ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია      

           

         1948 წლის პირველ ნოემბერს ათენაგორა აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად, ის იყო პატრიარქ მაქსიმე V-ს მემკვიდრე, რომელმაც თავად შესთავაზა წმინდა სინოდს, ავადმყოფობის გამო პენსიაში გასვლა. აშშ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი მხარს უჭერდა ათენაგორას, რაც გავლენას ახდენდა თურქულ მთავრობაზე. გარდა ამისა თურქულ მთავრობასთან შუამდგომლობდნენ ბერძნებიც, ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას ხაზგასმით განუმრტა, რომ ისინიც ეთანხმებოდნენ ათენაგორას კანდიდატურას. თუ ბერძნული საზოგადოება და მთავრობა ერთმანეთს გაუჯიუტდებოდა, ეს ყველაფერი წამგებიან შედეგს მოუტანდა საპატრიარქო საყდარს, რის საფუძველზეც ტახტი სხვა კანდიდატს გადაეცემოდა. ამ საკითხის მიმართ გულგრილობა არ შეეძლო წმინდა სინოდს, რომლის წევრებიც დარწმუნებულნი იყვნენ კანდიდატის განსაკუთრებულობაში, შედეგაც ათენაგორამ ხმათაუმრავლესობით შეძლო მის მოწინააღმდეგე იოაკიმე დერკელზე გამრჯვება.  

          ათენაგორამ სიძნელეების გარეშე მიიღო თურქული მოქალაქეობა. მის პატრიარქად არჩევას რა თქმა უნდა საჭოთაკავშირი ეწინააღმდეგებოდა, გაისმოდა მოარული ხმები, რომ ის იყო დასავლური იმპერიალიზმის და კაპიტალიზმის დამცველი. მოარული ხმები საზოგადოებაში პატრიარქზე ეჭვს ბადებდნენ. ეს იყო თემა, რომელზეც მეტად დუმილი აღარ შეიძლებოდა. უკვე იმ დროს გამოჩნდა მოგვაინო პრობლემების კონტურები. 1949 წლის 26 იანვარს ათენაგორა სტამბულში შეხვდა პრეზიდენტ ტრუმანს. მომდევნო დღეს წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა კონსტანტინოპოლის 262-ე პატრიარქის სადღესასწაულო ინტრონიზაცია, რომელიც ანდრია მოციქულის საყდარზე აღსაყდრდა. ინტრონიზაციას ეწრებოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთაკავშირულმა ქვეყნებმა შეგნებული დისტანცია დაიჭირეს და არ იმყოფებოდნენ სადღესასწაულო მსახურებაზე.

 პატრიარქმა მმართველობის ადგილად ფანარი აირჩია, ადგილი, საიდანაც წამოსულ მოსაზრებებს საზოგადოება ძნელად რომ ითვალისწინებდა. ფანარი არის ოცმილიონიანი ქალაქ სტამბულის მოკრძალებული მეოთხედი. პატრიარქი ცხოვრობს ოქროს რქის სანაპიროსთან ახლოს. ის არ ფლობს თავადურ, ძვირადღირებულ რეზიდენციას. მის უბრალო შეუმკობელ სახლზე არის წმინდა სიღარიბის ბრწყინვალება. ეს სახლი არ გვახსენებს წარსული დღეების ბიზანტიურ ფუფუნებას და ასევე შეუძლებელია შედარებითი პარალელი გაივლოს ხუროთმოძღვრულად შემკულ ვატიკანთან. ათენაგორას, პატრიარქის თანამდებობაზეც არ სურდა მონასტრული ცოხვრების სტილის დათმობა. მისმა ბიოგრაფმა ბერნარდ ოზემ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: „როგორ ახლოს არიან ფანარი და მისი სახელგანთქმული მოსახლეობა ცათა სასუფეველთან.“ პატრიარქის მართველობის სტილი იყო ჩვეულებრივ ტრადიციული. ის იყო რა თქმა უნდა ავტორიტეტი, მაგრამ მას არ სურდა მბრძანებლობა. ათენაგორა იყო გახსნილი და მოწყალე პიროვნება, მაგრამ მას შეეძლო ასევე ჯიუტი და პრინციპული ყოფილიყო. მისი თანამუშაკნი თავდაპირველად უნდა შეჩვეოდნენ მის მოწყალებას და პროგრესულ აზროვნებას. ათენაგორამ შექმნა სიყვარულის და ურთიერთგაგების სასიამოვნო ატმოსფერო. მასთან ყოველ ადამიანს შეეძლო თავისუფალი აზრის გამოთქმა. ათენაგორას სახლი ყველა ადამიანისთვის ღია გახლდათ. მისი დევიზი იყო: „სტუმარი მოდის, ქრისტე მოდის.“ მასთან მიახლოება შესაძლებელი იყო განსაკუთრებული ფორმალობის გარეშე. ის ყოველ სტუმარს გულში იკრავდა და ესიყვარულებოდა.        

    ძველი ტრადიციის თანახმად სტუმარს შესთავაზებდნენ ყურძენს ან ტკბილეულს და ერთ ჭიქა წყალს. პატრიარქი ფლობდა ინგლისურ, ფრანგურ და ორ სლავურ ენას. ამის საშუალებით ახერხებდა ბევრ ადამიანთან კონტაქტის დამყარებას. ათენაგორა ამბობდა: ,,მე მიყვარს ადამიანი, რომელიც არის სამყარო.“ მას სურდა, რომ ყველა ადამიანისთვის კეთილი მამა ყოფილიყო, განსაკუთრებით კი გაჭირვებში მყოფთა დახმარება სურდა. ათენაგორას სახლში უნდა გამოვლენილიყო ძმური კავშირი, რაც წინა პლანზე უნდა წამოწეულიყო. მასთან ერთად დაიწყო ახალი ურთიერთობის გააზრების პროცესი. ათენაგორას წინამორბედები ბატობნებად გრძნობდნენ თავს და იცავდნენ მკაცრად ტრადიციულ ცერემონიებს. ეს ძველი წარმოდგენები ეპისკოპოსის მსახურებაზე საბედისწერო დარტყმებით განადგურდა. ათენაგორას მართველობისას კი დგება საეპისკოპოსო მსახურების გააზრების ახალი ეპოქა. მას მწყემსთავრული მოწოდება შინაგანად ჰქონდა, რომელსაც ის უკიდურესი ვალდებულებით აღასრულებდა. ათენაგორა წარმოადგენდა მსახურ ეკლესიას, რომელზეც ჩვენ იმედებს ვამყარებთ. ეკლესიის ასეთი ბრწყინვალება არსებობდა ძველ ეკლესიაში, დღევანდელ ეკლესიას კი წარსულთან კავშირი აქვს გაწყვეტილი. ათენაგორა ამბობდა: „ჩვენ გვსურს მსახური ეკლესია.“  

 

გერმანულიდან თარგმნა:  აიხშტეტ- ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი გეგუჩაძემ

 წყარო: ” Der Ökumenische Patriarch Athenagoras I; ein Friedensbringer aus dem Osten, 1986″,Payer, Alja.   

 

საიტზე პატრიარქ ათენაგორას შესახებ განთავსებულია:

არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

უცნობი ფაქტები მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას შესახებ

ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია    

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

 

ათენაგორა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი

Download
ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია.pdf
Adobe Acrobat Document 231.6 KB