ადამიანის შექმნის შესახებ

 

 ადამიანის შექმნა ბიბლიაში ერთობ უჩვეულოდ არის აღწერილი. რაც შეეხება საკუთრივ მის შექმნას, ადამიანი ჩნდება ორი ეტაპისაგან. თავდაპირველად ღმერთი მიწის მტვერისაგან ქმნის მის სხეულს, ხოლო ამის შემდგომ ხდება ადამიანისათვის სიცოცხლის სულის შთაბერვა. რას ნიშნავს, რომ ღმერთმა მიწის მტვერისაგან შექმნა ადამიანი?  წინა საუკუნის რუსი ღვთისმეტყველი და ასკეტი  – თეოფანე დაყუდებული  თავის წერილებში  პირდაპირ ასე ამბობს: თქვენ როგორ ფიქრობთ, ნუთუ ღმერთმა  თიხის ჭურჭელი გაასულიერა (სიცოცხლე შთაბერა)?  თავის მხრივ თეოფანე დაყუდებული ეყრდნობა ანტონი დიდს და ამბობს, რომ ღმერთი იღებს ანთროპომორფულ არსებას, რომელიც თავისი ფიზიოლოგიით ჰგავს ადამიანს, მაგრამ იგი ჯერ არ ფლობს ღვთის ხატებას, იგი ჯერ კიდევ არ ფლობს გონებასა და თავისუფლებას და აი ამ არსებაში, მაპატიეთ ამ მაიმუნში ღმერთი ათავსებს თავის ხატებას, ანუ თავიდან ღმერთი  თავისი ხელებით, აქ უფლის განსაკუთრებული განზრახვა მოქმედებს, ქმნის ისეთ არსებას, რომელსაც შეუძლია იყოს ღვთის ხატების ფიზიოლოგიური ჭურჭელი, გონების ფიზიოლოგიური მატარებელი, ხოლო შემდგომ მას ეძლევა სამეფო მადლი თავისუფლებისა, შემოქმედებისა და სიკვდილის, მას ეძლევა სული. ღვთისმეტყველების თვალსაზრისით კიდევ უფრო აღმატებულია ადამიანის შექმნა. მე რაც მოვყევი, ეს ბიბლიის მეორე თავშია აღწერილი, ხოლო ბიბლიის პირველ თავში ადამიანის შექმნაზე ასეა ნათქვამი: ,,და თქვა ღმერთმა ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენისა’’ და შემდეგ მუხლში ნათქვამია, რომ ,,შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად’’. რა არის ამ მუხლებში უჩვეულო? საქმე იმაშია, რომ დაბადების პირველი თავი განეკუთვნება ძველი აღთქმის .. საღმრთო  რედაქციას. ეს ტექსტი ძირითადად მოსე წინასწარმეტყველს ეკუთვნის თავისი შემადგენლობით, მაგრამ იგი გარითმულია ტაძრის მეორედ მშენებლობის დროს, ტყვეობის შემდგომ პერიოდში. ეს გახლავთ .. საღმრთო კოდექსი, რომელიც ადრე გარკვეულ პროზას წარმოადგენდა, შემდგომ წარმოდგენილია ლექსებით. მართლაც ეს გახლავთ გარითმული საფუძველი, ეს იგრძნობა პირველ თავში: ,,და თქვა ღმერთმა იქმნას ასე და იქმნა ასე, იქმნა მწუხრი იქმნა განთიად დღე ესა და ეს და ისევ, თქვა ღმერთმა იქმნას ასე და იქმნა ასე, იქმნა მწუხრი იქმნა განთიად დღე’’ ესა და ეს... ასეთი მკვეთრი და მკაფიო რიტმი დაყვება ექვსთა დღეთას. ექვსთა დღეთას საკმაოდ მკაცრი სტრუქტურა აქვს და ეს სტრუქტურა ირღვევა შესაქმის მეექვსე დღეს. ირღვევა, რადგან ჩნდება ზედმეტი ფრაზა (მუხლი). იმის მაგივრად, რომ ითქვას: “თქვა ღმერთმა დაე იქმნას ადამიანი და მოხდა ასე”, უცებ ჩნდება ფრაზა: და თქვა ღმერთმა ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენისა”. ანუ აქ ადგილი აქვს სამყაროს შექმნის გარკვეულ წყვეტას. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ამას უწოდებს შესაქმის პაუზას”. უცებ ჩერდება სამყაროს შექმნა და გარკვეული აზრით ღმერთი ფიქრდება და თქვა ღმერთმა ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენისა”. თავდაპირველად აზრია ადამიანის შესახებ, ხოლო შემდგომ ხდება მისი შექმნა. რატომ არის ასეთი ღრიჭო ღმერთის აზრსა და ამ აზრის რეალიზებას შორის? საქმე იმაშია, რომ ადამიანი ღვთის ხატად უნდა შეიქმნას, რას ნიშნავს ეს? იგი უნდა იყოს თავისუფალი. სამყარო, რომელსაც ღმერთი ქმნიდა ადამიანის შექმნამდე, იყო კოსმიური მექანიკური სათამაშოების სამყარო, სადაც არ არსებობდა სხვა ნება, გარდა შემოქმედის ნებისა. იგი გახლდათ აბსოლუტურად გამჭვირვალე თავისი ნებისათვის. ახლა ღმერთი წყვეტს, ამიერიდან მე აღარ ვარ ყოვლისშემძლე, მე შევქმნი ადამიანს, რომელიც იცხოვრებს საკუთარი გულის ნებისაებრ და სურვილისაებრ და ამის შემდეგ ბიბლია ჩვენ გვეტყვის, თუ არ ვცდები მეორე რჯულის წიგნში: თავდაპირველად ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფლად ღმერთი არ ძალადობს ჩვენზე, თუკი ჩვენ ვისურვებთ, იგი შემოვა ჩვენს გულებში, თუკი ჩვენ არ გვინდა, არ შემოვა. ღმერთი ხომ მარადისობაში იმყოფება, მაშასადამე იგი არ არის დროში და ამიტომ იგი მთელ დროს ხედავს. იგი ხედავს ყველა დროებას და სივრცეს. იგი ხედევას იმას, რაც ჩვენთვის მომავლად ითვლება. ქმნიდა რა ადამს, ღმერთი ხედავდა, რომ ადამი უპასუხებდა მას, ღმერთი ხედავდა არა მხოლოდ ცოდვით დაცემას, ღმერთი იმ საფასურსაც ხედავდა, რაც ადამის გადარჩენისათვის უნდა გადახდილიყო. აი ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ჩემს ამ საუბარს ბიბლიის შესახებ, გააჩნია გენიალური ილუსტრაცია რუსულ საეკლესიო ხელოვნებაში ეს გახლავთ რუბლიოვის სამების ხატი”. რუბლიოვის სამება, წმ. წერილის სწორედ ამ პასაჟს განასახიერებს და თქვა ღმერთმა შევქმნათ”. საქმე იმაშია, რომ ხატწერის ერთ-ერთი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ხატის სივრცე თავისკენ ისრუტავს ადამიანს, ეს გახლავთ საპირისპირო პერსპექტივის პრინციპი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მე კი არ უყურებ ხატს, არამედ ხატი მიყურებს მე და ამიტომაც მავედრებელ ხატებზე (არსებობს სადღესასწაულო ხატებიც, ეს კიდევ სხვა რამეა) ვიღაც ყოველთვის უყურებს ადამიანს. წარმოიდგინეთ ღვთისმშობლის ხატი, მართლმადიდებლურ კანონიკურ ძველ ხატწერაში თქვენ ვერ ნახავთ, რომ ყრმა იესო და მარიამი ერთმანეთს უყურებდნენ, თუკი ყრმა იესო უყურებს მარიამს, მაშინ მარიამი გვიყურებს ჩვენ, ხოლო თუკი მარიამი უყურებს თავის ძეს, მაშინ ძე გვიყურებს ჩვენ. ხატწერის ეს პრინციპი დარღვეული რუბლიოვის მიერ, მისი არც ერთი ანგელოზი არ გვიყურებს ჩვენ, ისინი ერთიმეორეს უყურებენ, მათ შორის ხდება რაღაც და სწორედ ამას ეწოდება სამების საბჭო” “სამების ბჭობა”, რის შესახებ არის იგი? რუბლიოვის ხატის ცენტრში დგას ბარძიმი, თუკი ამ ბარძიმში ჩავიხედებით, შევნიშნავთ კრავის თავს, კრავი გახლავთ ძველი აღთქმის სამსხვერპლო ცხოველი, საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ბარძიმს აკურთხებს ცენტრალური ანგელოზი, რომელიც შემოსილია ლურჯ-წითელ შესამოსელში, ტრადიცულ მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში, ჩვეულებრივ ეს ქრისტეს სამოსს წარმოადგენს. სამების საბჭოზე, არა მხოლოდ ადამის შექმნაზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, არამედ ქრისტეს სიკვდილზე, ღვთის ძის სიკვდილზეც. იმისათვის, რომ ადამიანმა იცხოვროს, ერთხელაც ამისათვის ღმერთს მოუწევს სიკვდილი, სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე მიმდინარეობს საუბარი, ამიტომაც რუბლიოვი გენიალურად ამატებს ტრადიციულ კომპოზიციას ერთ დეტალს. ყურადღება მიაქციეთ, შუაში მყოფი ანგელოზები, რუბლიოვთან ისე არიან განლაგებულონი, რომ ისინი ქმნიან დიდ ბარძიმს, რომელშიც მოქცეულია ცენტრალური ანგელოზი, ახალაღთქმისეული კრავი, ანუ სამების საბჭო გახლავთ, საბჭო გოლგოთის შესახებ, სწორედ ახლა ღვთის ძე აკურთხებს იმ ბარძიმს, რომლის შესახებაც იგი ილოცებს გეთსიმანიის ბაღში, გახსოვთ ხომ ლოცვა იმის შესახებ, რომ თუკი შესაძლებელია ააცილოს მამამ ეს სასმისი, მაგრამ იგი ამ სასმისს მიიღებს, რადგანაც იგი ახლა, ადამიანის შექმნის დროს აკურთხებს და ხედავს მას. შემდგომ ღმერთი ამბობს: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენისა”, ხოლო შემდგომ მუხლში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად, სიტყვა მსგავსება აქ არ არის, ეს არ გახლავთ შემთხვევითობა, ეს არის ორი სხვადასხვა სიტყვა ბიბლიურ ღვთისმეტყველებაში. ხატება გახლავთ იმ თვისებების ერთობლიობა, რომელნიც ადამიანს ადამიანად აქცევენ, “მსგავსება გახლავთ ის, რაც ადამიანს ღმერთად აქცევს. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ვიყოთ თავისუფლები, მაგრამ ეს თავისუფლება მე შემიძლია გამოვიყენო როგორც სიკეთისათვის ისე ბოროტებისათვის, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ ვიყო გონიერი, მაგრამ მე ჩემი გონებით შემიძლია მკვლელობის იარაღი შევქმნა, მე გონებით შემიძლია დანაშაულებრივი საქმე მოვიგონო, მე მომეცა სიყვარულოს შესაძლებლობა, მაგრამ მე შემიძლია ბოროტება შევიყვარო, ხომ გახსოვთ დოსტოევსკისთან სოდომური იდეალი”. მაშ ასე, თუკი მე ყველა ამ ჩემს საღვთო ხატების შესაძლებლობებს, ღვთის მსგავსად, მხოლოდ სიკეთისათვის გამოვიყენებ, მე გავხდები ღვთის მსგავსი. მაშ ასე, ადამიანის დავალება (მისია) იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის ხატებიდან იგი ღვთის მსაგვსებაში გადავიდეს. სამების საბჭოზე ღმერთს სურვილი აქვს, რომ თავის მსგავსად გვიხილოს ჩვენ და მისი განზრახვაც ეს არის, მაგრამ იგი მხოლოდ თავის ხატად გვქმნის ჩვენ, რათა ჩვენ, ჩვენი შრომით განვაგრძოთ სიარული. 

 

ამონარიდი მამა ანდრეი კურაევის ვიდეო ლექციიდან

 

თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

საიტზე ასევე განთავსებულია დიაკონ ანდრეი კურაევის სხვა სტატიები:

 

 

რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

ადამიანის შექმნის შესახებ

მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ

ტიბეტი

"ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა"