წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი
III-ნაწილი
ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეგნატესა და ფოტიოსის პატრიარქობის დროს უარის ეთქვა პრიმატთან დაკავშირებულ პაპისტურ მოთხოვნებს. ასევე აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი:
1. 861 წლის კრებამ (ამ კრების დროს პატრიარქი ეგნატე უკვე გადამდგარი იყო) კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილება პატრიარქ ეგნატეს განკვეთის შესახებ საბოლოოდ და შეუცვლელ დადგენილებად მიიჩნია, მიუხედავად იმისა რომ ეს საკითხი რომს არ განუსჯია[1].
2. როდესაც პაპმა კრების შემდეგ თავის ეპისტოლეში ( Proposueramus) იმპერატორი მიქაელის (865) მიმართ[2] ეჭვქვეშ დააყენა კონსტანტინოპოლის საყდრის საპატრიარქო უფლებები (რომლებიც ჰქონდათ მხოლოდ რომს, ალექსანდრიას, ანტიოქიას და იერუსალიმს[3]), განაცხადა, რომ აქვს უფლება ჩაერიოს კონსტანტინოპოლის საყდრის საქმეებში (რადგან მისი აზრით, არასოდეს არ განკვეთილა კონსტანტინოპოლის საყდრის პატრიარქი რომის ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე[4]) და როდესაც ეგნატესა და ფოტიოსს მოუწოდა რომში ჩასულიყვნენ განსასჯელად [5], აღშფოთებული აღმოსავლეთი უარს ეუბნება პაპისტურ პრეტენზიებს.
3. 869/70 წლების ე.წ. ,,პაპისტურ’’ კრებას, რომელში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო Libelli Satisfactionis-ზე ხელის მოწერა (ანუ პაპის პრიმატზე), ესწრებოდა ეპისკოპოსთა მცირე რაოდენობა (ბოლო სხდომას მხოლოდ 103 ეპისკოპოსი ესწრებოდა). საპირისპიროდ 879/80 წლების კრებას ესწრებოდა 383 ეპისკოპოსი[6].
4. Libellus Satisfactionis-ში არსებული გადაწყვეტილებები, რომლებიც რომში მიიღეს, კვლავ განიხილეს სინოდალურ პროცესზე. ამის დასტურია ის, რომ კრებაზე არ სცნეს პატრიარქ ფოტიოსის განკვეთა რომის მიერ. გადაწყდა მოეწვიათ ფოტიოსი თავის დასაცავად[7].
5. 869/70 წლების კრებამ უარი თქვა მიეღო კანონი, რომელიც აღიარებდა პაპის პრიმატს, როგორც ეს მოცემული იყო Libellum Satisfactionis-ში და პაპების ეპისტოლეში (ნიკოლოზის და ადრიანეს), საპირისპიროდ მიიღეს კანონები რომლებიც საუბრობენ პენტარქიაზე[8].
6. 869/70 წლების კრებაზე ფოტიოსის განყენება მოხდა არა ერთი, არამედ ხუთივე პატრიარქისგან[9].
7. ამ კრების 21-ე კანონში მტკიცედაა აღიარებული პენტარქია. თითოეული პატრიარქი ეთანხმება სხვების აზრს[10], შესაბამის სინოდალურ პროცესში. იგივე კრება აღიარებს პაპების განსჯის შესაძლებლობას მსოფლიო კრებებისაგან[11].
8) პატრიარქი ფოტიოსი არ აღიარებს 869/70 წლების კრების მიერ მის განყენებას, რადგან მოწვეული იყო არაკანონიკურად. აღმოსავლეთის პატრიარქების ე.წ. წარმომადგენლებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება წარმოედგინათ თავიანთი ეკლესიები[12].
9. როგორც 869/70 წლების, ასევე ათი წლის შემდეგ ჩატარებულ კრებაზე (879/80), უარყოფილ იქნა რომის პრეტენზია შესულიყო მის იურისდიქციაში ბულგარეთი. იგივეს ითხოვდა რომი ილირიისა და სამხრეთ იტალიასთან დაკავშირებითაც. პაპები ასევე მოითხოვდნენ შეჩერებულიყო კირილესა და მეთოდეს მიერ სლავების გაქრიასტიანება მორავიაში, რადგან პაპის შეხედულებით ეს რეგიონი შედიოდა მის იურისდიქციაში [13].
10. წმიდა ფოტიოსი ეგნატეს სიყვდილის შემდეგ[14] მეორედ ადის კონსტანტინოპოლის საყდარზე. კონსტანტინოპოლში ჯერ არ იყვნენ ჩასულები პაპის ლეგატები და კრებასაც არ ჰქონდა დაწყებული სამუშაოები.
11. Commonitorium-ი (მემორანდუმი), რომელიც ჩამოიტანეს პაპის ლეგატებმა და პაპი იოანე თავის წერილში დიდებულების მიმართ, ფოტიოსისაგან ითხოვენ შენდობის თხოვნას კრების წინაშე. რა თქმა უნდა ეს მიუღებელი იყო და არც განხორციელებულა[15].
12. 879/80 წლების კრების 2-ე სხდომაზე პაპის მოთხოვნის თანახმად ტვიროსის ეპისკოპოს თომას (ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი და 869/70 წლების კრების ერთადერთი ცოცხალი მონაწილე აღმოსავლეთის საპატრიარქოების წარმომადგენლებიდან) შენდობა უნდა ეთხოვა პაპისთვის და ეს უკანასკნელიც შეუნდობდა. ამგავრი მოთხოვნა კრებამ უარყო. კრების თანახმად, შენდობის უფლება ჰქონდა იმას, ვის წინააღმდეგაც მოხდა დანაშაული, ანუ პატრიარქ ფოტიოსს[16].
13. როდესაც მე-4 სხდომაზე პაპის წარმომადგენლებმა ითხოვეს ერისკაცების ნაჩქარევი ხელდასხმის აკრძალვა, აღმოსავლეთის პატრიარქებმა მოთხოვნა არ მიიღეს[17]. ადგილობრივ ეკლესიებს შეეძლოთ ჰქონოდათ განსხვავებული ჩვეულებები მეორეხარისხოვან საკითხებში.
14. 879/80 წლების კრების I კანონით აღიარებულ იქნა ყველა საპატრიარქოს შიდა ავტონომია. კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან გამართლებული ან განყენებული სასულიერო პირები, რომმა უნდა ცნოს გამართლებულად ან განყენებულად და პირიქით.[18]
უდავოა, რომ საერთო თეოლოგიური დოკუმენტები, რომლებსაც ხელი მოეწერათ თეოლოგიური დიალოგის პირველ ათწლეულში, უდიდეს წინსვლას წარმოადგენენ და მიუთითებენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანხმობაზე (რა თქმა უნდა საფუძველი ყოველთვის საერთო თეოლიგიური ტრადიციაა). მიუნხენის დოკუმენტი (1982 წ.) ეკლესიას განსაზღვრავს, როგორც ადგილობრივ ევქარისტიულ შეკრებას, ასევე გამოყოფს საღმრთო ევქარისტიის მნიშვნელობას ეკლესიის დაცვის, განცხადების, და ერთიანობის საქმეში [19]. ბარის დოკუმენტში (1987 წ.) აღნიშნულია რომ: ,,რწმენაში ერთობა წარმოადგენს საიდუმლოებითი (ევქარისტიული) ერთობის წინაპირობას. ეკლესიის ერთობის კრიტერიუმს არ წარმოადგენს რომის ეპისკოპოსთან კავშირი. უცდომელია მხოლოდ მსოფლიო კრება, სადაც მთელი საეკლესიო სხეულის მიერ (და არა ცალკეული პიროვნების მიერ, მგალითად პაპის) გამოიხატება ჭეშმარიტებასთან მისი კავშირი.’’[20]. ახალი ბალამოს (ფინეთი) დოკუმენტში (1986 წ.) ნათქვამია, რომ თითოეული ეპისკოპოსი არის მოციქულთა მემკვიდრე და ხაზი ესმება პენტარქიას, რომელიც არის უძველესი და კანონიკურად დადგენილი საეკლესო სისტემა.[21] ამგავრი უდავო წინსვლის საპირისპიროდ, აღმოსავლეთში იმედგაცრუება გამოიწვია დიალოგის მეორე ათწლეულში (1990-2000) არსებულმა წარუმატებლობებმა უნიის საკითხთთან დაკავშირებით. Freising-ის (მიუნხენი) მოლაპარაკებები დამთავრდა ერთი მხრივ უნიის დამგმობი დოკუმენტის მიღებით,[22] მაგრამ კათოლოკებმა ეს დოკუმენტი არ გაასაჯაროეს (L’Osservatore Romano ჟურნალშიც კი არ დაბეჭდილა). მოგვიანებით Balamand-ის (ლიბანი) დოკუმენტში (1993 წ.) ორივე ეკლესია „და“ ეკლესიებად არიან მოხსენებული[23] (როგორც მათ ახასიათებს წმიდა მარკოზ ეფესელი [24]) და აღნიშნულია, რომ უნია შეუძლებელია მიღებულ იქნას ერთობის აღდგენის საფუძვლად. ამგავრი შეხედულება სამწუხაროდ სერიოზულად არ იქნა აღქმული კათოლიკური ეკლესიისაგან. Emmitsburg-ში (ბალტიმორი) 2000 წელს მართლმადიდებლებმა უნია დაახასიათეს როგოც არანორმალური საეკლესიო მდგომარეობა, რომელიც არ ეთანხმება განუყოფელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას. [25] ცხადი იყო რომ ვერ მოხერხდებოდა საერთო დოკუმენტის შედგენა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ (2006 წ.) კათოლიკური ეკლესია უარს აბობს დასავლეთის პატრიარქის ტიტულზე, რაც გამოიხატა პონდიფიკატური კალენდრიდან ამ ტიტულის ამოღებით[26].
ბელგარდში გამეორებულმა დიალოგმა (2006), ნაყოფი გამოიღო, შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი (რასაც დიალოგების მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც აღიარებენ), რომელიც საბოლოოდ მიღებულ იქნა რავენაში (იტალია 2007). დოკუმენტს ეწოდება: „ეკლესიის საიდუმლოებითი ხასიათის ეკლესიოლოგიური და კანონიკური შედეგები. საეკლესიო კავშირი, სინოდალურობა და ავთენტურობა“[27]. დოკუმენტის 45-ე პარაგრაფში აღნიშნულია: „რომის ეპისკოპოსის როლის საკითხი საეკლესიო კავშირში უფრო სიღრმისეულად უნდა იქნას განხილული“. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია კრიტიკულად განწყობილთა განსაკუთრებული სიფრთხილე მართლმადიდებლურ პრინციპებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი იყო რავენის დოკუმენტის გაკრიტიკება (იმ თემებთან დაკავშირებით რომლებზეც საუბარია მე-40 და 42-ე პარაგრაფში, ანუ სინოდალურობასთან დაკავშირებით რაც ხორციელდება მსოფიო კრებებისაგან). 42-ე პარაგარაფში ნახსენებია რომის ეპისკოპოსი, რომელიც მიუხედავდ იმისა რომ არ თავმჯდომარეობდა პირადად არცერთ მსოფლიო კრებას, უდიდეს საყდართაგან პირველია (ანუ ხუთ პატრიარქს შორის პირველი), მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ კრებებზე და „დიდ როლს ასრულებდა კრებებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“. არ კონკრეტდება რას ნიშნავს რომის ეპისკოპოსის „დიდი როლი“, ნათელია უნდა მომხარიყო მისი როლის განსხავება სხვა პატრიარქების როლისაგან. 44-ე პარაგრაფში აღიარებულია რომის ეპისკოპოსის (როგორც პირველის პატრიარქთა შორის) პრივილეგიები მსოფლიო დონეზე, აქაც ამ პრივილეგიების შინაარსი არ კონკრეტდება. კრიტიკულად განწყობილნი[28] ცდილობენ ხელმოსაჭიდი იპოვონ დოკუმენტის 10-ე პარაგრაფში სადაც აღნიშნულია რომ: კათოლიკე ეკლესიაში „უპირატესებმა უნდა აღიარონ ვინ არის მათ შორის პირველი“, ასევე აღსანიშნავია კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლობის თავმჯდომარის Walter Kasper-ის განცხადება[29] რომ: „რავენაში მნიშვნელოვანი წინსვლაა ის იყო, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ისტორიაში პირველად განაცხადეს: დიახ, კათოლიკე ეკლესიაში არსებობს სინოდალურობა და და ავთენტურობა. ეს ნიშნავს რომ არსებობს ასევე პრიმატი. ეკლესიის პრაქტიკის თანახმად პირველი არის რომის ეპისკოპოსი.“ მაგრამ რა აღიარეს მართლმადიდებლებმა ისტორიაში პირველად რავენაში? პირველ ათასწლეულში მართლამდიდებლები არ აღიარებდნენ რომის ეპისკოპოსის პატივით უპირატესობას (როგორც პირველის თანაბართა შორის)? რა თქმა უნდა მართლმადიდებელ ეკლესიებს ამაზე მეტი არაფერი უღიარებიათ რავენაში.
მართლმადიდებლურ სამყაროში მღელვარება გამოიწვია Walter Kasper-ის განცხადებებმაც რომლებიც გააკეთა ერთობის აღდგენასთან დაკავშირებით (წყარო: Avvenire, 24 ოქტომბრი 2009 წ.) მითითებულ გაზეთში დიალოგის მიმდინარეობის შესახებ ნათქვამია: „ამ შეხვედრებზე გამოვიკვლიეთ რომის ეპისკოპოსის პრიმატის საკითხი პირველ ათასწლეულში. ვფიქრობ დიალოგის შედეგად მივედით საერთო დასკვნამდე, რომ არ არსებობდა მხოლოდ პატივის უპირატესობა. მართალია 2007 წელს რავენაში შევთანხმდით, რომ უძველეს ეკლესიაში რომის ეპისკოპოსი პირველი იყო კანონიკურ რიგში, პაფოში საკითხის არსში შევიჭერით გამოვიკვლიეთ რა მამათა ნაშრომები და მოციქულთა ნაშრომები. ცხადია ის „განსაკუთრებული გავლენა“ რაც ჰქონდა რომის ეპისკოპოსს ეკლესიაში, მაგრამ შეფასებისას შეეცადნენ მისი როლის დამცირებას“. უკანასკნელი ორი ფრაზა აკონკრეტებს: „მოცემულ მომენტში არ არსებობს თანხმობა როგორ უნდა განისაზღვროს ძალაუფლების ამგვარი ფორმა. ვალდებულნი ვართ წინ ვიაროთ და გავაგრძელოთ დიალოგი.“
მოსაზრება რომ რომის ეპისკოპოსი მსოფლიო კრებებისთვის იყო ჭეშმარიტების ავთენტური კრიტერიუმი, რომელსაც სხვები უნდა დათანხმებოდნენ, ისტორიულად არ დასტურდება, რადგან მაგალითად IV მსოფლიო კრებაზე პაპი ლეონის ტომოსი[30] მიიღეს მხოლოდ მისი განხილვის შემდგომ. შეგვიძლია გავიხსენოთ რომ 869-870 წლების კრებაზე, რომელიც კათოლოკური ეკლესიისთვის არის VIII მსოფლიო კრება, ფოტიოსის განკვეთისას არ მომხდარა უბრალოდ პაპის გადაწყვეტილების მიღება (მას უკვე განკვეთილი ჰყავდა ფოტიოსი), არამედ მოხდა ამ საკითხის თავიდან განხილვა. ფოტიოსის დროს ჩატარებულ კრებაზე (879-80 წ.) რომელიც მათლმადიდებლების დიდი ნაწილისთვის არის VIII მსოფლიო კრება, ფოტიოსი საპატრიარქო საყდარზე დაბრუნდა რომის პაპ იოანე VIII-საგან დამოუკიდებლად. ფილიოკვეს საერთო დაგმობამ (რაც წარმოადგენდა ფოტიოსის თეოლოგიური ბრძოლის შედეგს) და განსხავებული ტრადიციების პატივისცემაზე შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კავშირი.
უკვე დიდი ხანია (80-იანი წლებიდან) აღმოსავლეთის და დასავლეთის თეოლოგიურ წრეებში ცნობილია იმდროინდელი ლექტორის იოსებ რაცინგერის და შემდგომშ რომის პაპის ბენედიქტე XVI-ის შეხედულება, თუ როგორ შეიძლება შეთანხმდნენ მართლმადიდებლები და კათოლიკები პაპის პრიმატთან დაკავშირებით [31]. იოსებ რაცინგერის აზრით აღმოსავლეთმა უნდა შეწყვიტოს, ვატიკანის პირველი კრების მიერ (1870 წ.) მიერ მიღებული პაპის პრიმატის და უცდომელობის, როგორც ჭეშმარიტებისგან გადახვევის შეფასება, ხოლო დასავლეთმა არ უნდა მოითხოვოს აღმოსავლეთისაგან იმაზე მეტი რაც პირველ ათასწლეულში არსებობდა რომის ეპისკოპოსის და ეკლესიების ურთიერთობებში. იმისთვის რომ ამ სქემამ იმოქმედოს და მართლმადიდებელი ეკლესიები უფრო ახლოს მივიდნენ პაპის პრიმატის დოგმასთან (როგორც ჩამოყალიბდა ვატიკანის პირველ კრებაზე), დაჟინებით ხდება ფოტიოსის კრებაზე (879-80 წ.) მიღწეული შეთანხმების წარმოჩენა, სადაც საუბარია ერთობაში განსხვავებების შენაჩუნებაზე. ეს კრებაა ნახსენებია კრეტის დოკუმენტში[32] (1988 წ.) რის საფუძველზეც გაიმართა დიალოგი 1999 წელს პაფოში და გაგრძელდა (2010 წ.) ვენაში.
