წერს - საუბრობს ქრისტეს სახელით[53]. წმინდა ეფრემის მსგავსად, წმ. სიმეონი საუბრობს საოცარ და ახალ ცვლილებაზე (συνάλλαγμα) ღმერთსა და ადამიანს შორის: ღმერთმა მიიღო ადამიანური სხეული ქალწულ მარიამისაგან და მას კი სანაცვლოდ თავისი ღვთიურობა უბოძა; ახლა კი უძღვნის თავის ხორცს წმინდანებს, რათა განაღმრთოს ისინი[54] .

სხვა წმინდა მამათა მსგავსად, წმ. სიმეონი საუბრობს სიკვდილის შემდგომ ადამიანის განღმრთობაზე, როდესაც ქრისტეს მეორედ მოსვლისას საბოლოოდ აღდგება და შეიცვლება ქმნილებათა სახე[55]. ესქატოლოგიური განზომილება, ადამიანის განღმრთობის შესახებ სწავლებისა, ვითარდება 27- ჰიმნში, სადაც წმ. სიმეონი აღწერს სიკვდილის შემდგომ წმინდანთა დიდებულებას:

არამხოლოდ ღმერთი სუფევს წმინდანებში,

არამედ წმინდანები ცხოვრობენ და მკვიდრობენ ღმერთში (შდრ. საქმ. 17.28)...

ჰოი, საოცრება! ანგელოზთა და ღვთის ძეთა მსგავსად

სიკვდილის შემდეგ ღმერთები შეუერთდებიან ღმერთს:

ისინი, რომელნიც ძეობილობის მადლით არიან ღმერთები, მიემსგავსებიან

მას, ვინცარისღმერთი თავისი ბუნებით[56] .

წმინდა სიმეონი სხვა ნაშრომში აღნიშნავს წმინდანთა ნაწილებს, როგორც მოწმობას მათ საბოლოო განღმრთობაზე: მათი სხეულები, რომლებიც მანამდე შეერთებულები იყვნენ განღმრთობილ სულებთან, დაიმარხულნი გაუხრწნელად, ვიდრე საბოლოო განახლებამდე[57]. ამ არგუმენტაციაში წმინდა სიმეონი ეყრდნობა წმინდა იოანე დამასკელს, რომელიც ასევე ბრძანებდა, რომ წმინდანები გახდებიან ღმერთები ძეობილობით, რომელიც იმოწმებდა წმინდანთა სხეულების გაუხრწნელობის მაგალითს.

ადამიანთა ბუნების საბოლოო აღდგომა ეკუთვნის მომავლის საუკუნეს, თუმცა განღმრთობა ამ ცხოვრებაში იწყება. მერვე დღის მოლოდინი, სამოთხის გამოცდილებადა ზეციური სასუფევლის საწინდარი აქ გვენიჭება[58] და მხოლოდ ისინი, რომელნიც გახდებიან ზეციურნი და ღვთიურნი თავიანთ ამქვეყნიურ ცხოვრებაში სიკვდილის შემდეგ დაიმკვიდრებენ ზეცას [59]. წმინდა სიმეონის თანახმად, განღმრთობა მოიცავს როგორც ადამიანის ინიციატივას, ასევე ღმერთის გარდამოსვლას კაცზე: მან, რომელმაც დაივიწყა ამქვეყნიური სიამეები, შეიძინა გონების პირველსაწყისი უბიწოება, შემდეგ ერთადერთი ღმერთი შეაერთებს მასთან და ამ შეერთებით სრულად განაღმრთობს მას[60].

წმინდა სიმეონის აზრით, განღმრთობა არის მუდმივი პროცესი, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრული სულიერი ეტაპების გავლას. მე-14 კატეხიზმურ სიტყვაში წმ. სიმეონი აღწერს, თუ როგორ აღწევს ადამიანი ამ საფეხურს თანდათანობით ღვთის მცნებათა დაცვით, როდესაც ცოდვილი ფიქრები განგდებულია გონებიდან და ვნებები დათრგუნული, მაშინ იგი მოიხვეჭს თავმდაბლობასა და სინანულს, როდესაც მისი სულისაგან ცოდვის კვალი წარიხოცება, მასზე სულიწმიდა გარდამოვა[61]. რაც უფრო მეტად აღასრულებს ღვთის მცნებებს, უფრო მეტად განიწმინდება, განათდება[62]. იგი სულიწმინდისაგან მოიხვეჭს ახალ სახედველსა და ახალ სასმენელს, ანუ იგი დაინახავს და გაიგებს სულიერად ასე, რომ, ღმერთი მისთვის გახდება ყველაფერი ის, რაც მას სურდა და იმაზე მეტიც კი[63] . მას ყოველთვის ექნება საშუალება განჭვრიტოს ღმერთი და შეიცნოს თავისი სულის დიდება, თუმცა ისგანათლებული და შეცვლილი იქნება[64]. აგრეთვე წმ. სიმეონი განავრცობს წმ. გრიგოლ ნაზიანზელის განმარტებას, რომ განღმრთობის პროცესს არ აქვს დასასრული:

სრულყოფილება დაუსრულებელია,

მისი დასაწყისი და დასასრული ერთია.

რა არის დასასრული?

როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა:

საღვთო ნათელი არის დასასრული მჭვრეტელობისა...[65]

ასე რომ, როგორც წმ. სიმეონისთვის, ასევე წმ. გრიგოლისათვის განღმრთობა უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს საღვთო ნათელთან თანამონაწილეობაში, რომელიც გახლავთ ყოველივე სასურველის ზღვარი (which is the limit of everything desirable). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წმ. სიმეონი ხშირად აკავშირებს ერთმანეთთან ორ თემას, კონკრეტულად - ღვთიურ ნათელსა და განღმრთობას, განიხილავს მათ, როგორც ორ ერთმანეთის შემავსებელ წყაროს. რომელნიც ინანიებენ“, ამბობს წმ. სიმეონი, „ხდებიან შენი ღვთიური ნათლის ძეები, [ღვთიური] ნათლის წარმოშობით ისინი ხდებიან ნათელნი, ღვთის შვილები... და ღმერთები – მისი მოწყალებით[66]. სხვა ადგილას წმინდა სიმეონი მიმართავს მკითხველს: „ეცადეთ შემეცნების (intelligible) ლამპარი გააღვივოთ თქვენს სულში იმისათვის, რომ იყოთ სამყაროში მანათობელი მზესავით, რათა გახდეთ ღვთის მსგავსნი“[67]. „რაჟამს ღვთიური ნათელი განგვანათლებს, ჩვენ შევიქმნებით ღვთის მსგავსნი ღმერთნი, რომელნიც ჭვრეტენ ღმერთს[68]. წმ. სიმეონი საუბრობს საკუთარი ნათლის ხილვაზე, რომელითაც ღმერთმა სრულად განაახლა, უკვდავყო და განაღმრთო იგი და შეიმოსა ქრისტე[69].

წმ. სიმეონისათვის საღვთო ნათლით გასხივოსნება გახდა საკუთარი გამოცდილება და ამიტომაც იგი ხშირად საუბრობს ამ საკითხზე. წმინდა სიმეონის ჰიმნებში უამრავი მაგალითია, რომლებშიც იგი განღმრთობაზე საუბრობს, როგორც პირად გამოცდილებაზე, მაგრამ ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ მე-15 ჰიმნით, რომელიც ადამიანის ბუნების სრულ გარდაქმნას ეხება, თავისი სხეულითა და მისი ასოთა ჩათვლით:

ჩვენ ვხდებით ქრისტეს ასონი[70] და ქრისტე - ჩვენი ასოები,

ჩემი, საბრალოს, ხელი და ფეხი ხდება ქრისტე...

და მე, საბრალო, ვარ ქრისტეს ხელი და ქრისტეს ფეხი.

გავამოძრავებ ჩემს ხელს და ეს არის დაურღვეველი ქრისტე

და მისი ღვთაება.

ნუ იტყვი, რომ მე ვმკრეხელობ, არამედ მიიღე ის, რაც ვთქვი

და თაყვანიეცით ქრისტეს, რომელმაც შენ შეგქმნა ასეთად!

თუ შენ გსურს, მისი ასო გახდები

და ასე, როდესაც ჩვენი ასონი გახდებიან ქრისტეს ასონი,

როგორც თავად ის გახდა ჩვენი ასონი

და ყველაფერი რაც გვაქვს ნაკლული, მათ შეცვლის მშვენიერად[71],

შეამკობს რა მათ თავისი ღვთაებისა და დიდების სიმშვენიერით,

დაგავხდებით ღმერთები, ღმერთთან ერთად

და აღარ ვიხილავთ ჩვენს სხეულს ნაკლულევანს

არამედ ყველანი ვიქნებით მსგავსნი ქრისტეს მთელი სხეულისა

და იქნება მთელი ქრისტე თითოეული ჩვენი ასო[72].

წმ. სიმეონისთვის ადამიანის სხეულის ნაწილთა სრული გარდაქმნა საღვთო ნათლით ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ადამიანის განღმრთობა არის მისი ბუნების სრული გარდაქმნა და მოიცავს ყველა მის ასოს, თუნდაც იმათაც რომელნიც ჩვეულებრივ ითვლებიან მიუღებლად.

ზემოთ როგორც აღვნიშნავდი, აღმოსავლური მართლმადიდებლური სწავლებისათვის განღმრთობაში სხეულის მონაწილეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რომელიც არ იყო მხოლოდ წმ. გრიგოლ ნაზიანზელისა და წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლება. მაკარი ეგვიპტელი საუბრობს წმინდანთა სხეულებისსაბოლოო გარდაქმნაზე, რომელიც იქნება განდიდებული გამოუთქმელი ნათლით[73]. წმ. იოანე სინელის განმარტებით, წმინდანთა სხეულები განიწმინდნენ მათი მიწიერი ცხოვრების ჟამს, მათ მოიმუშაკეს უხრწნელება სიწმინდის ცეცხლით[74], როდესაც სული საღვთო მადლმოსილებით ღმერთი ხდება. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს: „განღმრთობის პროცესში სხეული სულთან ერთად განიღმრთობა“[75]. წმინდანები, რომელნიც არიან ღმერთები, მეფეები და ბატონები, ეკუთვნიან ღმერთს, წმინდა იოანე დამასკელი ამას მაშინ აღნიშნავს, როცა საუბრობს წმინდანთა სხეულების თაყვანისცემაზე, I კორ. 6.19 („ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან“), ის განმარტავს, რომ წმინდანთა სხეულები გარდაიქმნებიან ღვთის განსულიერებულ ტაძრებად და სახლებად“[76].

წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველებაში შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ უახლოვდება იგი განღმრთობის პატრისტიკულ დოქტრინალურ სწავლებას. კაცის განღმრთობა მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული განკაცებასთან. ისევე როგორც, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც, წმინდა გრიგოლ პალამა თითქმის იმეორებს წმ. ათანასესა და წმ. ირინეოსის მოძღვრებას: „გახდა რა ძე კაცისა და ევნო რა ადამიანებისათვის, მან შეცვალა ადამიანები ღვთის ძეებად, რითაც ისინი აზიარა საღვთო უკვდავებასთან“[77]. წმინდა გრიგოლისათვის ქრისტეს განღმრთობილი სხეული ღმერთთან ჩვენი დამაკავშირებელია და თავად ქრისტეა თავისი წყალობით ჭეშმარიტი შუამავალი და განმაღმრთობელი[78]. როგორც იოანე მეინდორფი (John Meyendorff) აცხადებს: „განღმრთობის შესახებ სწავლება წმინდა გრიგოლ პალამასათვის ქრისტეს ისტორიული ნაღვაწის პირდაპირი შედეგია, ვის (მაცხოვრის) გარეშეც ღვთიური ცხოვრება მიუწვდომელი იქნებოდა კაცისთვის“[79].

წმინდა გრიგოლ პალამა აღნიშნავს, რომ სხეული მონაწილეობს განღმრთობაში. წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს, რომ წმინდანთა გაუხრწნელი სხეულებიც ამას ადასტურებენ: „პატივი მიაგეთ წმინდანთა საფლავებს და თუკი არის შემორჩენილი მათი ძვლები, მაშინ ღვთის მადლს არ მიუტოვებიათ ისინი, ისევე, როგორც თაყვანისცემულ ქრისტეს სხეულს სიკვდილის შემდგომ არ გაშორებიაღვთიურობა, რომლითაც ჩვენ მოგვენიჭა ცხონება“[80] . წმინდა გრიგოლი ხაზს უსვამს, რომ ორივე, ქრისტეს სხეულიცა და სულიც, იზიარებენ მის ღვთიურობას და ქრისტეს ხორცი სულის საშუალებით არის განღმრთობილი. ღვთის დიდება საერთოა კაცის სხეულისა და სულისათვის და ის გადაეცემა სხეულს სულის მეშვეობით [81].

წმინდა გრიგოლი ძლიერ კავშირს ხედავს განღმრთობასა და ეკლესიის საიდუმლოებებს შორის, განსაკუთრებით ნათლისღებასა და ევქარისტიას (ზიარებას) შორის. ევქარისტიით, ამტკიცებს იგი, რომ ქრისტე უერთდება თითოეულ მორწმუნეს თავისი წმინდა სხეულთან შეერთებისას, გარდაიქცევა ერთ სხეულად და გარდაგვქმნის ღვთის ტაძრად[82]. წმინდა გრიგოლის ჰომილიიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ საოცარიპასაჟი ევქარისტიით მორწმუნესა და ქრისტეს ერთობაზე და განღმრთობის სახე ამ ერთობითაა, რომელიც შემდეგნაირად არის აღწერილი:

ქრისტე გახდა ჩვენი ძმა, მიიღო რა ჩვენეული სხეული და სისხლი, ამგვარად გახდა ჩვენი მსგავსი... ის შემოგვიერთდა და ჩვენ დაგვაკავშირა თავისთან, როგორც ქმარმა თავისი ცოლი, გახდება რა ერთიანი სხეული ჩვენთან, თავის სისხლთან ზიარებით; იგი ასევე გახდება ჩვენი მამა ღვთიური ნათლისღებით, რომელიც მას მიგვამსგავსებს და ის გამოგვკვებავს ჩვენ თავისი სუნთქვით, როგორც მზრუნველი დედა შვილებს... მოვედით, ის ბრძანებს, სჭამეთ ხორცი ჩემი, სვით სისხლი ჩემი... ასე რომ, არამხოლოდ ღვთის ხატება გაგვაჩნია, არამედ ძალგვიძს, გავხდეთ ღმერთები და მეფენი მარადიულად ზეცაში“[83].

სხვა წმინდა მამათა მსგავსად, წმინდა გრიგოლ პალამას განღმრთობის მისტერიას ესქატოლოგიურ ფარგლებში ხედავს. როგორც . მანძარიდისი (Georgios Mantzaridis) ასწავლის, წმინდა გრიგოლ პალამაზე დაყრდნობით, განღმრთობას ესქატოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. მკვლევარი ესქატოლოგიასთან აკავშირებს წმ. გრიგოლისეულ სწავლებას ევქარისტიის საშუალებით განღმრთობის თაობაზე:

ქრისტეს წმინდა ნაწილებთან თანამონაწილეობით ადამიანს ეძლევა იმ მომავალი ცხონების წინდი, რაც მოელის ქრისტესთან საუკუნო სიცოცხლეში. ამდენად, მორწმუნე ცხოვრობს ამქვეყნად, მაგრამ საუკუნო ცხონებისთვის მოქალაქეობს. ღვთის სასუფეველი არის სულიწმინდის კავშირი კაცთან, რაც ამქვეყნადვე ზიარების საშუალებით გვეძლევა. ზეციური საუკონო დიდების დადგომა სრულყოფილად გამოიხატება ზიარებით, რაც დაფუძნდა სულიწმიდის მოქმედებით ქრისტესა და მორწმუნეს შორის[84].

საბოლოოდ, წმინდა გრიგოლის სწავლება განღმრთობის თაობაზე, ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული თავის დოქტრინასთან უქმნელი ღვთიური ნათლის თაობაზე. ეს ნათელი მრავალი თაობის ქრისტიანის მიერ ასკეტებსა და მისტიკოსებთან იქნა განჭვრეტილი წმინდა გრიგოლ პალამამდეც და მის შემდგომაც. ეს ჩვენება იყო საერთო გამოცდილება ათონელ ბერთათვისაც, რომლებთანაც იგი იცავდა თავის შრომებს.

წმინდა გრიგოლ პალამასთან ღვთიური ნათელი იდენტიფიცირებულია, როგორც ღვთის წყალობა: ეს არის იმ წყალობის გამოხატვა, რომელიც განიჭვრიტება, როგორც შინაგანში ისე გარეგანში, რომლებიც არიან ღირსეულნი[85]. რაჟამს ასკეტები ამ ნათელს განჭვრეტენ თავისი ცხოვრების მანძილზე, ისინი სრულად მიიღებენ მონაწილეობას მასში (ნათელში), მომავალ საუკუნო სიცოცხლეში, სადაც ისინი არამხოლოდ იხილავენ, არამედ თავად გარდაიქმნებიან სინათლედ. აი, ეს არის, რასაც ადამიანი საბოლოო განღმრთობით იმემკვიდრებს:

ქრისტე მოვა მამის დიდებით... იმ დიდებაში მართალნი გამობრწყინდებიან ვითარცა მზე“ (მათ. 13.43); ისინი გახდებიან ნათელნი და დაინახავენ ნათელს, კურთეხულსა და წმინდა ჩვენებაში, რაც არის გულის განწმენდის ნაწილი. დღეს ეს ნათელი ბრწყინავს იმ ნაწილში, რომელიც მათთვის არის ბოძებული, რომელთაც უვნებობით უკან დატოვეს ყოველივე აკრძალული. იმ დღეს ნათლის ბრწყინვალება განაღმრთობს აღდგომის ძეებს“ (ლუკ. 20.36), რომელნიც მასთან მარადიული დიდებით განიხარებენ, ვინც ჩვენს ადამიანურ ბუნებას მიანიჭა ღვთიური დიდება და ბრწყინვალება[86].

*

ამ სტატიის ამოცანა არ იყო გრიგოლ ნაზიანზელის, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ან გრიგოლ პალამას განღმრთობის შესახებ სწავლების გადმოცემა. ჩემი განზრახვა იყო, ფართოდ განგვეხილა წმინდა მამათა სწავლება განღმრთობაზე, რისთვისაც გამოვიყენეთსამი წმინდა მამის სწავლება ტრადიციულ კონტექსტში. რითაც გვსურდა, წარმოგვეჩინა აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული პატრისტიკული სწავლების უწყვეტელობა ადრეულ ქრისტიან და გვიან ბიზანტიელ ავტორებთან. ამ სწავლებას ჯერ კიდევ იცავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც მისი თეოლოგიის, ლიტურგიისა და სულიერების საყრდენს (This teaching is still preserved bythe Orthodox Church as a nucleus of its theology, liturgy and spirituality).

 

 

 



[1] Paper presented at ANZATS/ANZSTS conference, `The glory of God: humanity fullyalive~ held at Queen’s College, Melbourne, July 2004.

[2] Dictionnaire de Spiritualité (Paris), vol.3, col.1376.

[3] Ephesians 9.2

[4] Ephesians 4.2

[5] Against Heresies 5 (preface). იქვე, 3,19,1. შდრ. იქვე 4,33,4

[6]Protrepticus 11

[7] Stromata 6,9. Cf. Pedagogue 1,12: `ჩვენ შევიმეცნებთ ზეციურ ცხოვრებას, რომლითაც ამჟამინდელ ყოფაში განვიღმრთობით”. აღიქვა რა განღრთობის იდეა მორალურ და ინტელექტუალურ ასპექტებში, კლიმენტი ალექსანდრილმა განღმრთობის იდეა დაუკავშირა მორალურ და ინტელექტუალურ ასპექტებს და არა ონტოლოგიურს: `ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანი, როგორც ღმერთის ნაწილი ანდა საღვთო ბუნების მსგავსის მქონედ”; Stromata 2,16.

[8]Stromata 7,10

[9] On the Incarnation of God the Word 54,2. Cf. To Adelphios 4: „ძე ღვთისა გახდა კაცი, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთები მისი მეშვეობით“.

[10] Against the Arians 3,19

[11] შდრ. I-H.Dalmais in Dictionnaire de Spiritualité, vol.3, col.1382-1383

[12]Discourse 43,48. სიტყვა წმინდა ბასილი დიდმა წარმოთქვა იმპერატორის წინაშე, რომელიც ოფიციალურად ბრალს სდებდა მას ხელისუფლის დაუმორჩილებლობაში და ემუქრებოდა დასჯით;

[13] იხ. D. Winslow, The Dynamics of Salvation: A Study in Gregory of Nazianzus (Philadelphia: Catholic Univ. of America Press, 1979) 179

[14] Discourse 30,14; იქვე. Discourse 30,21

[15] Disc. 1,4,9 – 5,12(SC 247, 76-78)

[16] Disc. 2,22, 14-15(SC 247, 120)

[17] Carm. 2,1,34 (PG 37, 1313)

[18] Letter 101 (First letter to Cledonius; SC 208, 56)

[19] Carm.2, 1, 1 (PG 37, 971)

[20] Carm. 1, 2, 14 (PG 37, 762)

[21] Carm. 1, 1, 11 (PG 37, 471)

[22] I ტიმ.. 2.5; Disc. 30, 14, 8-11 (SC 250, 256) = Wickham, 272

[23] Carm.1, 1, 11 (PG 37, 465)

[24] Discourse 29,19,9-10

[25] აპოლინარი მიიჩნევდა, რომ ღმერთი განკაცებული იყო მხოლოდ ადამიანური სხეულით, თუმცა გონება და სული მასში ჩანაცვლებული იყო ღვთის სიტყვით (ლოგოსით – Λόγος)

[26] Carm. 1, 1, 11 (PG 37, 471)

[27] Enn. 1, 2, 6: „ჩვენ გვაღელვებს არა ის, რომ ვიყოტ უცოდველნი, არამედ ის, რომ გავხდეთ ღმერთი“.

[28] იხ. Deck, Nature, 79)

[29] Disc. 45, 9 (PG 36, 633)

[30] Carm. 2, 1, 1 (PG 37, 1004-1005)

[31] Discourse 38,11

[32] Discourse 40,6

[33] Dionysios the Areopagite, On Ecclesiastical Hierarchy 1; iqve2; iqve6; Maximos, Mystagogy 24; cf. Gregory Nazianzen, Discourse 31,28,10 (deification through Baptism)

[34] On Ecclesiastical Hierarchy 1

[35]მის საღვთისმეტყველო შრომებში 2,25: „სიტყვა ღვთისა და ძე მამა ღმერთისა, იქმნა ძე კაცისა, რათა გაეღმერთებინა კაცნი და ექცია ისინი ღვთის ძეებად“.

[36]იხ. Ambigua [PG 91, 1113 B]: ადამიანის შესაძლებლობა, განიღმრთოს ღვთის სიყვარულის საშუალებით, შესატყვისია ღმერთის განკაცებასთან, რომელსაც გააჩნდა ადამიანისადმი თანაგრძნობა“.

[37] L. Thunberg, Microcosm and Mediator: The Theological Anthropology of Maximus theConfessor (Lund, CWK Gleerup,1965) 457-459

[38] Epistle 2

[39] აპოლოგეტური სიტყვა წმინდა ხატების შესახებ; 1,19 Reference to Gregory Nazianzen, Discourse 40,6

[40] Epistle to Nicholas the Monk 10

[41] Sermon on Ascension 6

[42] Homily 15,10

[43] Sermon on Faith 3,31-32

[44] Hymns on Nisibis 69,12

[45] Hymns on Faith 5,17

[46] მეშვიდე ხმა, ხუთშაბათის მწუხრი, სტიქარონი [რვახმათა, პარაკლიტონი] - Seventh Tone, Thursday evening, Stichiron [Oktoichos].

