საიდუმლო ეკლესიისა და საიდუმლო წმინდა სამებისა
იოანე ზიზიულასი
ინგლისურიდან თარგმნა გურამ პაპავამ
1. შესავალი
ბოლო ხანებში მართლმადიდებელ თეოლოგებშიც ეჭვის ქვეშ დგება ეკლესიის საიდუმლოს ყოველი კავშირი წმინდა სამების საიდუმლოსთან. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მართლმადიდებელ და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას შორის თეოლოგიური დიალოგის კომისიაზე, ზოგიერთმა თეოლოგმა დაიჟინა, კომისიის საერთო ტექსტიდან ამოღებულიყო ტრიადოლოგიის ყოველი შეპირისპირება (დაკავშირება) ეკლესიოლოგიასთან.
მათი მთავარი არგუმენტი, რომელიც სერბი თეოლოგისგანაც გამოითქვა, იყო, რომ არ შეიძლება წმინდა სამების თვისებები გადატანილი იყოს განგებულებაში, ანუ ქმნილ სამყაროსა და ისტორიაში. ამ პოზიციის მიღმა არის შეხედულება, რომ ღმერთი მხოლოდ მისი ენერგიებით არის დაკავშირებული სამყაროსთან და არა- მისი მყოფობის გზით; ანუ გზით, რომლითაც წმ. სამების სამი პირი ერთმანეთს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ამ თეოლოგთა მიხედვით, შეცდომაა, ვთქვათ, რომ ეკლესია მის არსებობასა და სტრუქტურაში საცნაურ-ყოფს და წარმოაჩენს წმ. სამებას. ეს პოზიცია, ჩემი აზრით, მცდარი და საშიშია.[1] მცდარია, რადგან ეკლესიის დიდი მამები, როგორც წმ. ეგნატე, წმ. მაქსიმე, აგრეთვე, ეკლესიის მთელი ღვთისმსახურება, ხატისებურად აკავშირებენ ეკლესიას ღმერთთან; საშიშია, რადგან დასავლური, ძირითადად პროტესტანტული, და ამავდროულად, რომეო-კათოლიკური შეხედულებისკენაც მიემართება, რომ ეკლესია მის ბუნებაში არის ერთი ისტორიული ორგანიზმი, რომელიც გამოხსნის ისტორიის მხოლოდ ამჟამინდელ სტადიას ემსახურება და ესქატონისას ამოიწურება[2]. აქ მოკლედ განვიხილავთ შემდეგ შეკითხვებს: პირველი, შესაძლებელია წმ. სამების თვისებების შესაქმეში გამოსახვა? მეორე, შესაძლებელია, ეკლესიაში წმ. სამების თვისებების გამოსახვა? მაგრამ სანამ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ, უნდა განვიხილოთ, რას ვგულისხმობთ ტერმინში გამოსახვა (საცნაურ-ყოფა), რადგან ამაზეა (ტერმინზე) დამოკიდებული ღმერთისა და სამყაროს კავშირის შესაძლებლობა. მაშ, რა არის გამოსახვა (საცნაურ-ყოფა)?
როდნი სტარკი
ვინაიდან პირველი საუკუნის ეკლესიაში იესო, მოციქულები და ცნობილი წინამძღვრები ყველანი მამაკაცები იყვნენ, მძლავრობს აზრი, რომ ადრეული ქრისტიანობა „მამაკაცის საქმე იყო.“ ეს ასე სულაც არაა. ქალები ეკლესიაში ადრეული პერიოდიდანვე დომინირებდნენ.
მწვალებელთა და სქიზმატთა მიღების წესი მართლმადიდებელ ეკლესიაში
ავტორი: დავით ნებიერიძე
მწვალებელთა მიღების პრობლემა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ადრეული საუკუნეებიდან არსებობდა. ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებათა არაერთი კანონი. საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, ამიტომაც, კარგია ვიცოდეთ ეკლესიის პრაქტიკა თუ როგორ იღებდა იგი საკუთარ წიაღში სხვადასხვა მწვალებლური თუ სქიზმატური ჯგუფებიდან მომავალ ადამიანებს.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და სერბეთის ეკლესიის ბრალდებები
ტექსტის წყარო: ვლასიოს ფიდასი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით, გვ.94-101.
მთარგმნელები: დავით ნებიერიძე, ივანე შოშიაშვილი, მამა ნიკოლოზ ღონღაძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა
1. სერბეთის ეკლესიის კანონიკური ხასიათის ბრალდებები
მისი უწმიდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ სერბეთის უნეტარესი პატრიარქის, ირინეოსის საპასუხო წერილში საწინააღმდეგო პოზიციის მთავარ მიზეზად მოყვანილია სრულიად უსაფუძვლო და ცრუ შეხედულება, რისთვისაც „სასურველის უკვე დასაბუთებულად მიჩნევის” (petitio principii) ცნობილი მეთოდი არის გამოყენებული. ამ მცდარი შეხედულების თანახმად, მსოფლიო პატრიარქი მოქმედებდა ანტიკანონიკურად და მან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიაც ანტიკანონიკურად გამოაცხადა. ასევე, აღნიშნულია, თითქოს ეს „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე“ მოხდა და თითქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია „დაფუძნდა და ავტოკეფალია მოიპოვა მას შემდეგ, რაც მოუნანიებელი სქიზმატები მოულოდნელად კანონიკურ ეპისკოპოსებად, მღვდლებად და მორწმუნეებად გადაიქცნენ.“
ევსები პამფილიელის (კესარიელი) პოლიტიკური თეოლოგიის ასპექტები
სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ,,დიალოგი," N4(13), გვ. 1-9, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021.
ევსები კესარიელი (III-IV სს.) საეკლესიო ისტორიისათვის გამორჩეული პიროვნებაა. მისი მოღვაწეობისა თუ შრომების განხილვა უკვე დიდი ხანია მკვლევრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. თანამედროვე პერიოდის დასავლელი თეოლოგები თუ ისტორიკოსები მის ნაშრომებს პოლიტიკური თეოლოგიის გადმოსახედიდანაც ძალიან აქტიურად იკვლევენ. წინამდებარე თემით, დაინტერესებულ მკითხველს შევეცდებით ის ძირითად მახასიათებლები შევთავაზოთ, რაც ევსები კესარიელის პოლიტიკურ თეოლოგიას გამოარჩევს.
რელიგიის ნაციონალიზაცია საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში
პამელა იავადი, ოლივერ რაისნერი
სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ,,ორბელიანი," N4, გვ. 31-67, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021.
გერმანულიდან თარგმნა მღვდელ-მონაზონმა ნიკოლოზ ღონღაძემ**
1. შესავალი
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის პერიოდში მან დაკარგა თავისი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიებით, ნაწილობრივ კი - საბჭოთა ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობით. ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგია, სოციალური ინსტიტუტის მნიშვნელობის დაკარგვის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს მოსახლეობაში, არა როგორც ღრმა ღვთისმოსაობის სიმბოლო, არამედ როგორც საბჭოთა სისტემაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალება. ამგვარი წარსულის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1991), განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, კვლავ დაიბრუნა მზარდი სოციალური და პოლიტიკური აქტუალობა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მნიშვნელობა საქართველოში ნაციონალიზმთან და რელიგიასთან არის შერწყმული.
წმ. ბასილი დიდი თავის პირველ ჰომილიაში „მარხვის შესახებ“, აღნიშნავს, რომ მარხვა რჯულზე უადრესი და კაცობრიობის თანადროულია, რადგან იგი სამოთხეშივე დაწესდა. შემდეგ აგრძელებს წმ. მამა, რომ ღმერთისაგან გაჟღერებული პირველი მცნება ადამის მიმართ, არ ეჭამა ცნობადის ხის ნაყოფი, სწორედ მარხვისაკენ მოწოდებას ნიშნავდა (Migne, PG 31, 165-168).
„და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (დაბ 2. 16-17).
ეკლესიოლოგიის ძირითადი პრინციპები
ავტორი ივანე შოშიაშვილი.
სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ,,დიალოგი," N2(11), გვ. 27-49, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021.
შესავალი
წინამდებარე ნაშრომში ეკლესიის რაობისა და მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ. აღნიშნული საკითხი საკმაოდ მოცულობითია და აქედან გამომდინარე შევეცდებით, რომ მხოლოდ ძირითადი და კონკრეტული შტრიხები გამოვყოთ და მათზე მოვახდინოთ აქცენტირება.
იოანე სპიტერისი და გრიგორი ლარენძაკისი
I
ა. როგორ მივედით სქიზმამდე?
საკმაოდ ხშირად მომმართავენ კითხვით „კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის არსებული სხვაობების“ თაობაზე. საქმე ეხება კითხვას, რომელიც ჩვეულებისამებრ, რთულ სიტუაციაში მაყენებს ხოლმე. თუკი კითხვის ავტორი მართლმადიდებელია, სავარაუდოდ, იგი არ დაეთანხმება ჩემს პასუხს, ხოლო თუკი კათოლიკეა, შესაძლოა იმედიც კი გავუცრუო მას.
ამ კითხვაზე სრულად დასაბუთებული პასუხისათვის, მრავალი ტომის შედგენაა საჭირო (და მართლაც, ამასთან დაკავშირებით ასობით ტომია დაწერილი). ვინც განიზრახავს ამ ტექსტის წაკითხვას, მათთვის ამ მკვლევართა კონკრეტული დასკვნების წარმოდგენას შევეცდებით. წარმოვადგენთ, აგრეთვე, მიზეზებს, რომლებმაც გამოიწვიეს სქიზმა. რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არა მაქვს, რომ ამ დასკვნებს ყველა დაეთანხმება.
თეოლოგია, როგორც ეკლესიის კრიტიკული ავტორიტეტი
მართლმადიდებლური თვალსაზრისით [1]
I
თავისთავად ცხადია, რომ არავის შეუძლია ზემოხსენებული თემის შესწავლა თუ, პირველ რიგში, სიზუსტით არ განსაზღვრავს ეკლესიის არსსა და
სტრუქტურას მართლმადიდებლური თვალსაზრისის მიხედვით. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის მართლმადიდებლური აკადემიური თეოლოგიის დოგმატური სახელმძღვანელოები, როგორც ჩანს, დასავლური თეოლოგიის
სქოლასტიკურ სახელმძღვანელოებს ეყრდნობა. ამის გამო, ეკლესიის განსაზღვრებაში განსაკუთრებით მის ინსტიტუციურ და გარეგნულ როლს გამოარჩევენ. ეკლესია არის საღვთო სამკვიდრებელი, სადაც მისი მთავარი
სტრუქრტურა, ორგანოთა ერთ უწყვეტ ჯაჭვზე ძალაუფლების
გადაცემა და მემკვიდრეობაა, რომლებიც მოციქულები და ეპისკოპოსები არიან, როგორც ეკლესიის დამაარსებლის-იესო ქრისტეს პირდაპირი
მემკვიდრეები. ეს წყობა, მიუხედავად იმისა, რომ სწორია, მხოლოდ ცალკეულ რეალობას უსვამს ხაზს და გარეგნული კრიტერიუმებით შემოზღუდავს სინამდვილეს. ზემოხსენებული მოსაზრების მქონე თეოლოგი
ავტორები მცდარად ირწმუნებიან, რომ აღმოსავლეთის ეკლესიის მართმადიდებელი მამები ეკლესიოლოგიით არ იყვნენ დაკავებულები. სინამდვილე ის არის, რომ მამები არ იზიარებდნენ თანამედროვე დოგმატოლოგების ასეთ
ფრაგმენტულ ეკლესიოლოგიას.
საეკლესიო კანონები: ცვალებადნი თუ უცვალებელნი
ნიკოლაი აფანასიევი (Nicholas Afanasiev)
I
ეკლესია კლდეზეა დაარსებული, „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ეს სიტყვები ყველა კონფესიის საკათედრო ტაძრის შესასვლელში უნდა იყოს ამოტვიფრული, რომის ეკლესიის ჩათვლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სიტყვების ლათინური ინტერპრეტაციის გარეშე. რწმენა იმისა, რომ ქრისტეს ეკლესია ურყევი და დაუმარცხებელია, წარმოადგენს ქრისტიანობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს.
ქრისტიანობის ადრეული მიდგომა ლიტერატურისადმი
პანაიოტის ხრისტუ
ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგის მიმართ ქრისტიანობას თავდაპირველად გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა. თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდში არსებულ ვითარებას, ამგვარი მიდგომა არანაირად არ იქნება პარადოქსული (ამოუხსნელი). მიზეზი ზოგადია და, კერძოდ, ის არის, რომ თავად ხელოვნება ხშირად დგებოდა უზნეობისა და კერპთმსახურების სამსახურში, და, ამას გარდა, ხელოვნების დარგები ბერძნულ-რომაულ სამყაროში იმ დროს აღიარებულ რელიგიებს მჭიდროდ უკავშირდებოდა.
ეპისკოპოსების- ალექსანდრე ოქროპირიძისა და გაბრიელ ქიქოძის სიტყვები ქართველ მუსლიმთა შესახებ
1878 წელს აჭარა საქართველოს (და შესაბამისად რუსეთის იმპერიას) დაუბრუნდა. ცარიზმის მიზანი იყო, რომ ახლადშემოერთებული აჭარის გამაჰმადიანებული მოსახლეობა, ყოველი ღონის გამოყენებით გაქრისტიანებულიყო. რაც, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ხელს შეუშლიდა. აღსანიშნავია ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და სასულიერო პირთა ის ძალიან დახვეწილი, ზომიერი და მართებული ნაბიჯები, რაც ამ მიმართულებით გადაიდგა.
აჭარის შემოერთების შემდეგ ქართველმა ისლამის მიმდევრებმა შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის მეთაურობით, გადაწყვიტეს 12 კაციანი დელეგაციით თბილისში ჩასულიყვნენ და ოფიციალური თბილისის პოზიციას პირადად გაცნობოდნენ. მათ იქ ნადიმი გაუმართეს, სადაც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები სიტყვით გამოვიდნენ, მათ შორის იყო გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.
უკან დაბრუნებისას დელეგაციამ ქუთაისში გაიარა, სადაც მათ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა უმასპინძლა, რომელმაც მრავალმხრივ საყურადღებო სიტყვა წარმოთქვა. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გთავაზობთ ორივე ზემოთნახსენები ეპისკოპოსის სიტყვას.