წმიდა ფოტიოსის მტკიცე პოზიცია პაპი ნიკოლოზის, ადრიანესა და იოანეს წინაშე ადასტურებს რომ განსხვავებულობა მისაღებია, როდესაც საქმე ეხება არა დოგამტურ (ფილიოკვე), არამედ მეორე ხარისხოვან საკითხებს. ფოტიოსის მთელი მოღვაწეობა აჩვენებს რომ მოციქულთა 34-ე კანონი მოქმედებდა არა მხოლოდ ეპრქიულ, არამედ მსოფლიო მასშტაბით. პრიმატი არცერთ საფეხურზე არ მოქმედებდა სინოდალურობის ფარგლებს გარეთ. რომის ეპისკოპოსის როლი არ შეიძლება მოსაზრებულ იქნას პენდარქიის ან მსოფლიო კრების მიღმა და არც მათზე მაღლა დგას[33].
ფოტიოსის ეპოქის ისტორიული წყაროების კვლევა აჩვენებს რომ ჯერ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ვიდრე ვაღიარებდეთ: „ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება“, მაგრამ მათთვის, ვინც განათლებული გონებით და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით უჭერენ მხარს დიალოგს, ეს გზა ხსნილია „რათა ყოველნი ერთ იყვნენ... რათა სოფელსა რწმენეს“ (ინ. 17, 21). უდავოა რომ სწორედ ამ გზასაა შედგომილი მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს ხელმძღვანელობით.
[1] GLANVELL W.V., Die Kanonensammlung des Kardinals Deusdedit, Paderborn 1905, 603: «Sententia synodi data est contra Ignatium et in ecclesia nostra ille iam causam non habet et questionem non uenit, sed propter honorem sancti P(etri) et sanctissimi et universalis pape Nycolai renouari eius et iudicari placet omnibus nobis».
[2] Mansi 15, 187A - 216C. PL 119, 926 - 962. MG ep. VI, 454 - 487.
[3] Mansi 15, 205C: «Per has igitur tres precibuas ecclesias, omnium ecclesiarum sollicitudo beatorum apostolorum principum Petri ac Pauli procul dubio moderarem expectat».
[4] ΚΑΤΕΡΕΛΟΣ Κ., ზემოთ დასახელებული ნაშრომი გვ. 118.
[5] პაპი ნიკოლოზის აზრით რომის სამოციქულო საყდარი წარმოადგენდა უმაღლესი ავტორიტეტის მატარებელს, რომელზე მაღლა აღარაფერი არ იდგა. MANSI 15, 210A: «pater profecto sedis apostolicae, cujus auctoritate major non est, judicium a nemine fore retractandum, neque cuiquam de ejus liceat judicare judicio». 98.
[6] . MEIJER J., ზემოთ დასახელებუ;ლი ნაშრომი, გვ. 383: «There were 383 bishops present, a clear manifestation of the strength of the followers of Photius, especially if we compare this number with that of the synod ten years earlier which started with only thirteen bishops».
[7] მეოთხე სხდომის დროს „დიდებულმა და პატივდებულმა დიდებულებმა“ დააკმაყოფილეს ფოტიოსის და მისი მომხრე ეპისკოპოსების მოთხოვნა და მათ მიეცათ თავდაცვის შესაძლებლობა. „თუ გსურთ წარმოსდგნენ ფოტიოსი და მისი ეპისკოპოსები რათა ჩვენს წინაშე დაიყოს მათი პირი კრების გადაწყვეტილებების მიერ“ (Mansi 16, 329AB). წმიდა ფოტიოსი კრების წინაშე წარსდგა მეხუთე სხდომაზე.
[8] კრების 17-ე და 21-ე კანონი საუბრობენ პენტარქიაზე (Mansi 16, 174ABCD ηd 170E-172A). 26-ე კანონი (Mansi 16, 177D-178D) ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კრძალავს რომელიმე საპატრიარქომ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ აწარმოოს მართლმსაჯულება.
[9] Mansi 16, 317E - 320A: „პრესვიტერთა რომის ეკლესიის პირველმოსაყდრემ და აღმოსავლეთის სამმა საყდარმა, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის, რომლებიც არ აღიარებენ ფოტიოსს, არ არის აუცილებელი მოიწვიონ ფოტიოსი გამოსაკითხად და განსასჯელად“.
[10] Mansi 16, 174 AD. de VRIESW., Die Entstehung der Patriarchate des Ostens..., 355: «Das 4. Konzil von Konstantinopel, das den Photius verurteilte, stellte in seinem Canon XXI die Rangordnung: Konstantinopel, Alexandrien, Antiochien, Jerusalem auf».
[11] Mansi 16, 405C (ლათინური ოქმების 21-ე კანონი იგივეა რაც ბერძნული რეზიუმეს 13-ე კანონი): „თუ მსოფლიო კრება შედგება და იქ წარმოიშვება რომის წმიდა ეკლესიის შესახებ კითხვები, მოკრძალებით და მოწიწებით მოხდეს შესაბამისი საკითხების განხილვა, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება და სარგებელი ინახოს, თავხედურად ნურავინ მოეპყრობა რომის იერარქებს“. მნიშვნელოვანია VRIES W. შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით, თავის ნაშრომში: Les structures écclesiales vues dans l’ histoire des sept premiers conciles oecuméniques, Paris 1974, გვ. 268. «Mais on reconnaît, par contre, la possibilité qu’ un concile universel en vienne à des désaccords avec l’ Église romaine... On ne peut pas dire pourtant que le concile fasse purement et simplement sien ici le point de vue romain de l’ immunité absolue du Siège apostolique...».
[12] ეს კარგად ჩანს ფოტიოსის კრებაზე (879/880). Mansi 17, 432A. რომელიმე პატრიარქის განყენება შეეძლოთ მხოლოდ დანარჩენ პატრიარქებს ერთად. სწორედ ამიტომ თეოდორე სტუდიელი არაკანონიკურად თვლიდა პატრიარქი ნიკიფორეს საპატრიარქო საყდრიდან გადაყენებას (PG 99, 142µ): „თუ პატრიარქობიდან განყენება მოხდება თანამსახურთა მიერ, როგორც ამას სარღმრთო დიონისე ამბობს, განყენებულის დაბრუნება უნდა მოხდეს“.
[13] ΦΕΙΔΑΣ ΒΛ. Εκκλησιαστική Ιστορία Β΄ 46-59, 123, 108, 135. ასანიშნავია წმიდა ფოტიოსის პასუხი პაპის მოთხოვნაზე, ეღიარებინა მისი იურისდიქცია ბულგარეთში 879/880 წლების კრებაზე (Mansi 17, 420AB): „პაპ ნიკოლოზს რომელიც ზოგიერთ სამრევლოს და საყდარს ითხოვს ამ წერილით მივმართავთ და ვეუბნებით რომ იმ საყდრებს რომლებსაც ითხოვს შენი სიწმიდე, აღმოსავლეთის სამეფოში შედიან. ჩვენმა გადაჭარბებულმა სიყვარულმა არ უნდა დააზიანონ სამეფოს საჭიროებანი, ასევე არც სხვა რომელიმე წესი ან ტრადიცია. ამგვარ შეხედულებაში მეთანხმება ჩვენი სამღვდელოება. არასოდეს გვიმოქმედია ისე, როგორც რომის საყდარი გვკარნახობდა. მე მზად ვარ რამდენადაც მეგობრობა ნებას მრთავს გადმომეცა ის რასაც ითხოვ, რადგან ნამდვილი მეგობრობა არ ეძიებს თავისას არამედ ასრულებს მოყვასის ნებას.“
[14] Mansi 17, 397C: „ღვთისმოშიშება გვაიძულებდა ის კაცი დაგვებრუნებინა, ვინც ჩვენამდე იყო იმ ადგილას, ანუ ლეგატების იქ ჩასვლამდე. ჩვენ ეს საკითხი გადავწყვიტეთ არა ჩვენი ავტორიტეტის გამოყენებით, არამედ სამოციქულო განწესებების და მამების კანონების მიხედვით.“ (პაპი იოანეს ეპისტოლე დიდებულთა მიმართ).
[15] MAIJER J.,ზემოთ დასახელებული ნაშრომი, გვ. 80-81: «Retaining a clear reference to the original letter, the Constantinopolitan version thus elimiminated the condition that Photius would be recognised if he asked for mercy before the synod (App. 270-278 RV). Photius was orthodox, he had not been wrong. Why therefore should he ask for mercy? The Roman legates, who had learned to undestand the real situation of the Church of Constantinople, and who became convinced of the rightness of the Byzantine opinion, agreed to omit this condition. იქვე გვ. 223 (App. 288-293 RV): «...una voluntate parique voto consentientibus eundem Fotium satistaciendo atque coram synodo misericordiam quaerendo in vera dilectione fratrem...».
[16] Mansi 17, 440E-441A: „წმიდა კრებამ თქვა: ვიხილეთ, რომ ღმერთს მისწვდა ჩადენილი ცოდვა; გარდა ამისა ეს დანაშაული ჩვენი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ მოხდა და სწორედ მან უნდა შეუნდოს. ფოტიოსმა უწმიდესმა პატრიარქმა თქვა: როგორც ჩვენმა ძმებმა, ასევე აღმოსავლეთის სამღვდელთმთავრო საყდრებმა გვთხოვეს შევუნდოთ მას ის რაც ჩვენს წინააღდეგ ჩაიდინა¨.
[17] Mansi 17, 488E-489A: „მარტიროპოლის მიტროპოლიტმა და მმართველმა ბასილიმ, პრესვიტერმა და მმართველმა ილიამ და ალექსანდიის ლეგატმა კოზმამ თქვეს: ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო ჩვეულებას. ალექსანდრია, ანტიოქიის საყდრის პატრიარქი და ასევე წმიდა ქალაქის პატრიარქი თუ თავიანთ სამწყსოში აღმოაჩენენ ერისკაცს, ბერს თუ მღვდელს, რომ სხვებს აღემატება მოღვაწეობაში, საეპისკოპოსო საყდარეზე მათი ავყვანისაგან თავი არ შეიკავონ“.
[18] Mansi 17, 497DE.
[19] მიუნხენის დოკუმენტი, ზემოთ დასახ. 15 (Β΄ 1). ΜΑΡΖΕΛΟΣ Γ., ზემოთ დასახ. გვ. 200-207.
[20] ბარის დოკუმენტი, ზემოთ დასახ. გვ. 5, 13. (§ 2, 36). ΜΑΡΖΕΛΟΣ Γ., ზემოთ დასახ. გვ. 210.
[21] ახალი ბალამოს დოკუმენტი, ზემოთ დასახ. გვ. 17. „ხელდასხმით ყველა ეპისკოპოსი ხდება მოციქულთა მემკვიდრე. რომელი ეკლესიის მეთაურიც არ უნდა იყოს იგი მისი (ეკლესიის) პატივი სხვების თანაბარი იქნება“ (§ 49). იმავე დოკუმენტში გვ. 12 (§ 52): „პენტარქია ამ სახით დადგინდა: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი, მიუხედავდ იმისა რომ დროის გასვლასთან ერთად გამოჩნდნენ სხვებიც (პენტარქიის გარეთ) არქიეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, პირველმოსაყდრენი და პატრიარქები“. ΜΑΡΖΕΛΟΣ Γ., ზემოთ დასახ. გვ. 217-218.
[22] Επισκέψεις, 443 (15.7.1990) 12-15. ΜΑΡΖΕΛΟΣ Γ., ზემოთ დასახ. გვ. 221.
[23] იხ. Balamand-ის დოკუმენტი Επισκέψεις, 496 (30.9.1993) 28, § 14: „მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები ორმხრივად ვადასტურდებთ რომ წარმოვადგენთ „და“ ეკლესიებს, ერთდროულად ვართ პასუხისმგებელნი საღვთო განგებულებისადმი ეკლესიის ერთგულებაზე“.
[24] ΛΑΡΕΝΤΖΑΚΗΣ Γρ., Ο Άγιος Μάρκος Ευγενικός και η ενότητα των Εκκλησιών Ανατολής και Δύσεως..., გვ. 59-60.
59-60. Que supersunt Actorum Graecorum Concilii Florentini, გამოც. I. Gill, Rom 1953, 52. GARIJO-GUEMBE M.M., „Αδελφές Εκκλησίες σε διάλογο“ Επιστημονική Επετηρίδα Θεολογικής Σχολής, Τμήμα Θεολογίας Τόμος Ε΄ (1995) 381.
[25] ეფესოს მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსის აზრით უნიატური ეკლესიები ან უნდა გადავიდნენ ლათინურ წესზე ან უნდა შევიდნენ მართლმადიდებელ ეკლესიებში, საიდანაც მოდიან. ΧΡΥΣΟΣΤΟΜΟΥ, ΜΗΤΡΟΠΟΛΙΡΗ ΕΦΕΣΟΥ, Η ανγνώριση των μυστηρίων των ετεροδόξων στις διαχρονικές σχέσεις Ορθοδοξίας και Ρωμαιοκαθιλικισμού, Κατερίνη 1995, 36.
[26] Βλ. Φειδᾶ, Πατριάρχης τῆς Δύσεως καί Παπικός θεσμός. Μια ορθόδοξη προσέγγιση, Επισκέψεις 660 (2006) 18. ΤΣΙΓΚΟΣ Β., Η θέσις του πατριάρχου Ιεροσολύμων και του ¨»πατριάρχου της Δύσεως» στην Καθολική Εκκλησία και η εκκλησιολογία της «κοινωνίας» στην επιστολογραφία του Αγίου Θεοδώρου του Στουδίτου, στην επιστομονική Επιστημονική Επετηρίδα Θεολογικής Σχολής, Τμήμα Κοινωνικής Θεολογίας, Τόμος 11, 2006, 41-45. მსოფლიო საპტრიარქოს განცხადება რომის პაპი ბენედიქტე XVI-ის მიერ დასავლეთის პატრიარქის ტიტულის გაუქმების შესახებ (8 ივნისი 2006 წ.) იხილე ვებგვერდზე: www.ecpatr.org/docdisplay.php. ათენის არქიეპისკოპოსი ქრისტოდულოსის წერილი რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის მიმართ იხილე: Εκκλησία 83, 6 (2006) 420. პაპის პასუხი იხ.: Εκκλησία 83, 7 (2006) 508. THAVIS J., “Experts hopes to get derailed Catholic-Orthodox dialogue back on track”, ვებგვერდზე: www.catholicnews.com (18.8.2006). 6.2. ΜΑΡΤΖΕΛΟΣ Γ., Ορθόδοξο δόγμα και θεολογικός προβληματισμός, Γ΄, θεσσαλονίκη 2007, 322: „ამგვარი მოქმედება მართლმადიდებლური ხედვით მიუღებელია, რადგან წარმოადგენს პენტარქიის ისტორიული და კანონიკური სისტემის დარღვევას, ამავდროულად ეწინააღმდეგება წინა სამ საერთო დოკუმენტს, განსაკუთრებით ახალ ბალამოში შეთანხმებულ და ხელმოწერილ დოკუმენტს“.
