უცნობი ფაქტები მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას შესახებ

 

         მთავარეპისკოპოსი ათენაგორა ხელმძღვანელობდა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ეპარქიას 1930-1948 წლებში, შემდეგ 1972 წლამდე იყო მსოფლიო პატრიარქი. მის პიროვნებას გამორჩეული ადგილი უკავია მეოცე საუკუნის და ზოგადად ეკლესიის ისტორიაში, გთავაზობთ რამდენიმე უცნობ ფაქტს მის შესახებ.

1-     ათენაგორა სასულიერო სემინარიაში სწავლის დროიდან ფიქრობდა საპატრიარქო მსახურებაზე- ერთ-ერთი მემატიანეს მიხედვით, როგორც ახალგაზრდა სემიანრიელი სტუდენტი, ათენაგორა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მსოფლიო პატრიარქის მოღვაწეობაზე. ‘’ამ მიზანმა აშკარად განაპირობა მისი როგორც სამხრეთ და ჩრდილო ამერიკის მთავარეპისკოპოსის მოგვიანო მოქმედებები,.’’

2-     მისი აღმზრდელი იყო მელეტიოს მეტაქსაკისი- ათენის მიტროპოლიტი (და მოგვიანებით მსოფლიო პატრიარქი) მელეტიოს მეტაქსაკისი თანაბრად იყო მნიშნელოვანი და დაპირისპირებული ფიგურა. ეს სწორედ ის მელეტიოსია, რომელმაც დაარსა ბერძნული სამთავარეპისკოპოსო, მან განავითარა მივიწყებული აზრი, რომ ქალკედონის  28-ე კანონის[1] მიხედვით მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება ყველა ‘’უცხოტომელთა კუნძულზე’’, იგივე ხელმძღვანელობდა ე.წ. ,,ახალი სტილის კალენდრის’’ შესახებ არსებულ განხილვებს და.ა.შ. თუმცა ათენაგორა იყო მასზე ძლიერი პოლიტიკური მოაზროვნე, რაც დაეხმარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში ყოფილიყო მსოფლიო პატრიარქი.

3-     ათენაგორა კუნძულ კორფუზე იყენებდა ორღანს- აშშ-ში ჩასვლამდე  ათენაგორა იყო კორფუს მიტროპოლიტი, სადაც დაამკვიდრა ორღანის გამოყენების წესი, რასაც საბერძნეთის ეკლესიის წმ. სინოდის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეპისკოპოსი მათ ყურადღებას არ აქცევდა. კორფუ რჩება საბერძნეთის ერთადერთ ეპარქიად, რომელშიც ორღანს იყენებდნენ. აშშ-ში ათენაგორა აქტიურად ემხრობოდა ორღანის გამოყენების იდეას.

4-     მას სურდა აშშ-ს არმიაში სამსახური- 1941 წლის 8 დეკემბერს, პერლჰარბორზე იაპონური შეტევის შემდეგ 56 წლის ათენაგორა, რომელიც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის მართლმადიდებლურ სამთავარეპისკოპოსოს ხელმძღვანელობდა, ცდილობდა აშშ-ს შეიარაღებულ ჯარებში გაწევრიანებას, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

5-     ათენაგორამ გადასცა ჰარი ტრუმანს ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი- 1947 წელს ათენაგორამ უსახსოვრა თავის მეგობარ, აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმანს ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი. მომდევნო დღეს გაზეთებში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ატენაგორა ტრუმანს შუბლზე კოცნის.  

6-     ათენაგორა გაფრინდა კონსტანტინოპოლში ტრუმანის პირადი თვითმფრინავით- 1948 წელს ათენაგორა გამოირჩიეს მსოფლიო პატრიარქად. პრეზიდენტმა ტრუმანმა პირადი თვითმფრინავი მისცა პატრიარქს თურქეთში გასამგზავრებლად. ამ დროს ტერმინი- “Air Force One” ჯერ არ გამოიყენებოდა, არამედ თვითმფრინავს ეწოდებოდა- “Sacred Cow.”

 

 



[1] ,,მივყვებით რა ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს, ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათი ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინოპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელთდასხმისათვის.’’

 

 

წყარო- http://orthodoxhistory.org

 

საიტზე პატრიარქ ათენაგორას შესახებ განთავსებულია:

არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

უცნობი ფაქტები მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას შესახებ

ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია    

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

ათენაგორა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი

 

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა