რომის პაპი ცელესტინე V (პიეტრო დი მურეონე)
პიეტრო დი მურეონე დაიბადა 1215 წელს, ნეაპოლის პროვინცია მოლინეში. (Moline) . გამოირჩიეს პერუჯაში, 1294 წლის 5 ივლისს, კურთხევა და კორონაცია შედგა აკვილიაში (aquila) 29 აგვისტოს, ტახტიდან გადადგა ნეაპოლში, 1294 წლის 13 დეკემბერს, გარდაიცვალა ფუმეონეს ციხე-სიმაგრეში, 1296 წლის 19 მაისს.
პიეტრო იყო ღარიბული წარმომავლობის. 17 წლისა გახდა ბენედიქტიანელთა ორდენის წევრი, ხოლო საბოლოოდ კი ეკურთხა რომში. მისი საყვარელი განმარტოებისათვის გაეშურა მონტე მარონის უდაბნო არბუზში, მოგვიანებით კი მაიელას მთის უფრო ველურ გამოქვაბულში გადაინაცვლა, საიდანაც მომდინარეობს კიდეც მისი გვარი. მან აიღო საკუთარ იდეალად იოანე ნათლისმცემელი, რომლის მსგავსადაც ეცვა უხეში სამოსი, ხოლო გარსშემოხვეული რკინის ჯაჭვი კი ღონეს აცლიდა მის სხეულს. პიეტრო მარხულობდა კვირის ყოველ დღეს, თითოეული წლის მანძილზე ინახავდა 4 მარხვას, მათგან სამს მხოლოდ პურითა და წყლით. მთლიან დღესა და ღამის უმეტეს ნაწილს ატარებდა ლოცვასა და შრომაში. როგორც უმეტეს შემთხვევებში ხდება ხოლმე, ამ განდეგილურ სურვილსაც არ ეწერა განხორციელიება. მრავალი პირი შეიკრიბა მის გარშემო, რომლებსაც უნდოდათ, რომ მიებაძათ ცხოვრების მისი წესისათვის. პიეტროს სიკვდილამდე, დასახელებულ ტერიტორიაზე არსებობდა 36 მონასტერი, ხოლო 600 რელიგიური მიმდინარეობა ატარებდა მის (დი მურეონეს) საპატიო სახელს. 1264 წელს, რომის პაპ ურბან მეოთხის მიერ ორდენი დამტკიცდა როგორც ბენედიქტიანელთა ერთ-ერთი მიმდინარეობა. წესით, ბენედიქტიანელ ცელესტინელთა მოძრაობისათვის, არ უნდა შეეშალათ ხელი ფრანცისკანელ ცელესტინიანელებს. ეს უკანასკნელნი იყვნენ ის რადიკალი მორწმუნეები, რომლებმაც პაპ ცელესტინესაგან მიიღეს ნებართვა 1294 წელს, რომ ეცხოვრათ წმ.ფრანცისკეს განწესებათა მიხედვით განდეგილების მსგავსად, აქედან გამომდინარე, ისინი იყვნენ დაქვემდებარებულები ფრანცისკანელ წინამძღვრებს. მადლიერების ნიშნად იხსენებდნენ საკუთარ თავს პაპის შემდეგ, მაგრამ პაპმა ბონიფაციუს VIII-მ დაშალა და დაარბია ისინი 1302 წელს. (ამ უკანასკნელი პიროვნების ლეგიტიმურობა და კანონიკურობა საკამათოა). 1284 წელს, საძმოზე ზრუნვისაგან დაღლილ პიეტროს, ვინმე რობერტსი ნიშნავს საკუთარ ვიკარად[1], რის შემდეგაც უფრო მეტად იძირება უდაბნოს სიღრმეებში. კარგი იქნებოდა თუ კათოლიკე ზოგიერთი მკვლევარი დაუთმობდა მცირე დროს , ამ საუკუნის უღირს სასულიერო პირთა ნაწილთან მისი (ცელესტინეს) ურთიერთობების საფუძვლიან შესწავლას. მიუხედავად იმის უეჭველობისა, რომ ღვთისმოსავ განდეგილი არ ეთანხმებოდა იერარქთა ერეტიკულ მისწრაფებებს, უდავოდ ჭეშმარიტია რომ, ფანატიკოსები, როგორც მისი სიცოცხლის განმავლობაში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტად სარგებლობდნენ პიეტროს სახელის გამოყენებით.
1294 წლის ივლისში, მისი ღვთისმოსავური მოღვაწეობა უეცრად შეწყდა ეკლესიის ისტორიაში უპრეცენდენტო სცენით. სამი გამოჩენილი პირი თან ახლდა ბერებისა და ერისკაცებისაგას შემდგარ ხალხის კრებულს, რომლებიც ავიდნენ მთაზე და გამოაცხადეს, რომ პიეტრო, კრების ერთსულოვანი ხმებით არჩეული იყო პაპად და თავმდაბლად ითხოვდნენ დი მურეონესაგან ამ პატივის მიღებაზე თანხმობას. 2 წელი და სამი თვე სრულიად უშედეგოდ იყო გასული ნიკოლოზ IV-ის გარდაცვალებიდან (1292 წლის 4 აპრილი), პერუჯას კრება ვერ შეთანხმდა ერთი კანდიდატის ირგვლივ. კრების შემადგენელი თორმეტი კარდინალიდან ექვსი იყო რომაელი, 4 იტალიელი და 2 ფრანგი. (თუ არ ჩავთვლით გუილფსა და გიბელინს , რომელიც იყვნენ ეპიდემიით ავად იტალიაში).
იტალიაში, კრება, ისევე როგორც თავად ქალაქი რომი, გაყოფილი იყო ორშინისა და კოლონას[2] ორ მტრულ პარტიად,ამ დროს კი ვერცერთმა მათგანმა მიიღო სხვაზე მეტი ხმა. 1294 წლის გაზაფხულს, კარლეს II-ის პირადი ვიზიტი პერუჯაში, მხოლოდ ამწვავებდა ისედაც რთულ ვითარებას, რადგან მას სიცილიის დაბრუნებისათვის სჭირდებოდა პაპობის ძალაუფლება. მწარე სიტყვები გაცვალეს ანჯევინ მონარქმა და კარდინალმა გაეტანიმ, რომელიც ამავდროულად იყო კოლონის პარტიის ინტელექტუალური ლიდერი და მოგვიანებით გახდა პაპი ბონიფაციუს VIII, მათი სასტიკი მტერი.
როდესაც სიტუაცია ჩანდა უიმედოდ, კარდინალმა და ლატინო ორშინიმ მიმართა სასულიერო პირებს, რომ ღმერთმა ხილვით გამოუცხადა წმინდა განდეგილი და თუკი კარდინალები არ შეასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს ოთხი თვის მანძილზე, ისინი უნდა წასულიყვნენ ეკლესიაში და მიეღოთ მძიმე სასჯელი. ყველა მიხვდა, რომ ის გულისხმობდა პიეტრო დი მურეონეს. ეს წინადადება აიტაცეს კრების დაქანცულმა ბერებმა და გააკეთეს ერთსულოვანი არჩევანი. პიეტრო ცრემლებით ისმენდა საკუთარი არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მცირე ლოცვის შემდეგ მან ღმერთის ნათელი ხმით მიიღო კურთხევა, რომ შეეწირა პირადი მიდრეკილებები საკურთხევლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ, რის შემდეგაც უარის თქმა შეუძლებელი იყო. შედეგად, ამ უჩვეულო მოვლენის შესახებ ხმები მალევე გავრცელდა მრევლში. (რომლის რაოდენობაც დაახლოებით 200 000-ს შეადგენდა). მის არჩევაში გახარებული ხალხი ხედავდა, ბერების ხელით სულიწმინდის დიდებულების კიდევ ერთ განხორციელებას. სასულიერო პირები აცხადებდნენ მას, კონსტანტინეს ნაბოძების[3] დროიდან მოყოლებულ პირველ კანონიერ პაპად, ეს დოკუმენტი აძლევდა მიწიერ ძალაუფლებას და აცხადებდა ‘’უპირველეს მდიდარ მოძღვრად.’’ (Inferno, Canto XIX).
მეფე კარლოს ნეაპოლელმა გაიგო ამ პიროვნების არჩევის შესახებ. ის ჩქარობდა თავის ვაჟ კარლეს მარტელთან (უნგრეთის ნომინალურ მეფესთან) ერთად, რომ მოჩვენებითად პატივი ეცათ ახალი პაპისთვის, სინამდვილეში კი, აეყვანათ უბრალო კაცი საპატიო პატიმრობაში.
უფროსმა კარლოსმა იცოდა, თუ როგორ გამოეყენებინა ბედი საკუთარ სასარგებლოდ. ამ მოულოდნელ წარმატებას შეეძლო მოეტანა მისთვის აურაცხელი სარგებელი, როგორც ეს რეალურად იყო კიდეც. ის ანადგურებდა ყველაფერს ზედმეტი სიხარბით.
კარდინალთა თხოვნის შესასრულებლად, პიეტრო ჩავიდა კურთხევისათვის პერუჯაში. დი მურეონე, კარლოსის წაქეზებით იწვევს სხდომას, რომ შეხვდეს (შეეგებოს) მას (მეფეს) აქვილიაში, ნეაპოლის სამეფოს მოპირდაპირე მხარეში. კარდინალები უხალისოდ და ერთი მეორეს მიყოლებით მივიდნენ, გაეტანი მოვიდა ბოლოს, რათა მკაფიოდ გამოჩენილიყო რომ იგი თავმდაბლურად იჯდა სახედარზე, რომლის საბელიც ეჭირა ორ მონარქს, ახალი მღვდელთმთავარი მიიწევდა აქვილიასკენ, და მიუხედავად იმისა, მხოლოდ სამი კარდინალთაგანი იყო ამოსული, მეფემ ნება დართო კურთხეულიყო ცერემონიალზე, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ, ხელმეორედ უნდა განმეორებულიყო ტრადიციულ ფორმებში. ეს გახლავთ ერთადერთი მაგალითი ორმაგი კორონაციის. კარდინალი ლატინო იყო ძალიან დამწუხრებული საქმის მსვლელობისას და როგორც ჩანს, ამ დარდითვე გარდაიცვალა. პიეტრომ მიიღო სახელად ცელესტინე V. კარდინალები მოუწოდებდნენ მას, რომ ყოფილიყო სახელმწიფოსა და ეკლესიის შემაკავშირებელი, ცელესტინემ, მეფის განკარგულების მიხედვით, ბრძანა რომ მთელი კურია[4] გაემგზავრებინა ნეაპოლში.საოცარია, თუ რამდენი სერიოზული შეცდომა დაუშვა ამ ხანშიშესულმა კაცმა 5 მოკლე თვის მანძილზე. ჩვენ არ გვაქვს სრული მონაცემები მათ შესახებ, რადგან მისი ოფიციალური აქტები იქნა ანულირებული გაუქმებული მისი მემკიდრის მიერ. 18 სექტემბერს მან აირჩია ახალი 12 კარდინალი. 7 მათგანი იყო ფრანგი ხოლო დანარჩენები კი, (ერთის გამოკლებით) ნეაპოლელები. ამგვარად იგებოდა ავინიონისა[5] და დიდი სქიზმის[6] გზა. ათი დღის შემდეგ პაპმა ხელახლა გააღიზიანა კარდინალები. რადგან მან განაახლა გრიგორი X-ს მკაცრი კანონი და შეასწორა იმ კრების დადგენილება, რომელსაც ადრიან V ჰყავდა დაყენებული. მან განაჩინა, რომ კარლოსის ახალგზარდა ვაჟი დანიშნულიყო ლიონის საეპისკოპოსოში მნიშვნელოვან თანამდებობაზე, (არცთუ ისე უმნიშვნელო ცნობები, ამგვარი დანიშვნების შესახებ, გვხვდება გამსთან ან ეუბელთან). მონტე კასინოსთან, ნეაპოლის გზაზე, ის ცდილობდა რომ ძალაში შესულიყო ბერებისთვის განკუთვნილი ცელესტინესეული განდეგილური წესი. ისინი (ბერები) ემორჩილებოდნენ პიეტროს სანამ ეს უკანასკნელი იმყოფებოდა მათთან. ბენევენტოსთან მან ყოველგვარი ტრადიციული ფორმალობების დაცვის გარეშე ქალაქის ეპისკოპოსად დანიშნა კარდინალი. მხედველობაში გვაქვს ის, რომ მან გულუხვი ხელით დაარიგა პრივილეგიები და საპატიო თანამდებობები. თხოვნებზე უარს არავის ეუბნებოდა, ის დაარწმუნეს, რომ არ გადაეყენებინა თანამდებობიდან, ანაც ანაზღაურება დაენიშნა ოთხი კონკურენტი მოსარჩელესათვის. მან ასევე დაასაჩუქრა უბრალო მომხრეები. ამ ყოველივეს შედეგად კი, კურიასთან ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ის ჩავიდა ნეაპოლში და მოთმინებით ცხოვრობდა ერთ ბინაში, ნუოვოს ციხესიმაგრეში, ხოლო მარხვის მოახლოებისას კი გადადიოდა მცირე სენაკში, რომელიც მისი საყვარელი არბუზის კელიის მსგავსად იყო აშენებული. პიეტრო იყო ავად ,,სიმშვიდის დაავადებით’’. სახელმწიფოსთან ურთიერთობას სჭირდებოდა ის დრო, რომელსაც იგი უძღვნიდა საღვთისმსახურო ღვაწლს. ცელესტინეს ეშინოდა, რომ მისი სული იყო საფრთხეში. აზრები გადადგომის შესახებ უფრო და უფრო უძლიერდებოდა. პაპი უფრო და უფრო ნაკლებად კონტაქტობდა კარდინალებთან, იშვიათად თათბირობდა მათთან, რაც აძლიერებდა ერთმანეთთან გაუცხოვდებას. ამრიგად, ეს აზრი მას მიაწოდა კარდინალმა გაეტანიმ, (რომელიც მოგვიანებით მტკიცედ უარყოფდა რომ იგი იყო დიდწილად განმაპირობებელი ცელესტინეს გადადგომისა და ამბობდა რომ პირიქით, ხელს უშლიდა კიდეც პაპს ამ გადაწყვეტილების მიღებაში). მაგრამ ყოველივე ამას თან ახლდა სერიოზული კანონიკური ეჭვი: შეიძლებოდა პაპის თანამდებობიდან გადადგომა ? როგორ,განა მას არ ჰქონდა უმაღლესი ძალაუფლება დედამიწაზე? ვინ არის უფლებამოსილი, რომ დაეთანხმოს მის გადადგომას? ამ საკითხის მოგვარება ითავა გაწაფულმა კანონისტმა, კარდინალმა გაეტანიმ, რომელიც ეყრდობოდა მოსაზრებას პრობლემის ,,საერთო აზრით გადაწყვეტის’’ შესახებ და ეკლესიის კანონს, რომ თვით დაეცვა საკუთარი თავი. ამგვარად, ეს პრობლემაც წარმატებით გადაწყდა.
საინტერესოა აღინიშნოს თუ როგორ იუხეშეს ცელესტინეს წინააღმდეგ მას შემდეგ რაც ის (გაეტანი) გახდა ბონიფაციუს VIII . ამ უკანასკნელმა დახვეწილად გაართვა თავი იმ საკითხს, რომლის გადაჭრაც ნამდვილად ესაჭიროებოდა საპაპოს.
,,Liber sextus’’[7]-ში (I,VII,1) ის (გაეტანი) აცხადებს შემდეგ განჩინებას: ,,ზოგიერთი ცნობისმოყვარე პიროვნება უმეტესწილად მიზანშეუწონლად კამათობს და დაუფიქრებლად ჩხრეკს მოციქულის სწავლების საწინააღმდეგოს, რათა გაიგოს უფრო მეტი, ვიდრე ეს არის სათნო. აღმოჩნდა, რომ წინდაუხედავად გაძლიერდა მშფოთვარე კამათი პაპის ირგვლივ. საქმე იმაშია, რომ რომაელ უზენაეს იერარქს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის ცნობს საკუთარ თავს ქმედუუნაროდ, საყოველთაო ეკლესიის კანონებზე დაყრდნობით და მისი უმაღლესი თანამდებობისთვის თანმდევი სიძნელეების გათვალისწინებით, საფუძვლიანად შეუძლია რომ უარი თქვას პაპობაზე, მის ტვირთსა და ღირსებაზე. ჩვენი წინამორბედი პაპი ცელესტინე V , რომელიც კვლავ თავმჯდომარეობს აღნიშნული ეკლესიის ხელისუფლებას, ისურვებს, რომ წერტილი დაესვას აღნიშნულ თემაზე ყოველგვარ ორჭოფობას. რომის ეკლესიის კარდინალებთან, (რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენც ვართ) მსჯელობის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ ის, რაც მოციქულებრივი მემკვიდრეობით არის გამოცემული და დამოწმებული, რომ რომაელი უზენაესი ხელისუფალი შესაძლებელია, უპრობლემოდ გადადგეს თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენც, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ხსენებული დადგენილება დავიწყებას მიეცეს და კამათი კვლავ განახლდეს, ჩვენი ძების რჩევისამებრ განვაჩინებთ, რომ იხსენიებოდეს- ,,მომხდარის მარადიული მოგონება.’’[8]
ცელესტინეს გადადგომის შესახებ ხმების გავრცელების შემდეგ, ნეაპოლელი მოსახლეობა შფოთვამ მოიცვა. მეფე კარლოსი (რომლის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმაც გამოიწვია კრიზისი) აწყობდა გადამწყვეტ შეტევებს. ბერებისა და სასულიერო პირებისგან შემდგარი უზარმაზარი მოძრაობა გარს შემოეხვია იმ ციხესიმაგრეს, რომელშიც ცელესტინე იმყოფებოდა. ისინი ცრემლებითა და ლოცვებით ევედრებოდნენ პაპს, რომ გაეგრძელებინა საკუთარი საქმიანობა. ცელესტინე, რომლის გონებაშიც ჯერ კიდევ არ იყო ნათლად გარკვეული სიტუაცია, მიუბრუნდა ორჭოფულ პასუხს, რომლის მოსმენის შემდეგაც ხალხმა იგალობა ,,შენ უფალო’’[9] და დაიშალა. 1 კვირის შემდეგ (13 დეკემბერს) ცელესტინემ საბოლოოდ დააფიქსირა გადაწყვეტილება, ამ დღესვე მოიწვიეს კარდინალები. ის კითხულობდა ბონიფაციუსის მიერ ,,Liber sextus’’-ში გადადგომის შესახებ გადმოცემულ დადგენილებებს და უცხადებდა კარდინალებს რომ თავისუფლად შეეძლოთ ახალი არჩევების მოწვევა. 9 დღის გასვლის შემდეგ, გრეგორი X-ის კანონმდებლობით დაიწყო კრება. კარდინალები შევიდნენ დახურულ სხდომაზე და მომდევნო დღეს ბენედიქტე გაეტანი იქნა გამოცხადებული პაპად, ბონიფაციუს VIII- სახელით.
გადადგომის შემდეგ ცელესტინეს მიერ გამოცემული ბევრი დებულება, ბონიფაციუსმა გაატანა თავის წინამორბედს, რომელიც თავმდაბალ მწირად გამოწყობილი მიუყვებოდა რომის გზას. ის (გაეტანი) ,,იძულებული შეიქნა’’,რომ დაეპატიმრებინა იგი. ამის საფუძველი კი იყო ეჭვი, რომ იქნებ მომავალში პიეტროს, გამოეყენებინა საკუთარი ავტორიტეტი და პაპისადმი შური ეძია. ამ დროს კი ცელესტინე ნატრობდა საკუთარ სენაკს არბუზში და აწყობდა სან გერმანში გადასვლის გეგმებს.მაიელაში დაბრუნების შემდეგ ბერების დიდი რაოდენობა, კვლავ სიხარულით შემოიკრიბა. უეცრად კი, ბონიფაციუსმა ბრძანა მისი დაპატიმრება. ცელესტინე რამდენიმე თვის განმავლობაში ტყეებსა და მთებში ხეტიალის გზით გაურბოდა მდევნელებს. საბოლოოდ ის ცდილობდა, რომ გადაეკვეთა ადრიატიკის ზღვა და გაეცურა საბერძნეთის მიმართულებით, მაგრამ ქარიშხლის გამო უკან მოუწია დაბრუნება, და დაატყვევეს გარგანის მთის ძირთან. ის ჩავარდა ბონიფაციუსის ხელებში, რომელმაც დაატყვევა ციხესიმაგრის ვიწრო საკანში , (ფუმონეს კოშკში, ანანიასთან ახლოს. Anagni(Analecta Bollandiana, 1897, XVI, 429-30) აქ, ცხრა თვე გაატარა მან ლოცვასა და მარხვაში. ამ პერიოდის მანძილზე მასთან იმყოფებოდა ორი მოწაფე, ხოლო საპყრობილის მცველები კი სასტიკად ეპყრობოდნენ დი მურეონეს. ბონიფაციუსი მკაცრად ექცეოდა მას და საბოლოოდ ცილისწამებით, ბოროტულად მოკლა კიდეც იგი. პიეტრომ დაასრულა თავისი უჩვეულო კარიერა 81 წლის ასაკში. რამდენიმე წლის შემდეგ ის კანონიზირებულ იქნა კლემენტი V-ს მიერ, 1313 წელს კი მისი წმიდა ნაწილები თავისივე განწესებისამებრ გადაასვენეს ფერენტინოს ტაძრიდან, აქვილიაში სადაც კვლავაც არის დიდი თაყვანისცემის ობიექტი. მისი მოხსენიება აღინიშნება 19 მაისს.
ძირითადი წყარო –http://www.newadvent.org/cathen/03479b.htm
დამხმარე წყაროები:
1)http://digital.library.ucla.edu/canonlaw/
2)http://www.nplg.gov.ge/
3)http://oce.catholic.com/index.php?title=Liber_Sextus_Decretalium
4)http://www.vlib.us/medieval/lectures/great_schism.html
5)https://wikipedia.org
შენიშვნები:
[1] -ვიკარი-(ლათ.vicarius)-კათოლიკურ ეკლესიაში: ადრე – ეპისკოპოსის თანაშემწე, შემდგომში – მღვდლის თანაშემწე.
[2]-Orsini and Colonna Families- ორივე საგვარეულო წარჩინებულ იტალიელთა ოჯახს მიეკუთვნება. ისინი განსაკუთრებით ძლიერები იყვნენ შუასაუკუნეებსა და რენესანსის პერიოდში. კოლონათა გვარს ჰყავდა ერთი პაპი და მრავალი საეკლესიო თუ პოლიტიკური იერარქი, ხოლო ორშინებს კი 3 პაპი (ცელესტინე III-1191–1198; ნიკოლოზ III 1277–1280; ბენედიქტე XIII 1724–1730), 34 კარდინალი და მაღალი თანამდებობის უამრავი პირი. ცნობილია მათი ერთმანეთთან დაპირისპირების ისტორია, რომელიც პაპის ბულით (ბრძანებულებით) შეწყდა 1511 წელს და ორივე გვარის წარმომადგენელი დაქორწინდა პაპ სიქსტუს V-ის დისწულზე.
[3] -კონსტანტინეს ნაბოძები-(ლათ. Donatio Constantini) — ყალბი დოკუმენტი, რომელსაც რომის პაპები შუა საუკუნეებში იყენებდნენ თეოკრატიული პრეტენზიების დასასაბუთებლად.
[4] -კურია-ლათ.(curia)-რომის პაპის ხელისუფლების ცენტრალურ დაწესებულებათა ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც იგი მართავს კათოლიკურ ეკლესიას.
[5] -ავინიონის ტყვეობა-XIV საუკუნეში, თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში, პაპების რეზიდენცია რომიდან გადატანილი იყო ფრანგულ ქალაქ ავინიონში, და ეს ხანა „ავინიონის ტყვეობის“ სახელითაა ცნობილი
[6] -დიდი სქიზმა- ამ სახელითაა ცნობილი დასავლეთის ეკლესიაში 40 წლიანი გაურვკევლობა (1378-1417 წწ.), რომლის გამომწვევი მიზეზიც უფრო მეტად პოლიტიკური იყო, ვიდრე საღვთისმეტყველო. დასახელებული პერიოდის მანძილზე სამი პიროვნება აცხადებდა საკუთარ თავს რომის ჭეშმარიტ პაპად. დიდი სქიზმა დასრულდა 1414-1418 წლების კონსტანცას კრების მიერ.
[7] -”Liber sextus”- კანონიკურ დადგენილებათა კრებული, რომელიც პაპ ბონიფაციუს VIII-განეკუთვნება. გრიგოლ IX-ს დეკრეტალიების მსგავსად იგიც მოიცავს 5 წიგნს, რომლებიც თავებად და სათაურებადაა დაყოფილი.
[8] -ლათ.- ,,ad perpetuam nei memoniam’’
[9] – ”TE DEUM-“შენ ღმერთს გაქებთ და შენ უფალს აღგიარებთ” გალობა, მე-4 ს.ნის მიეწერა წმ. ამბროსი მედიოლანელს (მილანელს) ან ნეტარ ავგუსტინეს (ზოგიერთის აზრით კი სხვა ავტორს მეხუთე საუკუნეში იხ :http://www.newadvent.org/cathen/144…ბრიტანიკა”
http://www.britannica.com/topic/Te-…
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/notes/sergo-parulava/te-deum
%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/10153055401741920
წყარო-https://seminarieli.wordpress.com/2015/12/18/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94-v-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%94/
ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გურამ ლურსმანაშვილმა