[27] რავენის დოკუმენტის შესახებ იხ. ΜΑΡΤΖΕΛΟΣ Γ., Ορθοδοξία και σύγχρονος διάλογος..., 269-293.
[28] ΑΡΧΙΜ. ΣΑΡ. ΣΑΡΑΝΤΟΣ, Οικουμενιστικά βήματα απο την Ραβέννα εως τν Ελούντα, Θεοδρομία 11, 1 (Ιαν.-Μαρτ. 2009) 82-104. ΑΡΧΙΜ. ΓΕΩΡΓΙΟΣ (Καθηγούμενος της Ιεράς Μονής Οσίου Γρηγορίου Αγίου Όρους), το κείμνο της Ραβέννας και το Πρωτίο του Παπα, Παρακαταθήκη 57 (Νοεμ.-Δεκεμ. 2007), 4-12. ΑΓΙΟΡΕΙΤΟΤ ΜΟΝΑΧΟΥ, Κριτική εις την συμφωνίαν της Ραβέννης του Οκτωβρίου 2007, Παρακαταθήκη 59 (Μαρτ.-Απριλ. 2008) 10-14.
[29] Αρχιμ. ΓΕΩΡΓΙΟΣ (ΚΑΨΑΝΗΣ), Το κείμενο της Ραβέννας... ზემოთ დასახ. გვ. 10-11.
[30] ARENS H., Die christologische Sprache Leos des GrÔßen. Analyse des Tomus an den Patriarchen Flavian , Freiburg-Basel-Wien 1979, 15, იქვეა აღნიშნული A. Grillmeier-ის შეფასება: «Grillmeier nennt den Tomus “das bedeutendste christologische Dokument seiner Art, das die lateinische Kirche hervorgebracht hat”. Ähnliche Bewertungen lassen sich leicht zu einer langen Kette aneinander reihen».
[31] ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს თავის ნაშრომში: RATZINGER J., Theologische Prinzibienlehre , München 1982, 209: «Die Einigung konnte hier auf der Basis geschehen, daß einerseits der Osten darauf verzichtet die westliche Entwicklung des zweien Jahrtausends als häretisch zu bekämpfen und die katholische Kirche in der Gestalt die sie sich bewahrt hat, als rechtmässig und rechtglaubig akzeptiert, die sie in dieser Entwicklung gefunden hat, während umgekehrt der Westen die Kirche des Ostens in der Gestalt, die sie sich bewahrt hat, als rechtglaubig und rechtmässig anerkennt». იმავე შეხედულებას იმეორებს, რომელიც გმოთქმული ჰქონდა თავის სტატიაში: Prognosen für die Zukunft des Ökumenismus, Ökumenisches Forum. Grazer Hefte für konkrete Ökumene 1 (1977) 31-41. P. Weß, Papstamt jenseits von Hierarchie und Demokratie, Münster - Hamburg - London 2003, 54.
[32] დოკუმენტის უკანასკნელი პარაგრაფია (§ 32). იხ. ზემოთ.
[33] KALLIS AN., Brennender und nicht verbrennender Dornbusch. Reflexionem orthodoxer Theologie , Münster 1999, 367: «Solange Rom nicht bereit ist, daß Prinzip der Pentarchie zu akzeptieren und auf die Ausübung über patriarchaler Rechte über den Osten zu verzichten, erscheinen alle diesbezüglichen Modelle als theologische Verrenkungen die zwar bei vielen ökumenische Hoffnungen wecken, nicht jedoch eine reale Chance für die Einheit bieten».
წმინდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი I
წმინდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი II
სპეციალურად საიტისთვის სტატია ბერძნულიდან თარგმნა ნიკოლოზ ღონღაძემ