წინამდებარე სტატიაში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას ძველი ბერძენი ქალი ფილოსოფოსების შესახებ. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ფილოსოფოსების უმეტესობა, ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, პითაგორას მოწაფეები იყვნენ.
განსხვავებები ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის სწავლებებს შორის
პანაიოტის ხრისტუ
ა) სამების შესახებ.
სამების შესახებ სწავლება რომ ნეოპლატონიზმისგან არის ნასესხები, დადასტურებით ვერავინ იტყვის, რადგან ეს უკანასკნელი ნეოპლატონიზმზე ბევრად ადრეულია. მიუხედავად ამისა, სამების შესახებ დოქტრინის ფორმულირება ეყრდნობა ბერძნული ფილოსოფიის ელემენტებს და იყენებს ტერმინებს: სიტყვა (Λόγος), სიბრძნე (Σοφία), ჰიპოსტასი (ὑπόστᾰσις), სუბსტანცია ანუ არსება (οὐσία) და ბუნება (φύσις).
ეკლესიის საიდუმლოებების რაოდენობის შესახებ
ნიკო მაცუკა
მართლმადიდებლური ტრადიცია XIV საუკუნემდე საიდუმლოებების განსაზღვრულ რაოდენობას არ აფიქსირებს. ყველა საიდუმლო (მათ შორის შვიდი საიდუმლოც, რომლებიც სქოლასტიკურმა თეოლოგიამ განსაზღვრა), აღიარებულნი არიან საეკლესიო ცხოვრებაში და მათი შედეგების მიხედვით ხდება მათი აღწერა. ერთი ხანგრძლივი პროცესის ბოლოს, რომელიც XIV საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნიკოლოზ კაბასილამ (გამოეხმაურა რა მართლმადიდებლურ გარდამოცემას), საეკლესიო სხეულის აღწერა შემოგვთავაზა და საიდუმლოებები, როგორც ხეზე არსებული ტოტები და ვენახში არსებული ვაზის ნერგები, ისე წარმოადგინა. ეს აღწერილობითი სახის ილუსტრაციები გასაგებად და ცხადად გვეუბნებიან, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს საიდუმლოებების აღრიცხვასთან დაკავშირებით.
რომის ეკლესიის ქონება საქართველოში მე-12-საუკუნეში
პაპ ალექსანდრე III-ის (1159-1181) ერთ-ერთ დოკუმენტში საკმაოდ მოულოდნელ ცნობას ვპოულობთ, რომელშიც საუბარია საქართველოში რომის ეკლესიის ქონების შესახებ.
პაპის ბულები მთელ იმდროინდელ მსოფლიოში, რომის ეკლესიის ქონებას მიემართება. დიდ გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელშიც კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა, საქართველოც საპატიო ადგილს იკავებს.
პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ეგზარქოს პალადის (რაევი) შესახებ
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე საკმაოდ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეგზარქოს პალადის (1887-1892) შესახებ. იგი წერს:
ეგზარქოსი ,,სამღვდელოებას ზიზღნარევი ალერსით ექცევა, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერო საზოგადოებას - თავაზიანი პირფერობით... ენაჩლიფინაა, ქადაგებას კითხულობს რვეულიდან, რომელიც ყველაზე დიდი ზომის სახარებაში უდევს. ეს სახარება ძლივს უჭირავს ორ კერძოდიაკონს, არაფერი მესმის მისი ნალაპარაკევიდან მეც კი, კვერთხიმტვირთველს, თუმცა თითქმის გვერდით ვუდგავარ.
სახარება ღმერთის სასუფევლის შესახებ
იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)
“და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ (მკ. 1, 14-15).
ცარიელი საფლავის საკითხის შესახებ
იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)
ცხადია, იესოს საფლავი ცნობილი გახლდათ და აქ ბუნებრივია ჩნდება კითხვა: იესო დარჩა საფლავში, თუ ცარიელი იყო საფლავი, როდესაც იგი აღდგა?
,,ღმერთო ჩემო რაისათვის დამიტევე მე?”
იესოს დატევების შეძახილი
იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)
მათე და მარკოზი სრული ურთიერთთანხმობით მოგვითხრობენ, რომ მეცხრე ჟამზე იესომ ძლიერად შესძახა: ,,ილი, ილი ლიმა საბაქთანი, ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რაისათვის დამიტევე მე?” (მთ. 27, 46; მკ. 15, 34). იესოს შეძახილს ებრაულისა და არამეულის შერწყმით (მიქსით) გადმოგვცემენ და შემდეგ მას ბერძნულად თარგმნიან. იესოს ეს ლოცვა, ყოველთვის ბადებს შეკითხვებსა და დაფიქრების მოტივს ქრისტიანთა შორის: როგორ შეეძლო ღმერთის ძეს, რომ მამისაგან ყოფილიყო მიტოვებული? ზუსტად რას ნიშნავს ეს შეძახილი?
იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)
აპოკალიფსის წიგნი, უფლის დაბრუნების დაპირებით და ამ დაბრუნების განხორციელების თხოვნით მთავრდება: ,,იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!“ (22,20).
ისტორიული იესოს შესახებ კვლევა განმანათლებლობიდან დღემდე
2020 წლის 26 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა და წმ. გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო ცენტრის წევრმა გიორგი ლელუაშვილმა თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე წარმოადგინა და წარმატებით დაიცვა ნაშრომი თემაზე: „ისტორიული იესოს შესახებ კვლევა განმანათლებლობიდან დღემდე.“ ნაშრომი მიმოიხილავს განმანათლებლობის ეპოქიდან განვითარებულ ისტორიული იესოს შესახებ კვლევის ეტაპებს და წარმოაჩენს იესო ქრისტეს სარწმუნოებრივ და ისტორიული კვლევის სახეებს, როგორც ერთ პიროვნებას.
მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური სწავლების დოკუმენტი
2020 წელს მსოფლიო საპატრიარქომ 12 სხვადასხვა ენაზე (მათ შორის ქართულად) მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა ტექსტის ატვირთვის, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა კი მისი წიგნად გამოცემის საავტორო უფლებები მოიპოვა.
მთარგმნელი- გურამ ლურსმანაშვილი
რედაქტორი- გოჩა ბარნოვი
მსოფლიოს სიცოცხლისათვის – მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ
წინასიტყვაობა
დოკუმენტის შექმნის შესახებ
2017 წლის ივნისში, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა - ბართლომეოსმა ღვთისმეტყველთა სპეციალური კომისია დაადგინა, რათა ,,მართლმადიდებელი ეკლესიის იმ სოციალური მოძღვრების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მომზადებულიყო, რომელიც საუკუნეობრივ ტრადიციაში აღიწერა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ თანამედროვე პრაქტიკაში გადმოიცა, კონკრეტულად კი - ახლახანს, 2016 წელს, კრეტაზე გამართულ წმინდა და დიდი კრების მიერ მიღებულ დოკუმენტებსა და განჩინებებში აისახა.“
მსოფლიო საპატრიარქოს 1686 წლის ტომოსი უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით
საპატრიარქო და სინოდალური გადაწყვეტილება (1686)
სამოციქულო მოძღვრება გვასწავლის, რომ ყოველივე აღსაშენებელად იქმნებოდა, როდესაც რაიმეს ვიქმთ, ან ვმეტყველებთ, ჯერ არს, რათა ჩვენი მიზანი მოყვასის განმსამტკიცებლად და ძმათა სასიკეთოდ მოქმედება იყოს. საღმრთო მოციქული ყველას, მათ შორის ძმებს, დაუცხრომელად მოუწოდებს, ცდილობს მათ გამოსწორებას და არ აყოვნებს მიუთითოს, თუ რა არის საჭირო ცხონებისთვის.
ქრისტეს სასამართლო პროცესი: იურიდიული ანალიზი
ავტორი: ხრისტოს დერმოსიანიდისი (მოსამართლე)
ქრისტეს უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ იუდეველები ყვიროდნენ: „ჩუენ სჯული გუაქუს,და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი,რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.“ ეს არის ებრაელების დღევანდელი პოზიციაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ქრისტემ ნამდვილად დაარღვია მოსეს რჯული და სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით. მაგრამ შესაძლოა ...
„მეფემდე მიაღწია ცნობამ, რომ იმ დროის ძლევამოსილი ხელმწიფე, ქართველთა მეფე, დავითი (იგ. ტაოს მეფე, დავით III კურაპალატი, ი.შ.), რომელიც ბიზანტიასთან განსაკუთრებული სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა და, ამასთან ერთად, განსაკუთრებით იშვიათ გარემოებებში. მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა საწამლავი მიუტანა მას, რომელიც წმ. ზიარებაში იყო შერეული, რამაც დავითის მტანჯველი სიკვდილი გამოიწვია 1001 წლის, აღდგომას“ (თ. უსპენსკი, ბიზანტიის იმპერიის ისტორია. მოსკოვი, 1997, ტ. 2. გვ. 433). სხვათაშორის, ესეც ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გახლდათ.
საყვარელო ძმანო და დანო, ყველასათვის ცნობილი შემზღუდველი ზომებისდა გამო, უამრავი ჩვენი ძმა, ამ წმიდა დღეებში აღსრულებულ ყველა მსახურებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით თანამონაწილეობს. მეც მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ქრისტეში ყველა საყვარელ ძმასა და დას მივმართო ერთი გზავნილით, რომელიც დიდ და წმიდა კვირაში შესვლას ეხება.
ჰიპოთეზური მოსაზრება სიმონ კვირინელისა და სვიმეონ ნიგერის იდენტურობის შესახებ
ქრისტიანთათვის უმთავრესია ცოდნა არა მარტო იესო ქრისტეს მოძღვრების, ვნების, ჯვარცმისა და აღდგომის ისტორია, არამედ უშუალოდ ცნობები მაცხოვართან დაკავშირებულ ხალხთა შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ჯვრით მიმავალი მაცხოვრის განვლილი გზა გოლგოთამდე და ის პიროვნება, რომელიც ქრისტეს ტანჯვის გზაზე მიეხმარა.
„და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ[1]. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი“ (მათ. 27:32).
ლამპრობის „განახლებული რიტუალი“ – ხარვეზები და გამოწვევები
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალძე
2020 წ. 17 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ანალიტიკური ჯგუფის შეხვედრა, როგორც სამსახურის Facebook-გვერდი იუწყება, სხდომამ გადაწყვიტა „საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას სასულიერო პირებისა და თეოლოგებისგან შემდგარი ლიტურგიკული საკითხების შემსწავლელი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს ეკლესიის პრაქტიკაში დამკვიდრებულ საღვთისმსახურო საკითხებზე მათი საერთო ფორმაში მოქცევისა და გამართულად ჩამოყალიბების მიზნით“.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაციის ერთ-ერთი ორგანო ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხით ინტერესდება, როგორიც ღმრთისმსახურებაა. სასურველი იქნება წმინდა სინოდმა გამოკვეთოს ამ ახალი საინიციატივო ჯგუფის ლეგიტიმაციის საზღვრები და მისი მიმართება უკვე არსებულ ლიტურგიის სინოდალურ კომისიასთან, რომელსაც ამჟამად რუისის მთავარეპისკოპოსი იობი ხელმძღვანელობს.
პრობლემა, რომელსაც წინამდებარე წერილი შეეხება, არა ლიტურგიული საკითხების გადაჭრით დაინტერესებაა, რაც ცალსახად მისასალმებელია, არამედ სამოყვარულო ცოდნის გამოყენებით ლიტურგიული ტექსტების ხელყოფა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი
საპატრიარქო და სინოდური ტომოსი უკრაინის
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალური
სტატუსის მინიჭებისათვის
ბართლომეოსი, ღმრთის წყალობით კონსტანტინოპოლის, ახალი რომისა
და მსოფლიო პატრიარქი
„მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა... და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა... და ეკლესიასა პირმშოთასა“ (ებრ. 12,22-23). ასე მიმართავდა ყოველთა მორწმუნეთ წარმართთა ნეტარი მოციქული პავლე. მართლაცდა მთა არის ეკლესია − უტყუარია იგი, მტკიცე, ურყევი და უძლეველი. მართალია, ერთი მრევლია და ქრისტეს ერთი სხეულია იგი, იგი ღმრთის ეკლესიაა და ასეთი არის და ასე იწოდება კიდეც მას ყოველგან თავისი მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობით, სულიწმინდისმიერ საიდუმლოებათა ზიარებით და სამოციქულო მემკვიდრეობით. კანონიკური წესითაც ურყევია იგი, ჯერ კიდევ სამოციქულო დროიდანვე შედგენილი და თუმცა სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიათაგანაც შედგება, იგი საკუთარ წიაღში, შინაგანად თვითმმართველია − საკუთარ მწყემსით, ქრისტეს მოძღვართა და მსახურთაგანაც, ესე იგი თავისი, ადგილობრივი ეპისკოპოსების მიერაა შედგენილი − არა ოდენ ამა სოფლად მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ მის წიაღშივე წარმოცენებული სამრევლო საჭიროების გამო.
25 დეკემბრის შესახებ (დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე)
XIX-XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიის (და არა მხოლოდ) შესასწავლად, გამორჩეული წყაროა დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის (1873-1933) ჩანაწერები, სხვაგვარად რომ ვთქვათ „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუფასებელ ცნობებს გვაძლევს მისი ეპოქის სხვადასხვა მოვლენის შესახებ. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გთავაზობთ დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ნააზრევს 25 დეკემბრისა და ზოგადად ძველი თუ ახალი სტილის კალენდრების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია მის დღიურებში ორ ადგილზე გვხვდება და 1923 წელსაა ჩაწერილი.
ტფილისის სასულიერო სემინარიაში- დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე
XIX-XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიის (და არა მხოლოდ) შესასწავლად, გამორჩეული წყაროა დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის (1873-1933) ჩანაწერები, სხვაგვარად რომ ვთქვათ „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუფასებელ ცნობებს გვაძლევს მისი ეპოქის სხვადასხვა მოვლენის შესახებ. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა გადავწყვიტეთ დღიურში სხვადასხვა ადგილზე მიმობნეული იმ ცნობების შეგროვება, რომელიც დეკანოზი ნიკიტას სიცოცხლეში, საქართველოში არსებული სასულიერო სასწავლებლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციებს, რათა მკითხველისთვის უფრო მეტად თვალნათელი იყოს ის ,,მემკვიდრეობა“, რაც სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების სახით რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკას ქართველებს დაგვიტოვა.
I-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები [1]
,,სემინარიის ფაქტიური ხელმძღვანელობა, როგორც ადმინისტრატიულ, ისე სასწავლო ნაწილში ერთთავად ხელში ეპყრათ მამა ინსპექტორს, მღვდელ მონაზონ პაფნუტის და მისს სამ თანაშემწეებს _ ერისკაცებს, რომელთაც მოწაფეები `ნაძირატლებს“ უწოდებდენ ხოლმე.
მამა ინსპექტორიცა და მისი თანაშემწეებიც, რასაკვირველია, სულ რუსები იყვნენ, სასულიერო აკადემიებში კურსდამთავრებულნი და აქ, საქართველოში, `ბედის საძიებლად“ გადმოხვეწილნი, კარიერის გასაკეთებლად, სამსახურში დასაწინაურებლად. ესენი გადასარუსებელ განსაკუთრებული მოღვაწეობისათვის, ანუ, როგორც ოფიციალურად ითქმოდა, _ `ზა ობრუსენიე კრაია“, _ სხვა და სხვა პრივილეგიებით იყვნენ მოსილნი, ნივთიერადაც უფრო უზრუნველყოფილნი, ვინემ შიდა გუბერნიების სემინარიების პედაგოგიური თუ ადმინისტრატიული პერსონალი. იღებდენ ესენი `პიატილეტკებს“ ანუ ჯამაგირის ხუთწლიურ დამატებებს _ ყოველ ხუთ წელში _ ჯამაგირის მეხუთედს; ასეთი `პიატილეტკა“ იყო შემოღებული სამი _ 15 წლის განმავლობაში; ამას გარდა იღებდენ ესენი დაჩქარებული ტემპით ჩინ-ორდენებსაც და უფრო სწრაფადაც ადიოდენ სამსახურის იერარქიულ საფეხურებზე. მამა ინსპექტორი, მაგალითად, ორ-სამ წელიწადში სადმე რექტორობას გაიკრავდა, ხოლო მისი თანაშემწენი აქვე, საქართველოში, სემინარიებში მასწავლებლობას ღებულობდენ ხოლმე ან სასულიერო სასწავლებლებში ზედამხედველებად _ `სმოტრიტლებად“ იგზავნებოდენ` ამასთანავე ბინა, განათება, გათბობა `სახაზინო“ _ მუქთად ეძლეოდათ (ნამდვილად კი დაბეგრილი სამღვდელოების ჯიბიდან) და სცხოვრობდენ თვით სემინარიის კორპუსში უდარდელად, უზრუნველად და განცხრომით.
„რუსეთის ეკლესიის ისტორია და მესამე რომის თეორია“
ნავპაკტის და წმიდა ვლასის მიტროპოლიტი, იეროთეოსი
უკრაინის საკითხის მიზეზით, რომელიც უკანასკნელ ხანებში ინტერესს იწვევს, ვისურვე, რომ რაიმე სამეცნიერო სახის ტექსტები წამეკითხა და გამეგო რაღაც უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ვიცოდი რუსეთის ეკლესიის და „მესამე რომის“ ცნობილი თეორიის შესახებ.
ჩემი ამ კვლევა-ძიების დროს, აღმოვაჩინე ანასტასიოს-იოანე ლალოსის სამაგისტრო ნაშრომი, სათაურით: „რუსეთის ეკლესიის ისტორია და „მესამე რომის“ თეორია (თესალონიკი 2016), რომელიც წარმოდგენილი იყო მაკედონიის უნივერსიტეტში, კონკრეტულად ბალკანეთ-სლავო-აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებაში, „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენების და კულტურის მცოდნეობის“ დარგში.
საქმე ეხება ერთ ნაშრომს, რომელიც წყაროებისა და არსებული ბიბლიოგრაფიის შესწავლის შედეგად, კვლევის შედეგს წარმოადგენს, საიდანაც მოპოვებულ იქნა ეს მნიშვნელოვანი მასალა და გვებოძა ინფორმაციები როგორც რუსეთის ისტორიის, ასევე „მესამე რომის“ თეორიის შესახებაც, რომელიც XV საუკუნეში დაიწყო და რაც მნიშვნელოვანიაXVI საუკუნიდან განვითარდა და ვითარდება ვიდრე დღევანდელ დღემდე.
1917 წელს, საქართველოს პატრიარქ კირიონ II-ის აქტიური მუშაობით ჟურნალ ,,სვეტიცხოველი''-ს გამოცემა დაიწყო, რომელიც იმ პერიოდის საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ გამოცემად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ისტორიულ ვითარებათა გამო მხოლოდ ოთხი ნომრის გამოცემა მოხერხდა. გთავაზობთ ჟურნალის პირველ ნომერში დაბეჭდილ სტატიას- ,,მოლოდინში’’, რომელიც რუსეთისგან საქართველოს ეკლესიის განთავისუფლებას ეხება.
...რევოლუციურმა რუსეთმა ისეთივე დამოკიდებულობა გამოიჩინა მცირე ერების მოთხოვნილებისადმი, როგორც დასამარებულ რუსეთის თვითმპყრობელობამ: ველიკოროსთა პრიმატი ძველებურად გამოცხადებულია რუსეთის სახელმწიფოს მაცოცხლებელ ძარღვად. ცალმხრივად გაგებული ,,დიდი და განუყოფელი რუსეთის იდეა“ გამოსჭვივის უწინარესყოვლისა იმაში, რომ სახელმწიფოს მესვეურნი დღესაც სასტიკად ებრძვიან ერთა აღორძინებას და ფაქტიურად უარს-ჰყოფენ საქვეყნოდ აღიარებულ ,,თვითგამორკვევას’’.
თავის თავად ცხადია, რომ ცენტრალისტური აზროვნების მატარებელი არ შეურიგდებოდა იმას, რასაც საქართველოს ეკლესია თავის წმინდა მიზნად ისახავს; არ შეიწყნარებდა ტერიტორიალურ ავტოკეფალიას, რომელსაც თან სდევს საქართველოს პატრიარქ-კათალიკოზის სათანადო ამაღლება და მისი უზენაესი მართვა-გამგებლობა ტერიტორიის საზღვრებში. რუსეთის სინოდის უმაღლესი წარმომადგენელი ყოველს შემთხვევაში უნდა გამოხვებული ყოფილიყო კათალიკოზის ბრძანებლობისაგან, ამისათვის საჭირო იყო ტერიტორიალური პრინციპის უკუ-გდება! ნაციონალური ავტოკეფალია კი უზრუნველ ჰყოფს უმართებელს სინოდს ამ შიშისაგან, რადგანაც კათალიკოზის ხელმწიფება გავრცელებულია ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველ ერზე, სწორედ ისე, როგორც ამას ადგილი აქვს სომეხთა ეკლესიაში.
ეკლესიის მამათა სწავლება ადამიანში არსებული ღვთის ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის შესახებ
ადამიანის პიროვნებით სხვადასხვა დარგებია დაინტერესებული. მისი შესწავლა ყველა რელიგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა ამოცანაა. თითოეული მათგანი, რელიგიის გარდა, რომელიც მასში სულიერ საწყისს განჭვრეტს, ადამიანის პიროვნებას კონკრეტულ კონტექსტში განიხილავს, რაც მისთვის (მეცნიერებისთვის) საინტერესოა. ამიტომაც საკვლევ თემაში ვეცდებით, ამომწურავად შევეხოთ ჩვენ მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ გაიგება პატრისტიკულ ტრადიციაში ადამიანისთვის ღვთისაგან ბოძებული ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის საკითხი.
საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა საქართველოში
ბოლშევიკური მოძრაობა რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ, რასაც წინ დიდი ისტორიული მოვლენები უძღოდა: გლეხთა მასობრივი აჯანყებები, „ოქტომბრის რევოლუცია“ (1917 წ.). მათი პოლიტიკა რადიკალური მეთოდებით გამოირჩეოდა. ისინი იბრძოდნენ კომუნისტური იდეების დასაფუძნებლად. საქართველოში წითელი საოკუპაციო არმიის შემოსვლის შემდეგ 1922 წლიდან მას საბჭოთა საქართველო უწოდეს[1].
ვ. ლენინის სიტყვებია: „ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იწამოს არა მარტო ის, რაც უნდა, არამედ გაავრცელოს ან შეიცვალოს კიდეც აღმსარებლობა. მთავრობის არც ერთ მოხელეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ადამიანს კითხვები დაუსვას მისი რელიგიის შესახებ; ეს თითოეული ადამიანის სინდისის საკითხია და არავის არა აქვს ჩარევის უფლება“. ამის მიუხედავად, მათი საქმე სხვას ადასტურებდა, რაზეც უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი.
„აღდგომა, როგორც ძლევაჲ ჯოჯოხეთისა“
ქრისტეს აღდგომა უპირატესი და გამორჩეული მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. მხსნელის სიკვდილზე გამარჯვებამ დაამსხვრია ჯოჯოხეთის კლიტენი და ადამიანს ცხონების შესაძლებლობა მიანიჭა. ქრისტიანულ რელიგიაში აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია და ის თორმეტი დღესასწაულის მწვერვალია.
აღდგომას დიდი სულიერი და მისტიკური მნიშვნელობა აქვს. ადამიანური გონებისთვის წარმოუდგენელი ფაქტია გარდაცვლილის გაცოცხლება, აღდგომა და ცად ამაღლება. ღვთის განგებისა და მისი ძალისათვის კი შეუძლებელი არაფერია. მხოლოდ ადამიანებს გვიკვირს ყოველივე ჭეშმარიტება და მას სასწაულს ვუწოდებთ
განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსისგან ხელთდასხმული
ქართულ საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები განკვეთილი ან სქიზმატი ეპისკოპოსების მიერ აღსრულებული ხელთდსხმების კანონიერების შესახებ. საკითხის ირგვლივ არსებული ეჭვებისა და მცდარი აზრების გასაფანტად, წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა გადაწყვიტა ქართულად ეთარგმნა და აეტვირთა ანქიალონის ეპისკოპოს ვასილის მიერ 1887 წელს შესრულებული შრომა, რომელიც, ისტორიულ და კანონიკურ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსისგან ხელთდასხმული სასულიერო პირი ეკლესიაში დაუბრკოლებლად, განმეორებითი ქიროტონიის აღსრულების გარეშე მიიღება.
© წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
ინტერვიუ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან
მიტროპოლიტი ეპიფანე პუტინის, პოროშენკოს, არჩევნების, დაწყევლისა და თავსაფრების შესახებ მას სწამს, რომ როცა „ყველა მართლმადიდებელი უკრაინელი გაერთიანდება ერთიან უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაშინ დასრულდება ომი დონბასში და ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას“. ის ცდილობს ამოძირკვოს უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის სურვილი, მუდმივად შენიშვნა მისცეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მათი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო. მას არ სჯერა დაწყევლის ძალის და ამბობს, რომ ეკლესიებში შეიძლება სკამების დადგმა. ის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ეპიფანე. და ეს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული მისი ეკსკლუზიური ინტერვიუა.
მღვდელი გიორგი მაქსიმოვი- კონსტანტინეპოლის პაპიზმის ერესი
წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა მოიპოვა მღვდელ გიორგი მაქსიმოვის წერილის-''კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესი'' ქართულენოვანი თარგმანი. ჩვენი ინფორმაციით, ეს წერილი ვრცელდება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს შორის და არის საფრთხე, რომ მომავალ სხდომაზე (რომელმაც უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს) იგი განიხილონ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მისითაც იხელმძღვანელონ. ჩვენი ცენტრი ამ წერილში ხედავს რეალურ საფრთხეს, რომლის მიხედვითაც, სქიზმის გზაზე დამდგარი რუსეთის ეკლესია ცდილობს სხვა ეკლესიების ჩათრევას და არ გვსურს მათში საქართველოს ეკლესიაც აღმოჩნდეს. წერილი საკმაოდ ვრცელია და მასში გამოყენებულ არგუმენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ან არაადექვატურია ანაც დამახინჯებულად წარმოადგენს არსებულ რეალობას და ცალმხივად დგას კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის სადარაჯოზე. ზემოთმოყვანილი საფრთხეებიდან გამომდინარე, წმ. გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უცვლელად გთავაზობთ ამ წერილს, რათა მისი გაცნობისას მკითხველი რეალურად დარწმუნდეს, თუ რაოდენ სერიოზული საფრთხის წინაშეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
ნიკოს კაზანძაკისის „უკანასკნელი ცდუნების“ ანალიზი და მისი მიმართება სახარებისეულ უწყებასთან
გიორგი გველესიანი
დიდი შემოქმედი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ნიკოს კაზანძაკისი დაიბადა 1883 წლის 18 თებერვალს ჰერაკლიონში მაშინ, როდესაც ეს მხარე ოტომანთა იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო გარდაიცვალა 1957 წლის 26 ოქტომბერს. მშობლიურ მხარეში არსებულმა ვითარებამ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა, რაც შთამბეჭდავად აღწერა თხზულებაში „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948 წ.), რომელშიც თურქი ფაშასა და თავად ბერძენი დიდებულების უღელქვეშ მყოფი ბერძენი ხალხის მძიმე ყოფა წარმოადგინა.
კომენტარები კონსტანტინოპოლის 1686 წლის სინოდალურ სიგელზე
ამ სიგელების მიხედვით, კონსტანტინოპოლის ეკლესიის გარკვეული უფლებები კიევზე, მოსკოვის საპატრიარქოს გადაეცემა. ისინი (სიგელები, მთარგმნ.) 1686 წელს გამოიცა. გამოქვეყნებულია ვერა ჩენცოვას მიერ.
დოკუმენტში არსებობს მთელი რიგი საკვანძო სიტყვები, რომლებიც გვეხმარებიან უკეთ გავარკვიოთ მისი აზრი. კერძოდ, საკვანძოდ ითვლება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი სიტყვა - ὑποκείμενος და ὑπερκείμενος. პირველი სიტყვა დაქვემდებარებულ მდგომარეობას ნიშნავს და ტექსტში კიევის მიტროპოლიას მიემართება, ხოლო მეორე სიტყვა, ზემდგომობას, უპირატესობას ნიშნავს და მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიემართება. კონსტანტინოპოლი ὑπερκείμενος (ზემდგომი) რჩება კიევისთვისაც და მოსკოვისთვისაც.
მსოფლიო საყდრის ექსკლუზიური უფლება სადავო საკითხებთან დაკავშირებით
აბიდოსის ეპისკოპისი, თეოლოგიის დოქტორი, კირილე (კატერელოსი)
საჩივრის მიღება (აპელაცია) არის კონსტანტინოპოლის საყდრის [1] განსაკუთრებული უფლება. მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს უფლება, ჩაერიოს, განსაჯოს და გადაჭრას სადავო საკითხები, რომლებიც წარმოიქმნება მისი იურისდიქციის საზღვრებს მიღმა. ეს უფლება ემყარება როგორც წმინდა კანონებს, ასევე ეკლესიის ორათასწლოვან კანონიკურ ტრადიციას, რომელიც უტყუარად ადასტურებს და უცდომლად განმარტავს წმინდა კანონების სულს და შინაარსს. ასევე, ამ უფლების შესახებ მოწმობენ პოლიტიკური საკანონმდებლო დოკუმენტები და წმინდა კანონების ცნობილი განმმარტებლები. გარდა ამისა დასტურდება კანონიკურ პრაქტიკაში, როგორც ამას წყაროები მიუთითებენ. ამ კანონიკური პრაქტიკის შესახებ უწყვეტი დამოწმება უდაოს ხდის კონსტანტინოპილის საყდრის მიერ საჩივრის მიღების უფლების ქონას.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით მსოფილო საპატრიარქომ თავისი ეგზარქები უკრაინაში მიავლინა, ამის საწინააღმდეგოდ, მოსკოვის საპატრიარქომ მსახურება გაწყვიტა მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, რაც ბოლო დროის უმთავრეს თემად იქცა, რომელიც უკრაინულ საზოგადობასა და მედიაში უყურადღებოდ არ რჩება. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ჭორი და არაკომპენტენტური კომენტარი. იმის გასარკევად თუ რა ხდება სინამდვილეში, ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ პროცესის უშუალო მონაწილე- ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იერარქი, ტელმესუს არქიეპისკოპოსი იობი (ჟენევა, შვეიცარია).
მეუფე იობ, როგორც ცნობილია, მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტა თავისი წარმომადგენლები- ეგზარქები უკრაინაში მიევლინა, რათა მათ უკრანის ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები და დიალოგი გამართონ. თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან გადაიდგა ძალიან კრიტიკული ნაბიჯი და ეწოდა ამ ქმედებას “კანონიკურ ტერიტორიაზე უკანონო შეჭრა”, ამასთანავე, მოსკოვმა დაამატა მსოფლიო საპატრიარქოსთან მსახურებითი კავშირის გაწყვეტა. გააკეთეთ კომენტარი თუ შეიძლება, რამდენად მართებულია მოსკოვის განცხადებები? იყო თუ არა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება უკანონო და არაკანონიკური ?
გამოცხადება და დოგმის ენა- პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი
გამოცდილების უცვალებელი ჭეშმარიტება შეიძლება სხვადასხვაგვარად გადმოიცეს. საღვთო რეალობა შესაძლებელია იგავური სურათებით აღიწეროს, საღვთისმსახურო პოეზიითა და რელიგიური ხელოვნებით. ეკლესია ახლაც ლიტურგიკული ჰიმნებითა და საკრამენტალური ქმედებების სიმბოლიზმით ქადაგებს, ესაა გადმოცემის, ლოცვისა და მისტიკური გამოცდილების, ქადაგებითი ღვთისმეტყველების [1] ენა, მაგრამ არსებობს სხვაც, სიტყვიერი აზროვნების (ბერძნ. Λογικής Σκέψεως), დოგმის ენა. დოგმა გამოცხადების დამოწმებაა. დოგმის სრული პათოსი ღვთაებრივი რეალობის აღმნიშვნელ ფაქტს ემყარება, მისი ამგვარი დამოწმება სიმბოლურია. დოგმა ამოწმებს იმას, რაც ხილულ იქნა და გამოცხადდა, რაც სარწმუნოების გამოცდილებაში განიჭვრიტა, ხოლო ეს მოწმობა კი გარკვეული კონცეპტებითა და განსაზღვრებებით გადმოიცემა. დოგმა ‘’ინტელექტუალური ხედვა,’’ აღქმის ჭეშმარიტებაა. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს საღვთო რეალობის თანმიმდევრული სურათია, ‘’ლოგიკური ხატია’’. ამავდროულად, დოგმა იმის განსაზღვრებაცაა, თუ რატომაა სიტყვიერი ფორმები დოგმისათვის ასე მნიშვნელოვანი, რადგან ‘’შინაგანი სიტყვა’’ გარეგნული გამოხატულებით იძენს ძალას. ამიტომაა დოგმის გარეგანი ასპექტები, მისი სიტყვიერი გადმოცემა, ასეთი არსებითი.
ინტერვიუ მთავარეპისკოპოს იობთან (გეჩა), უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების პროცესი უკვე პრაქტიკულ დონეზეა. ამან რუსეთის მართლმადიდებელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებში ბევრი უარყოფითი ემოცია გამოიწვია, მათ (ეკლესიებმა, ნ.ბ.), მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი ბართლომეოსი «პაპიზმის ერესში» და სხვა ადგილობრივი მართლამადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, ამის გამო ახალი, შიდა მართლმადიდებლური სქიზმაც მწიფდება. მსგავსი აგრესიული ბრალდებები არ შეიძლება დედაეკლესიისაგან, მსოფლიო საპატრიარქოსაგან, უპასუხოდ დარჩეს. «ცერკვარიუმი» (Cerkvarium) მადლობას უხდის ტელმესუს არქიეპისკოპოს იობს (გეჩა), იმ მწვავე საკითხების განმარტებისათვის, რომელიც მორწმუნე მართლამადიდებელებს აშფოთებს.
მეუფე, მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნა მხოლოდ ეკლესიის კანონიკური პრეროგატივაა და ყველაფერი დანარჩენი “სქიზმის ლეგალიზაციაა”, მაგრამ ეკლესიათა ყველა ბოლო ავტოკეფალია კონსტანტინოპოლისგანაა მიღებული, რაც ძალინ რთული და მტკივნეული პროცესი იყო. არსებობს კი რამე აღიარებული კანონები ავტოკეფალიისათვის, ვინ ვის უნდა მიმართოს, როგორ და როდის? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხზე ყველაზე დიდი გამოცდილება კონსტანტინოპოლშია.
პრუსის მიტროპოლიტი, ელპიდოფოროს ლამბრიანიდისი თესალონიკის უნივერსიტეტის
თეოლოგიის პროფესორი.
თარგმნა და შესავალი დაურთო მღვდელ-მონოზონმა ლეონიდე ებრალიძემ
2018 წლის 14 სექტემბრის სინოდის სხდომის N 69 ოქმით მოსკოვის საპატრიარქომ ოფიციალურად შეწყვიტა ლიტურგიისას მსოფლიო პატრიარქის მოხსენება, მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურება და იმ კომისიებში მონაწილეობა, რომლის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე მხარე მსოფლიო საპატრიარქოა (პარაგრაფი 1-3); ხოლო ამავე ოქმის მე-4 პარაგრაფის საფუძველზე შედგენილ სინოდალურ განცხადებაში, მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქს ბრალს სდებს მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიური პრინციპების ღალატში.
საინტერესოა, რომ კიევის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრისას, მოსკოვის საპატრიარქო იმოწმებს კრეტის კრების მოსამზადებელ დოკუმენტებს თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ამ კრებაში (მიუხედავად ხელმოწერისა და დაპირებისა) მონაწილეობა არ მიუღია, მათ მიერ ხსენებული დოკუმენტი კი თავად კრებაზე საერთოდ არ განხილულა და ის პროექტად დარჩა (ისევ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოთქმული პრეტენზიის გამო).
1996 წელს, მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, საქმე ეხებოდა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ თავისი კანონიკური ტერიტორიისათვის (ესტონეთის ეკლესიისთვის) ავტონომიური სტატუსის მინიჭებას. მოსკოვის საპატრიარქოს პროტესტის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ ესტონელი მართლმადიდებელი ქრისტიანების თხოვნა მაინც დააკმაყოფილა და მათ ეკლესიას ტომოსი უბოძა. 1999 წლიდან დღემდე ეკლესიას მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობს. გთავაზობთ წერილს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს, 1996 წლის 24 თებერვალს მიწერა (მთარგმნ.).
,,არ ხართ სამართლიანი უნეტარესო, როდესაც ესტონელებს ფილეტიზმის საბაბით კიცხავთ. მათ, როგორც ერს, წმინდა მოციქულთა 34-ე კანონის საფუძველზე უფლება აქვთ საკუთარი ეკლესია დააფუძნონ, საკუთარ ეკლესიაშივე ჰყავდეთ ეპისკოპოსები და მათგან (ეპისკოპოსებისგან, გ.ლ.), საკუთარი მოქალაქეებისგან, პირველი (უპირატესი, გ.ლ.) გამოარჩინონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ხალხი (ესტონელები, გ.ლ.) უკვე თავისუფალი ერია.[1]
სექსი, ქორწინება და განღმრთობა
განღმრთობა და ადამიანი
მართლმადიდებელი ტრადიციისათვის განღმრთობა არა რაღაც შორეულის მოლოდინი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გნხორციელების შესაძლებლობაა. განღმრთობაზე საუბრისას ეკლესიის მამები სულის განსხვავებულ - რაციონალურსა და გრძნობის - მხარეებს ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ. რაციონალური კუთხით, განღმრთობა საღვთო სიბრძნისა და ჭეშმარიტების ხედვასთანაა დაკავშირებული, რომელიც შესაქმეში ვლინდება და საღვთო მჭვრეტელობით შეიმეცნება. სულის მეორე მხარე მგრძნობელობითია, რომელიც პიროვნულ სურვილსა და ნდომას უკავშირდება და ამასთანავე შიშის, სიბრაზისა და შურის გამოვლინების შესაძლებლობას ქმნის.
პოლ ლ. გავრილიუკი (Paul L. Gavrilyuk)
თომა აქვინელის (მინესოტა, აშშ.) უნივერსიტეტის თეოლოგიის განყოფილების, თეოლოგიისა და ფილოსოფიის მიმართულების ხელმძღვანელი. დაიბადა კიევში (უკრაინა), სწავლობდა ფიზიკისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (მოსკოვი, რუსეთი) ფიზიკს ფაკულტეტზე (1988-1993). ის იყო სსრ კავშირიდან აშშ-ში აკადემიური თეოლოგიის შესასწავლად ჩამოსული ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი. 2001 წლიდან არის Southern Methodist უნივერსიტეტის (დალასი, ტექსასი, აშშ.) პატრისტიკის დოქტორი.
დრ. გავრილიუკი ბერძნული პატრისტიკისა და თანამედროვე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განხრით მუშაობს. მისი ინტერესის სფერო ასევე რელიგიის ფილოსოფია, ლიტურგიკული და ეკუმენური კვლევებია.
მეუღლეობრივი კავშირის შესახებ სამარხო დადგენილება არ არსებობს!
დიაკონი ანდრეი კურაევი [1]
ვრცელი სამოციქულო ციტატა: “ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა. ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რაოდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“ (1კორ. 7, 3-5). თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად არის, მაგრამ თუკი ბერძნულ ორიგინალს ავიღებთ ხელში, მაშინ რუს მკითხველს რამოდენიმე აღმოჩენა ელოდება წინ (ქართველ მკითხველსაც. მთარგმნ.).
ავტოკეფალიის გამოცხადების ან აღდგენის მიზეზები მე-20 და 21-ე საუკუნეებში
ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა)
მეოცე საუკუნეში მსოფლიოში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობა სრულიად შეიცვალა, რაც რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ, ან აღდგენამ გამოიწვია. ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიას, (რომლებსაც გასულ საუკუნეებში საპატიო საპატრიარქო სტატუსი ჰქონდათ) გახდნენ რა ბიზანტიის იმპერიისგან დამუკიდებელნი, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალია და საპატრიარქო ეკლესიის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ იმ სახელმწიფო საზღვრებში, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ შემოსაზღვრულობას თანხვდება. შესაბამისად, სერბეთის ეკლესიას (1920), რუმინეთის (1885 ავტოკეფალიის აღდგენა და 1925 წელს საპატრიარქოს აღდგენა), ბულგარეთის (1953) და საქართველოს (1990) ეკლესიებს, ეს (ავტოკეფალიის გ.ლ.) სტატუსი მიენიჭათ. თითოეული მათგანისთვის ავტოკეფალიისა და საპატრიარქოს სტატუსის აღდგენის უმთავრესი მიზეზი ოსმალური იმპერიისგან (პირველი სამის შემთხვევაში) ან რუსეთის იმპერიისგან (საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში, 1917 წელს) მოპოვებული დამოუკიდებლობა გახლდათ. თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის გამოცხადება შესაბამის მოქმედებასა და ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
მთავარდიაკონი იოანე ხრისავგისი
(Archdeacon John Chryssavgis)
დაიბადა ავსტრალიაში 1958 წელს, 1975 წელს აქვე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი (Scots College). ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1980 წელს დაიცვა დიპლომი თემაზე- Byzantine Music from the Greek Conservatory of Music, შემდეგ სწავლა აშშ-ში გააგრძელა, წმ. ვლადიმერის საღვთისმეტყველო სემინარიაში (ნიუ-იორკი), რომელიც 1982 წელს დაასრულა. სადოქტორო დისერტაცია კი 1983 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში, (დიდი ბრიტანეთი) პატრისტიკის განხრით დაიცვა.