[47] ფერისცვალება, მწუხრი, სტიქარონი მეორე ხმა [თვენი] - The Transfiguration of Christ, Vespers, Stichiron in Tone Two [Menaion].

[48] ფერისცვალება, მწუხრი, სტიქარონი ხმა პირველი [თვენი] - Transfiguration, Vespers, Stichiron, Tone One [Menaion].

[49] დიდი ხუთშაბათი, კოზმა მაიუმელის კანონი, მე-4 ანტიფონი [მარხვანი, ტრიოდიონი] - Good Thursday, Canon by Kosmas of Maiuma, Canticle Four [Triodion].

[50] M. Lot-Borodine, La déification de l’homme selon la doctrine des Pères grecs (Paris:Cerf, 1970) 21

[51] Ethical Discourse 5,31-34

[52] Ethical Discourse 7,598-604

[53] Ethical Discourse 5,314-316

[54] Ethical Discourse 1,10,118-122

[55] ix: Ethical Discourse 1,4,1ff

[56] Hymn 27,90-95

[57] Ethical Discourse 1,3,112-119

[58] ix. Hymn 1,73ff.; 17,851-854; 19,107-146 et al

[59] Hymn 44,405-424

[60] Hymn 29,254-285

[61] Catechetical Discourse 14,60-94

[62] Catechetical Discourse 14,117-119

[63] Catechetical Discourse 14,123-144

[64] Catechetical Discourse 14,177-194

[65] Hymn 23,413-420; Sdr. Gregory Nazianzen, Discourse 39,8. სრულყოფილების დაუსრულებლობის კონცეფციას ავითარებს ასევე ჰიმნში 1,180-183: საუკუნეთა მიჯნაზეც არ ექნება დასასრული ამ პროგრესს იქ. ამ ზრდის პროცესის დაუსრულებელი დასასრულისკენ სწრაფვის დამთავრება იქნებოდა იმის შემეცნება, რაც სრულიად შეუცნობელია.

[66] Hymn 8,10-12

[67] Hymn 13,12-18

[68] Hymn 15,105-108

[69] Hymn 30,358-361

[70] შდრ.ეგნატე ანტიოქიელის, ეფეს. 4.2: თქვენ ხართ მისი [მამა-ღმერთის] ძის ასონი.

[71] წმ. სიმეონი იყენებს პავლე მოციქულის ენას შდრ. 1 კორ. 12.23-24

[72] Hymn 15,141-157

[73] Homily 5,8-9: `ქრისტიანთა სხეულები განდიდებული იქნება ღვთიური ნათლით”, შდრ. იქვე 15,38: `სხეულის ყველა ნაწილი... გარდაიქმნება სინათლედ, ჩაეფლობიან ნათელსა და ცეცხლში და გარდაიქმნებიან“;

[74] The Ladder of Divine Ascent 30

[75] Theological Chapters 2,88. შდრ. ასევე შესაბამისი ფრაზა წმინდა მაქსიმესთან: ადამიანი თავისი ბუნებით არის სრული კაცი თავის სულსა და სხეულში, მაგრამ ღვთის მოწყალებით იგი ხდება სრული ღმერთი თავის სულსა და სხეულში; Ambigua [PG 91, 1088 C]

[76] The Exact Exposition of the Orthodox Faith 4,15,13-34

[77] Homily 16 [PG 141, 189-220]; cited in J.Meyendorff, A Study of Gregory Palamas (NewYork, 1974) 158

[78] Meyendorff, Gregory Palamas, 149

 

[79] იქვე გვ. 159

[80] Decalogue [PG 141, 1093 A]

[81] Triads 2,2,12

[82] Triads 1,3,38

[83] Homily 56; ed. Oikonomos (Athens, 1861), pp.206-208

[84] G. Mantzaridis, The Deification of Man (New York, 1984) 55

[85] B. Krivochéine, The Ascetic and Theological Teaching of St Gregory Palamas (London,1954) 44-45

[86] Triads 2,3,66

           

           წყარო-ჟურნალი გული გონიერი #8/2014

 

 

თარგმნა გიორგი გველესიანმა

 

Download
ganghmrtoba-aghmosavletis-patr_-tradic_.
Adobe Acrobat Document 334.7 KB